• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი პერსონალური ფინანსები

3 შეცდომა, რომლებიც თქვენს ფინანსურს მდგომარეობას აზიანებს

ივნისი 3, 2024
in პერსონალური ფინანსები
3 შეცდომა, რომლებიც თქვენს ფინანსურს მდგომარეობას აზიანებს
გაზიარება

პერსონალურ ფინანსებში ყოველ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ფინანსური სტაბილურობისკენ სწრაფვა შეიძლება გაურკვეველ ტერიტორიაზე გზის გაკვალვას ჰგავდეს. შესაბამისი რესურსებისა და რჩევების სიმრავლის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მაინც აღმოჩნდება ხაფანგში, რომელიც მის პროგრესს აფერხებს. ფინანსური წარმატებისკენ მიმავალი გზა პოტენციური შეცდომებით არის აღსავსე, თუმცა მათი გაცნობიერებით და თავიდან აცილებით, ინდივიდებს ამოცანის გამარტივება შეუძლიათ. დღევანდელ სტატიაში სწორედ 3 ასეთ შეცდომას განვიხილავთ.

  1. დასკვნა, რომ ბიუჯეტის ერთხელ შედგენა საკმარისია

პერსონალური ფინანსების სფეროში ბიუჯეტის შედგენა ხშირად ერთჯერად ამოცანად აღიქმება, თუმცა ამ მცდარმა მოსაზრებამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ფიქრი, რომ ბიუჯეტის ერთხელ შედგენა საკმარისია, ერთ-ერთი კრიტიკული შეცდომაა, რომელმაც შეიძლება თქვენი ფინანსური მისწრაფებები მნიშვნელოვნად შეაფერხოს.

სინამდვილეში, ფინანსური გარემოებები დინამიკურია, ექვემდებარება ცვალებად შემოსავალსა და ხარჯებს, მოულოდნელ საგანგებო სიტუაციებს. შესაბამისად, სტატიკური ბიუჯეტი ამ ცვლილებებს ვერ ეგუება, რაც ინდივიდების მოუმზადებლობას იწვევს. ბიუჯეტის შედგენასთან ერთად მისი მონიტორინგი, მოქნილობა და მუდმივი დახვეწა ძალიან მნიშვნელოვანია.

  1. იმპულსური ხარჯვა

პერსონალურ ფინანსებში იმპულსური ხარჯვა წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არახელსაყრელი შედეგები, მათ შორის ვალის დაგროვება, დანაზოგის ამოწურვა და გრძელვადიანი ფინანსური მიზნებისკენ პროგრესის შეფერხება. იმპულსური ხარჯვის დინამიკის გააზრება და მათ თავიდან ასაცილებლად საჭირო ქმედებების განხორციელება ინდივიდებს საშუალებას აძლევს, თავიანთ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე კონტროლი დაიბრუნონ და უფრო უსაფრთხო ფინანსური მომავლის შენება დაიწყონ.

ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ერთ-ერთი მეთოდი არის „15 წუთის“ წესი. ჩარლზ დუჰიგი, ავტორი წიგნისა — The Power of Habit: Why We Do What We Do in Life and Business ტკბილეულისადმი სიყვარულის დასაძლევად იყენებს ერთ საინტერესო მეთოდს, რომელიც ხარჯვის ჩვევების გასაუმჯობესებლადაც გამოგადგებათ. ტკბილეულის ძლიერი სურვილის გაჩენის შემდეგ ჩარლზი 15 წუთის განმავლობაში იცდის, რათა გაიგოს, გაქრება თუ არა ეს ლტოლვა. როდესაც ფულის დახარჯვის იმპულსს გრძნობთ, სცადეთ 15 წუთით ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, რათა გაიგოთ, შეძლებთ თუ არა, გაუძლოთ ცდუნებას. შეიძლება საბოლოოდ ფინანსური უპასუხისმგებლობისკენ ნაკლებად მიდრეკილი აღმოჩნდეთ.

  1. საგანგებო სიტუაციებში ვალის აღება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინდივიდს საკმარისი დანაზოგი აქვს

პერსონალურ ფინანსებში ხშირად შეიმჩნევა პარადოქსი — ინდივიდების მიდრეკილება, საგანგებო სიტუაციების დადგომისას აიღონ ვალი მაშინაც კი, როდესაც საკმარისი დანაზოგი გააჩნიათ. ეს მიდგომა არა მხოლოდ არასაჭირო საპროცენტო ხარჯების დაგროვებას იწვევს, არამედ, პირველ რიგში, ეჭვქვეშ აყენებს საგანგებო საჭიროების ფონდის არსებობის მიზანს.

წინა

ხუთშაბათს Zscaler-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

რა ხდებოდა 3 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები მყარი ფინანსური მომავლის შესაქმნელად
პერსონალური ფინანსები

რჩევები მყარი ფინანსური მომავლის შესაქმნელად

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
პერსონალური ფინანსების 5 გაკვეთილი ცნობილი მილიარდერებისგან
პერსონალური ფინანსები

პერსონალური ფინანსების 5 გაკვეთილი ცნობილი მილიარდერებისგან

by Giorgi
ოქტომბერი 18, 2024
რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
პერსონალური ფინანსები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ოქტომბერი 17, 2024
პერსონალური ფინანსების ეფექტიანად მართვის უპირატესობები
პერსონალური ფინანსები

პერსონალური ფინანსების ეფექტიანად მართვის უპირატესობები

by Giorgi
ივლისი 1, 2024
რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეთ 3 თვეზე გათვლილი დანაზოგით?
პერსონალური ფინანსები

რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეთ 3 თვეზე გათვლილი დანაზოგით?

by Giorgi
მაისი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 3 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 3 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved