• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი პერსონალური ფინანსები

რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეთ 3 თვეზე გათვლილი დანაზოგით?

მაისი 27, 2024
in პერსონალური ფინანსები
რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეთ 3 თვეზე გათვლილი დანაზოგით?
გაზიარება

თუ სამ თვეზე გათვლილი გადაუდებელი საჭიროების ფონდი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ფლობთ საკმარის ფულს სამი თვის განმავლობაში საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. ეს საკმაოდ კარგია, თუმცა აქ გაჩერება კარგი იდეა არ არის. 6-თვიან პერიოდზე კონცენტრირდება შეიძლება თქვენთვის მოსახერხებელი იყოს და დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.

რატომ შეიძლება 3 თვეზე გათვლილი დანაზოგი საკმარისი არ იყოს?

გადაუდებელი საჭიროების ფონდის არსებობის მიზანია, შეძლოთ ხარჯების დაფარვა სამსახურიდან გათავისუფლების ან სხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციების დადგომის შემთხვევაში.

3 თვეზე გათვლილი სარეზერვო ფონდის შექმნის ლოგიკა არის ის, რომ თუ სამსახურს დაკარგავთ, შესაძლოა 90 დღე დასჭირდეს ღია თავისუფალი პოზიციის მოძიებას, გასაუბრებების გავლას და მოლაპარაკებებს. ამ პერიოდში წარმოქმნილი ხარჯების დასაფარად კი ძალიან მნიშვნელოვანია დანაზოგის არსებობა, რათა საკრედიტო ბარათის გამოყენება არ მოგიწიოთ.

მაგრამ თქვენი სამუშაო სიტუაციიდან გამომდინარე, 3 თვეზე გათვლილი გადაუდებელი საჭიროების ფონდი შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუ, მაგალითად, მაღალი რგოლის მენეჯერის თანამდებობაზე ხართ, შეიძლება სხვა კომპანიაში უფრო დაბალ პოზიციაზე დასაქმება თქვენთვის სასურველი არ იყოს. ამიტომ, შესაძლოა, სასურველი სამსახურის მოძიებას სამ თვეზე მეტი დრო დასჭირდეს.

უფრო მეტიც, შეიძლება სამსახური სწორედ მაშინ დაკარგოთ, როდესაც სხვა გაუთვალისწინებელი დიდი ხარჯების დაფარვა მოგიწევთ. ასე რომ, ასეთ სიტუაციაში თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ სარეზერვო ფონდში არსებული თანხა 3 თვეზე ხანგრძლივ პერიოდზე იქნება გათვლილი. ამ დამატებითი ფულის არსებობა საშუალებას მოგცემთ, ახალი სამსახური ზედმეტი სტრესის გარეშე მოძებნოთ და თქვენთვის მაქსიმალურად სასურველი ვარიანტი შეარჩიოთ.

გაითვალისწინეთ სიმშვიდის ფასი

ექვსი თვის ხარჯების დასაფარად საკმარისი გადაუდებელი საჭიროების ფონდი უფრო მოსახერხებელია, მაგრამ აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სიმშვიდეა. თუ სამსახურს დაკარგავთ, ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს, როდესაც იცით, რომ ვალის აღების გარეშე ნახევარი წლის განმავლობაში თავის გატანას შეძლებთ. სიმშვიდე კი ძალიან ღირებულია.

რა თქმა უნდა, თუ ამჟამად თქვენი დანაზოგი 0 ლარის ტოლია, პირველ რიგში 3-თვიან პერიოდზე უნდა ფოკუსირდეთ, თუმცა ამ მიზნის მიღწევის შემდეგ გაჩერება კარგი იდეა ნამდვილად არ არის.

წინა

Amazon-ის გაყიდვების რა წილი მოდის ელექტრონულ კომერციაზე?

შემდეგი

რას უნდა ველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

მსგავსი სტატიები

რჩევები მყარი ფინანსური მომავლის შესაქმნელად
პერსონალური ფინანსები

რჩევები მყარი ფინანსური მომავლის შესაქმნელად

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
პერსონალური ფინანსების 5 გაკვეთილი ცნობილი მილიარდერებისგან
პერსონალური ფინანსები

პერსონალური ფინანსების 5 გაკვეთილი ცნობილი მილიარდერებისგან

by Giorgi
ოქტომბერი 18, 2024
რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
პერსონალური ფინანსები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ოქტომბერი 17, 2024
პერსონალური ფინანსების ეფექტიანად მართვის უპირატესობები
პერსონალური ფინანსები

პერსონალური ფინანსების ეფექტიანად მართვის უპირატესობები

by Giorgi
ივლისი 1, 2024
3 შეცდომა, რომლებიც თქვენს ფინანსურს მდგომარეობას აზიანებს
პერსონალური ფინანსები

3 შეცდომა, რომლებიც თქვენს ფინანსურს მდგომარეობას აზიანებს

by Giorgi
ივნისი 3, 2024
მეტი
შემდეგი
რას უნდა ველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

რას უნდა ველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved