• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 3 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 4, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 3 ივნისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Taiwan Semiconductor Manufacturing, Toyota Motors და Spotify.

Taiwan Semiconductor Manufacturing

გუშინ ნახევარგამტარების სპეციალისტის — Taiwan Semiconductor Manufacturing-ის (TSMC) აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა, რასაც ხელი შაბათ-კვირას გავრცელებულმა პოზიტიურმა სიახლეებმა შეუწყო. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 53%-ით არის გაუმჯობესებული.

პოზიტიური სიახლეები

პირველი მნიშვნელოვანი სიახლე ის იყო, რომ Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის — ჯენსენ ჰუანგის თქმით, კომპანია თავისი პროდუქტის განახლების ციკლს 2-დან 1-წლამდე აჩქარებს.

Nvidia-მ 2026 წლისთვის ახალი თაობის AI ჩიპის — სახელწოდებით Rubin — გამოშვება დააანონსა, ხოლო აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ კომპანიის მენეჯმენტი ყოველწლიურად ჩიპების ახალი ოჯახის გამოშვებას გეგმავს.

ეს პირდაპირ ზემოქმედებს TSMC-ზე — Nvidia არა მხოლოდ ოქროს სტანდარტს წარმოადგენს AI პროცესორებში, არამედ ის ასევე TSMC-ის სიდიდით მეორე მომხმარებელია.

გარდა ამისა, Advanced Micro Devices-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ლიზა სუმ განაცხადა, რომ კომპანია TSMC-თან უამრავ ახალ პროდუქტზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ TSMC მსოფლიოში მოწინავე ნახევარგამტარების დაახლოებით 90%-ს აწარმოებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის გამოიყენება. შესაბამისად, AI ჩიპებზე არსებული მზარდი მოთხოვნა TSMC-ისთვის ძალიან სასარგებლოა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპრილში გაყიდვები წლიურად 60%-ით, ხოლო კვარტალურად 21%-ით გაიზარდა, რაც AI პროცესორებზე არსებული დიდი მოთხოვნით არის გამოწვეული.

Taiwan Semiconductor Manufacturing

ბოლო კვარტალური შედეგები

პირველ კვარტალში Taiwan Semiconductor-ის შემოსავალი წლიურად 12.9%-ით — $18.87 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $18.4 მილიარდი).

მთლიანი მოგების მარჟა 56.3%-დან 53.1%-მდე დაეცა, ხოლო საოპერაციო მარჟა 45.5%-დან 42%-მდე შემცირდა.

კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.38-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $0.06-ით გადააჭარბა.

Taiwan Semiconductor-ის ფინანსურმა დირექტორმა — ვენდელ ჰუანგმა თქვა: „ჩვენს ბიზნესზე პირველ კვარტალში გავლენა იქონია სმარტფონების ბაზრის სეზონურობამ, რაც ნაწილობრივ HPC-ზე (მაღალი წარმადობის გამოთვლების) მოთხოვნით კომპენსირდება“.

რაც შეეხება მომავალს, Taiwan Semiconductor-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $19.6-$20.4 მილიარდს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიურად 28%-იან ზრდას წარმოადგენს და აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $19.3 მილიარდს.

კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთლიანი მოგების მარჟა 51%-53%-ს შეადგენს, ხოლო საოპერაციო მარჟა — 40%-42%-ს, რაც აჩვენებს, რომ, პირველ კვარტალთან შედარებით, მომგებიანობა ოდნავ შემცირდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები TSMC-ის აქციებს?

TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $155.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $163.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $188.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.3%-იან ზრდას გულისხმობს.

Toyota Motors

გუშინ Toyota Motors-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ კომპანიამ, ისევე როგორც Mazda-მ, Honda-მ და რამდენიმე სხვა იაპონურმა ავტომწარმოებელმა, ზოგიერთი მოდელის მიწოდების შეჩერება გადაწყვიტა. ეს ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული „სერტიფიკაციის საკითხების“ გამოძიების მოლოდინით.

წლის დასაწყისიდან Toyota Motors-ის აქციების ფასი დაახლოებით 17%-ით არის გაუმჯობესებული.

რა პრობლემები აქვს იაპონურ ავტომობილებს?

როგორც Toyota-ს მენეჯმენტმა განმარტა, აღნიშნული საკითხები არ გულისხმობს წარმადობის პრობლემებს და არც ავტომობილების მართვასთან დაკავშირებულ რაიმე უშუალო რისკებს. თუმცა, კომპანიაში აღიარეს, რომ ის მონაცემები, რომლებიც გამოიყენება მანქანების მუშაობის შესაფასებლად და დაკავშირებულია მგზავრების, თუ ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასთან, შეიძლება არაადეკვატური იყოს და მთავრობის ტესტირების სტანდარტებს სრულად არ აკმაყოფილებდეს. ეს კი უსაფრთხოების გაბუქებულ რეიტინგებს იწვევს.

Toyota Motors

„ეს ქმედებები არღვევს სერტიფიცირების სისტემის საფუძველს, რაც არასდროს უნდა განმეორდეს“ — განაცხადა კომპანიის თავმჯდომარემ, აკიო ტოიოდამ.

რამდენად ცუდია ეს სიახლე Toyota-სთვის?

Toyota-ს წარმომადგენლებმა ზუსტად უნდა გამოიძიონ, თუ რა იყო არასწორი სერტიფიცირების პროცესში და, შესაძლოა, ამან, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ზოგიერთი მოდელის ხელახლა ტესტირება გამოიწვიოს, რათა ჩამოყალიბდეს ახალი რეიტინგები, რომლებიც იაპონიის მთავრობის ტესტირების სტანდარტებთან იქნება შესაბამისი.

Spotify

გუშინ Spotify-ის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ მუსიკის პროვაიდერი აშშ-ში გამოწერის სერვისების ფასებს ზრდის.

წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 66%-ით არის გაუმჯობესებული.

როგორ იცვლება ფასები?

კომპანიის ცნობით, ინდივიდუალური Premium აბონენტებისთვის გამოწერის სერვისის ღირებულება თვეში $10.99-დან $11.99-მდე გაიზრდება. Duo გეგმის ფასი $14.99-დან $16.99-მდე მოიმატებს, ხოლო საოჯახო სერვისის — $16.99-დან $19.99-მდე. სტუდენტური პაკეტის ფასი უცვლელი — $5.99 — დარჩება.

ინვესტირება პროდუქტის მახასიათებლებში

Spotify-ს მენეჯმენტის თქმით, ეს ნაბიჯი გადაიდგა ისე, რომ კომპანიას შესაძლებლობა მიეცეს, განაგრძოს ინვესტირება და ინოვაციები თავისი პროდუქტების მახასიათებლებში და მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება მოუტანოს. Spotify-ში აღნიშნეს, რომ Premium აბონენტები მომდევნო თვის განმავლობაში ელფოსტაზე მიიღებენ შეტყობინებას, რომელშიც აღწერილი იქნება ცვლილებები.

აპრილში Bloomberg-ში განაცხადეს, რომ Spotify-ის გამოწერის სერვისების ფასები გაიზრდებოდა აუდიოწიგნებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. ამ უკანასკნელი პროდუქტის შეთავაზება კომპანიამ გასულ წელს დაიწყო.

ბოლო კვარტალური შედეგები

2024 წლის პირველ კვარტალში Spotify-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 615 მილიონს მიაღწია, რაც მცირედით ჩამორჩება როგორც მენეჯმენტის, ისე ანალიტიკოსების პროგნოზებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი წლიურად 19%-ით გაუმჯობესდა. უფრო მეტიც, კომპანიის პრემიუმ სერვისის გამომწერთა ბაზა 14%-ით — 239 მილიონამდე გაიზარდა.

გასულ კვარტალში Spotify-ის შემოსავალი წლიურად 20%-ით — დაახლოებით $3.9 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.86 მილიარდი). ინვესტორები ასევე წახალისებულნი არიან კომპანიის მთლიანი მოგების მარჟის გაუმჯობესებით — გასულ მეოთხედში ამ მაჩვენებელმა 28%-ს მიაღწია (წინა წლის იმავე კვარტალში — 25%).

Spotify

Spotify-ის მოგებამ თითო აქციაზე $1.03 შეადგინა, რამაც ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.67-ს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Spotify-ის პრემიუმ სერვისმა გაყიდვების 89.3%, ანუ $3.54 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 20%-იან ზრდას წარმოადგენს. Premium ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რაოდენობამ კი წლიურად 14%-ით მოიმატა და 239 მილიონს მიაღწია.

რაც შეეხება მომავალს, Spotify-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში კომპანიას დაახლოებით ექვსი მილიონი პრემიუმ აბონენტი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს შემოსავლის ზრდას და მარჟის გაუმჯობესებას. მენეჯმენტი თვლის, რომ მიმდინარე მეოთხედში Spotify $250 მილიონის ოდენობით შემოსავლის გამომუშავებას შეძლებს, რაც კომპანიისთვის რეკორდული შედეგი იქნება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Spotify-ის აქციებს?

Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $314.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $349.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $277.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

3 შეცდომა, რომლებიც თქვენს ფინანსურს მდგომარეობას აზიანებს

შემდეგი

AMD-მ უახლესი AI პროცესორები წარადგინა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
AMD-მ უახლესი AI პროცესორები წარადგინა

AMD-მ უახლესი AI პროცესორები წარადგინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved