• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

სექტემბერი 7, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Roku, Mitek Systems, Zscaler, Asana და AeroVironment.

Roku

გუშინ CTV (დაკავშირებული ტელევიზია) პლატფორმის კომპანიის — Roku-ს აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მისმა მენეჯმენტმა დაუგეგმავი ანგარიში წარადგინა. ის მოიცავდა გაზრდილ ფინანსურ პროგნოზებს 2023 წლის მესამე კვარტლისთვის, ასევე ახალ ზომებს ხარჯების შესამცირებლად და მომგებიანობის გასაზრდელად.

ამ სიახლის შემდეგ Roku-ს აქციების ფასი თავდაპირველად საკმაოდ მკვეთრად — 15%-ით გაიზარდა, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ სავაჭრო დღე უფრო მოკრძალებული, 3%-იანი მატებით დაასრულა. ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 113%-ით არის გაუმჯობესებული.

მესამე კვარტალში Roku-ს მენეჯმენტის მოლოდინები ახლა გაცილებით მაღალია, ვიდრე — ივლისში. ამჟამად კომპანიაში მოელიან, რომ კვარტალური შემოსავალი $835-$875 მილიონს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $815 მილიონი), რაც წლიდან წლამდე 10%-15%-იან ზრდას წარმოადგენს.

Roku

გარდა ამისა, Roku-ს მენეჯმენტი მანამდე მოელოდა, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) ზარალი $50 მილიონს შეადგენდა, მაგრამ მოლოდინი $20-$40 მილიონამდე შემცირდა.

ბუნებრივია, რომ უფრო მაღალი ზრდისა და ნაკლები ზარალის პროგნოზები ბაზარმა პოზიტიურად მიიღო.

ამასთან, Roku სამუშაო ძალის 10%-ს ათავისუფლებს, საოფისე ფართებს აერთიანებს და სტრიმინგ ვიდეო კონტენტს ამცირებს, რაც კომპანიას ხარჯების შემცირებაში დაეხმარება. მთლიანობაში მენეჯმენტი ერთჯერადი ხარჯების დაახლოებით $330 მილიონით შემცირებას მოელის.

Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $86.20-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $81.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.4%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Mitek Systems

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Mitek Systems-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ით არის გაუმჯობესებული.

Mitek Systems სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ციფრული იდენტობის ვერიფიკაციასა და მობილური გამოსახულების დამუშავებაში. პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 41%-ით — $45.7 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $43.14 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა წმინდა მოგებამ $14.3 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.31 იყო (პროგნოზი — $0.27).

Mitek-მა ადრე გადადო ამ შედეგების წარდგენა არა რაიმე დარღვევის გამო, არამედ კომპანიის აუდიტორების ცვლილების მიზეზით, მას შემდეგ რაც მისი წინა დამოუკიდებლად რეგისტრირებული საჯარო საბუღალტრო ფირმა 2022 წლის მაისში ამ საქმიანობას ჩამოშორდა.

Mitek-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ კომპანიის მთლიანი შემოსავლის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო დეპოზიტების ბიზნესიდან შემოსავლის წლიდან წლამდე 59%-იანი მატებით. ამასთან, კომპანიის საიდენტიფიკაციო სეგმენტის შემოსავალი 15%-ით გაიზარდა, მიუხედავად მაკროეკონომიკური წინააღმდეგობისა, რომელსაც ინდუსტრია აწყდება.

Mitek Systems

Mitek-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მაქს კარნეკიამ განაცხადა: „Mitek-ის ძლიერი წარმადობა პირველ კვარტალში ხაზს უსვამს ჩვენი წამყვანი გადაწყვეტების მუდმივ შესაბამისობას იმ დიდ და მზარდ ბაზრებთან, რომლებზეც ჩვენ ვოპერირებთ. მე ვამაყობ იმ ინოვაციების სისწრაფით, რომელსაც Mitek ახალი ტიპის თაღლითობების საპასუხოდ ნერგავს“.

Mitek-ის მენეჯმენტი ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენას 14 სექტემბერს აპირებს. ამავდროულად, კომპანიაში მიმდინარე ფისკალური წლის პროგნოზები გაზარდეს. ახლა მოსალოდნელია, რომ Mitek-ის შემოსავალი $169-$171 მილიონს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $162-$165 მილიონი) და კორექტირებული საოპერაციო მარჟა 30%-31%-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — 29.5%-30.5%).

Mitek Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს და მის აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Mitek Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 45%-იან ზრდას წარმოადგენს.

Zscaler

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Zscaler-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 44%-ით არის გაუმჯობესებული.

Zscaler-ის შემოსავალი მეოთხე კვარტალში წლიდან წლამდე 43%-ით — $719.3 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $431.3 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა წმინდა მოგებამ $100.9 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $0.64 იყო (პროგნოზი — $0.50).

Zscaler-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეი ჩაუდრიმ აღნიშნა, რომ კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში წლიური განმეორებადი შემოსავალი (ARR) გააორმაგა. ამ მაჩვენებელმა მიმდინარე ფისკალურ წლის ბოლოს $2 მილიარდს გადააჭარბა.

Zscaler

რაც შეეხება მომავალს, Zscaler-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი $472-$474 მილიონს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.48-$0.49-ს. ორივე დიაპაზონი აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $465 მილიონს და $0.45-ს უტოლდება.

სრული ფისკალური წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი $2.050-$2.065 მილიარდს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EPS — $2.20-$2.25-ს. უოლ სტრიტის პროგნოზები კი, შესაბამისად, ასეთია: შემოსავალი — $2.04 მილიარდი, EPS — $2.10.

Zscaler-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $158.40-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $135.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Zscaler-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Asana

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Asana-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ით არის გაუმჯობესებული.

Asana-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 20%-ით — $162.5 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $157.9 მილიონს. $5000-ზე მაღალი წლიური დანახარჯების მქონე მომხმარებლების რაოდენობამ 15%-ით — 20,782-მდე მოიმატა, ხოლო $100,000-ზე მეტი წლიური ხარჯების მქონე მომხმარებლების რიცხვი 20%-ით — 553-მდე გაიზარდა.

კომპანიის დოლარზე დაფუძნებული წმინდა შეკავების კოეფიციენტმა (NRR არის მეტრიკა, რომელიც ზომავს კომპანიის უნარს, შეინარჩუნოს შემოსავალი არსებული მომხმარებლებისგან გარკვეული დროის განმავლობაში) 105% შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებულმა მომხმარებლებმა თავიანთი ხარჯები მხოლოდ 5%-ით გაზარდეს. ეს, სავარაუდოდ, Asana-ს ზოგიერთი მომხმარებლის დაკარგვის შედეგია. იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად $100 მილიონზე მეტს ხარჯავდნენ, კომპანიის NRR-მა 125%-ს მიაღწია.

Asana-ს მოგების მარჟა გარკვეულწილად გაუმჯობესდა, მაგრამ GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) საფუძველზე კომპანიის წმინდა ზარალმა $71.4 მილიონი შეადგინა. კორექტირების შემდეგ, ეს მაჩვენებელი $8.4 მილიონამდე შემცირდა, ანუ თითო აქციაზე ზარალი $0.04 იყო, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $-0.11-ს.

Asana

თავისუფალი ფულადი ნაკადები, გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებული $42.3 მილიონის ოდენობით ზარალის შემდეგ, 14.6 მილიონამდე გაიზარდა.

აღმასრულებელმა დირექტორმა — დასტინ მოსკოვიცმა განაცხადა: „მეორე კვარტალში Asana-ს შედეგებმა გადააჭარბა როგორც შემოსავლის, ისე მოგების პროგნოზებს. პირველი მათგანის ზრდა ჩვენს მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა, საოპერაციო მარჟა 37 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და დადებითი თავისუფალი ფულადი ნაკადების გამომუშავება შევძელით.“

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი $163.5-$164.5 მილიონს მიაღწევს, რაც 16%-ით აჭარბებს პროგნოზს, მაგრამ კომპანიაში მოელიან უფრო დიდ ზარალს, ვიდრე მეორე კვარტალში. მენეჯმენტის აზრით, მიმდინარე კვარტალში კორექტირებული ზარალი თითო აქციაზე $0.10-$0.11-ს შეადგენს.

Asana-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Asana-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AeroVironment

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, AeroVironment-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 21%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 37%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

AeroVironment აწარმოებს მცირე და საშუალო ზომის უპილოტო თვითმფრინავებს (UAV) სამხედრო და კომერციული მომხმარებლებისთვის. კომპანიის პროდუქცია აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების საკვანძო ნაწილია. ომმა, სავარაუდოდ, გააუმჯობესა AeroVironment-ის, როგორც თავდაცვის კონტრაქტორის პოზიცია, რადგან კომპანიას თავისი პროდუქციის ეფექტურობის დადასტურების შესანიშნავი შანსი მიეცა.

გასულ კვარტალში AeroVironment-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 40%-ით — $152.3 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $132.79 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $1 შეადგინა (პროგნოზი — $0.31). EBITDA-მ 185%-ით მოიმატა.

AeroVironment

რაც შეეხება მომავალს, AeroVironment-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს კომპანიის შემოსავალი $645-$675 მილიონს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი ივნისში გაჟღერებულ პროგნოზთან შედარებით $15 მილიონით არის მომატებული. მენეჯმენტმა ასევე გაზარდა წლიური წმინდა მოგების პროგნოზი — $51-დან $59 მილიონამდე.

AeroVironment-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $115.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს და მის აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $123.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AeroVironment-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.1%-იან ზრდას წარმოადგენს.

წინა

ამ უნარის დაუფლება სხვებისგან გამოგარჩევთ — უორენ ბაფეტი

შემდეგი

5 რჩევა, რომლებიც საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებაში დაგეხმარებათ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
5 რჩევა, რომლებიც საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებაში დაგეხმარებათ

5 რჩევა, რომლებიც საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებაში დაგეხმარებათ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved