• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ნოემბერი 8, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Bowlero, Ameresco და Planet Fitness.

Bowlero

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Bowlero-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული ბოულინგ ცენტრის ოპერატორის აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 22%-ით არის შემცირებული.

Bowlero-ს მთლიანი შემოსავალი წლიდან წლამდე 1.2%-ით — $227.4 მილიონამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $229.9 მილიონს. ამასთან, ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 5.5%-ით შემცირდა წელიწადის სეზონურად ყველაზე ნელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის სატესტო აქციების გამო.

კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $65.3 მილიონიდან $52.1 მილიონამდე შემცირდა. შესაბამისად, Bowlero-ს მარჟა 22.9% შეადგინა. კომპანიამ განაგრძო გაფართოება და კვარტალში 18 ბოულინგ ცენტრი გახსნა. მთლიანობაში Bowlero-ს ლოკაციების რაოდენობა 350-ს შეადგენს.

Bowlero

კომპანიის ზარალმა თითო აქციაზე $0.06 შეადგინა (პროგნოზი — -$0.05).

აღმასრულებელმა დირექტორმა — თომას შენონმა განაცხადა: „comps პოზიტიური გახდა ოქტომბრის შუა რიცხვებში. ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ შედეგებით და ვაგრძელებთ წინსვლას ჩვენი გეგმის — წელს შემოსავლების ორნიშნა ზრდის დაფიქსირების მიმართულებით“.

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი 10%-15%-ით — $1.14-$1.19 მილიარდამდე გაიზრდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კორექტირებული EBITDA მარჟა 32%-34%-ს მიაღწევს, ანუ EBITDA $365-$405 მილიონს შეადგენს. როგორც ჩანს, ეს პროგნოზები ინვესტორებისთვის სასიამოვნო იყო.

Bowlero-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $23.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bowlero-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 68%-იან ზრდას გულისხმობს.

Ameresco

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Ameresco-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები წარადგინა. გუშინ კი განახლებადი ენერგიის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 15%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 59%-ით არის დაკლებული.

2023 წლის მესამე კვარტალში Ameresco-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 24%-ით — $335.1 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $388.81 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.4 შეადგინა (პროგნოზი — $0.46).

პროექტის მთლიანი მარაგები, გასულ კვარტალთან შედარებით, 14%-ით — $3.701 მილიარდამდე გაიზარდა.

Ameresco

აღმასრულებელი დირექტორის — ჯორჯ საკელარისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია განაგრძობს წარმატებით მოქმედებას თავისი გრძელვადიანი სტრატეგიული ბიზნესის განვითარების აქტივობებში, კვარტალურ შედეგებზე ნეგატიურად იმოქმედა რამდენიმე საკითხმა, მათ შორის მოსალოდნელზე ხანგრძლივმა შეფერხებამ ზოგიერთ ენერგეტიკულ ქარხანაში, ასევე მიწოდების ჯაჭვში და ადმინისტრაციულმა შეფერხებებმა, რამაც პროექტის შემოსავლის გარკვეული ნაწილი დააზარალა.

რაც შეეხება მომავალს, სრული 2023 წლისთვის Ameresco-ს მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი $1.315-$1.37 მილიარდს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $1.45-$1.55 მილიარდი), ხოლო კორექტირებული EPS $1.15-$1.25-ს მიაღწევს (წინ პროგნოზი — $1.80-$1.90).

Ameresco-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $23.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $44.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $59.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ameresco-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 94%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Planet Fitness

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Planet Fitness-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭროს დღის განმავლობაში კი სპორტდარბაზების ქსელის აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული.

Planet Fitness-ს კვარტალში დაახლოებით 100,000 ახალი წევრი დაემატა, რის შედეგადაც comps წლიდან წლამდე 8.4.%-ით გაიზარდა. შემოსავალმა $277.6 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $268.26 მილიონი, GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS კი 43%-ით გაიზარდა და $0.46 შეადგინა. უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.43-ს ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა.

რაც შეეხება მომავალს, Planet Fitness-ის მენეჯმენტმა პროგნოზები გაზარდა. 2023 წლისთვის ახლა კომპანია გაყიდვების 12%-იან ზრდას მოელის (ძველი პროგნოზი — 14%-იანი მატება).

Planet Fitness-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $62.60-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $63.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Planet Fitness-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

 
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.
წინა

BioNTech-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა

შემდეგი

Tripadvisor-მა ყველა დროის რეკორდული კვარტალური შემოსავალი დააფიქსირა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Tripadvisor-მა ყველა დროის რეკორდული კვარტალური შემოსავალი დააფიქსირა

Tripadvisor-მა ყველა დროის რეკორდული კვარტალური შემოსავალი დააფიქსირა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved