• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

5 რჩევა, რომლებიც საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებაში დაგეხმარებათ

სექტემბერი 9, 2023
in ინვესტიციის ანბანი
5 რჩევა, რომლებიც საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებაში დაგეხმარებათ
გაზიარება

როდესაც ბაზარი აღმავლობის პერიოდშია, თითქმის შეუძლებელი ჩანს აქციების იმაზე იაფად გაყიდვა, ვიდრე — შეიძინეთ. თუმცა, ვინაიდან ვერასდროს ვიქნებით დარწმუნებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საფონდო ბირჟაზე, უნდა შევქმნათ კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ბაზრის ნებისმიერ პირობებს გაუძლებს და სასურველ შედეგებს მოგვიტანს.

მარტივად რომ ვთქვათ, არასოდეს უნდა ჩადოთ ყველა კვერცხი ერთ კალათში. ეს არის მთავარი თეზისი, რომელსაც დივერსიფიკაციის კონცეფცია ეყრდნობა. დღეს ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რატომ არის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის და შემოგთავაზებთ 5 რჩევას, რომელიც ჭკვიანური არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

რა არის დივერსიფიკაცია?

დივერსიფიკაცია არსებითად საინვესტიციო თანხის სხვადასხვა აქტივებსა და მათ კატეგორიებს შორის სტრატეგიულად განაწილებას გულისხმობს, რისი მიზანიც რისკის დაბალანსება და მართვაა.

5 გზა, რომელიც თქვენი პორტფელის დივერსიფიკაციაში დაგეხმარებათ

  1. თქვენი დანაზოგი გადაანაწილეთ

მთელი ფული ერთ აქციაში ან სექტორში არ დააბანდოთ. საინვესტიციო პორტფელი დააკომპლექტეთ ისეთი კომპანიების აქციებით, რომელთა საქმიანობასაც იცნობთ, ენდობით და მათ პროდუქტებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი იყენებთ.

ზღვარი დივერსიფიკაციის დროსაც უნდა დაიცვათ. კონცენტრირდით ისეთი პორტფელის ფლობაზე, რომლის მონიტორინგსა და მართვასაც შეძლებთ. აზრი არ აქვს 100 განსხვავებული აქციის შეძენას, როდესაც ყველა მათგანის წარმადობის გასაკონტროლებლად საკმარისი დრო არ გაქვთ. შეეცადეთ, 20-დან 30-მდე სხვადასხვა ინვესტიციით შემოიფარგლოთ.

  1. განიხილეთ საინდექსო ფონდები

თუ საფუძვლიანი კვლევების ჩასატარებლად საკმარისი დრო ან კომპეტენცია არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ სხვადასხვა საინდექსო ფონდებში ინვესტირების ვარიანტი განიხილოთ. ეს გონივრული მიდგომაა, განსაკუთრებით დამწყებებისთვის. საინდექსო ფონდებში ინვესტირება მყისიერი დივერსიფიკაციის საშუალებას მოგცემთ. ისინი უზრუნველყოფს წვდომას მრავალ აქციაზე და ცალკეულ კომპანიებში ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.

თუ გსურთ, რომ სექტორებისა და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს ფლობდეთ, S&P 500-ის საინდექსო ფონდის გარდა სხვა საშუალებებში ინვესტირებაც განიხილეთ.

შეგიძლიათ უბრალოდ მცირე კაპიტალიზაციის ინდექსში ინვესტირებით თქვენს პორტფელს მცირე კაპიტალის აქციები შემატოთ. ეს მსხვილი კაპიტალიზაციის ინდექსის ტოპ კომპანიების აქციების დაბალანსებაში დაგეხმარებათ.

ასევე, შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ თანაბრად შეწონილ საინდექსო ფონდში, რომელიც ინდექსში არსებული თითოეული აქციისთვის თანაბარ თანხებს გამოყოფს.

Investor
  1. განაგრძეთ საინვესტიციო პორტფელის შენება

ინვესტიციების ჩადება რეგულარულ პროცესად აქციეთ. ამაში ერთი საინტერესო სტრატეგია — ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება დაგეხმარებათ. ეს რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ამ სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თავად უნდა შეარჩიოთ, რაც თქვენს პირად პრეფერენციებზე იქნება დამოკიდებული. შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და ა. შ. მთავარია, რომ თანმიმდევრულობა შეინარჩუნოთ. ამ სტრატეგიის გამოყენებით, თქვენ იყიდით მეტ აქციას, როდესაც ფასები დაბალია და — ნაკლებს, როდესაც ფასები მაღალია.

  1. იცოდეთ, როდის უნდა დახუროთ პოზიციები

“buy-and-hold” (გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც აქციების ყიდვას და მათი დიდი ხნის განმავლობაში ფლობას გულისხმობს) და ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება კარგი სტრატეგიებია, მაგრამ მათი საშუალებით ინვესტირების პროცესის, ასე ვთქვათ, ავტომატიზება საკუთარი ინვესტიციების მონიტორინგის უგულებელყოფას არ ნიშნავს.

არ ჩამორჩეთ თქვენ მიერ შერჩეულ კომპანიებთან დაკავშირებულ სიახლეებს და თვალყური ადევნეთ საერთო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს. თქვენთვის ასევე საინტერესო უნდა იყოს იმ ფირმების საქმიანობის მონიტორინგი, რომლებში ინვესტირებასაც მომავალში აპირებთ. გარდა ამისა, ეს პროცესი მოგცემთ საშუალებას გაიგოთ, როდის უნდა გაყიდოთ კონკრეტული აქცია. თუ თქვენი ინვესტიციების მონიტორინგით არ ხართ დაკავებული და სიახლეებს თვალს არ ადევნებთ, ვერ შენიშნავთ, როგორ გაუარესდება ამა თუ იმ კომპანიის ბიზნეს ფუნდამენტი.

  1. ყურადღება მიაქციეთ საკომისიო გადასახადებს

კარგად გაიაზრეთ, რას იღებთ თქვენ მიერ გადახდილი საკომისიოს სანაცვლოდ. საბროკერო კომპანიის მოძიებისას საფუძვლიანად გაერკვიეთ იმაში, თუ რა ტიპის საკომისიოების გადახდა მოგიწევთ. ზოგიერთი ფირმა თქვენგან ითხოვს ყოველთვიურ გადასახადს, ზოგი — ტრანზაქციის საკომისიოს და ა. შ. ამ საკითხს სათანადო ყურადღება მიაქციეთ, რადგან საკომისიო გადასახადები საბოლოოდ თქვენს მოგებაზე ზემოქმედებს.

გახსოვდეთ, რომ დაბალი საკომისიო ყოველთვის საუკეთესო არჩევანი არ არის. მოვლენებს არ ჩამორჩეთ, საქმის კურსში იყავით, თუ თქვენ მიერ არჩეული საბროკერო ფირმა გადასახადებს შეცვლის.

დასკვნა

ინვესტირება შეიძლება და უნდა იყოს კიდეც სახალისო. ეს საგანმანათლებლო, ინფორმაციული და სასარგებლო პროცესია. დისციპლინირებული მიდგომით, დივერსიფიკაციის, “buy-and-hold” და ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიების გამოყენებით, თქვენი საინვესტიციო პორტფელი სიმტკიცეს ყველაზე ცუდ პერიოდებშიც შეინარჩუნებს.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

როგორ ვმართოთ საინვესტიციო პორტფელი რეცესიის პირობებში?

მსგავსი სტატიები

ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ინვესტიციის ანბანი

ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს მაკროგარემო?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს მაკროგარემო?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
რას ნიშნავს ეფექტიანობის კოეფიციენტი?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ეფექტიანობის კოეფიციენტი?

by Giorgi
სექტემბერი 28, 2023
საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან
ინვესტიციის ანბანი

საინვესტიციო რჩევები სტივენ კოენისგან

by Giorgi
სექტემბერი 28, 2023
მეტი
შემდეგი
როგორ ვმართოთ საინვესტიციო პორტფელი რეცესიის პირობებში?

როგორ ვმართოთ საინვესტიციო პორტფელი რეცესიის პირობებში?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
  • ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved