• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 11 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 12, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 11 ივნისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Starbucks, Boeing, NextEra Energy და Yext.

Starbucks

Starbucks გახდა უახლესი ქსელი, რომელიც შეუერთდა „იაფი მენიუების“ ტენდენციას, რათა ინფლაციისგან დაზარალებული მომხმარებლები მოიზიდოს. წლის დასაწყისიდან ყავის ამერიკული კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული.

Starbucks-მა დააანონსა „Pairings Menu“, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეუკვეთონ სასმელი და საკვები უფრო დაბალ ფასად, ვიდრე მათი ცალკე შეძენის შემთხვევაში გადაიხდიდნენ. მაგალითად, ვარიანტებში შედის ყავა ან ჩაი კარაქიან კრუასანთან ერთად $5-დან, ან სასმელი საუზმის სენდვიჩთან ერთად $6-დან. მენიუს კორექტირებისთვის ან მასში რაიმეს ჩამატებისთვის შეიძლება თანხის დამატება გახდეს საჭირო.

ბოლო კვარტალური ანგარიში

Starbucks-მა ბოლო კვარტალური შედეგები 30 აპრილს გამოაქვეყნა. ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში ყავის კომპანიის შემოსავალი წლიურად 2%-ით — $8.56 მილიარდამდე შემცირდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.13 მილიარდს. Starbucks-ის წმინდა მოგებამ კი $772.4 მილიონი, ანუ თითო აქციაზე (EPS) $0.68 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.8). შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა $908.3 მილიონს, ანუ თითო აქციაზე $0.79-ს მიაღწია.

Starbucks-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 4%-ით შემცირდა, რადგან მის კაფეებში ტრაფიკმა კვარტალში 6%-ით დაიკლო. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები კი comps-ის 1%-იან ზრდას მოელოდა. აშშ-ში კი comps 3%-ით შემცირდა, ხოლო ტრაფიკი — 7%-ით.

Starbucks

სხვა კომპანიები

სწრაფი კვების ინდუსტრიაში საფასო ომი მიმდინარეობს — აშშ-ში McDonald’s-მა და Burger King-მა ახლახან დააანონსეს $5-ის ღირებულების მენიუები და შეუერთდნენ იმ კომპანიათა რიცხვს, რომლებიც ინფლაციისგან დაღლილი მომხმარებლების მოზიდვას ცდილობენ.

მოსალოდნელია, რომ ორივე კომპანიის შემთხვევაში საქმე გვაქვს დროებით აქციასთან. McDonald’s $5-იან მენიუს 25 ივნისიდან დანერგავს, ხოლო Burger King ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას უფრო ადრე აპირებს.

გარდა ამისა, გასული კვირის დასაწყისში Wendy’s-მა დააანონსა თავისი $3-იანი საუზმე, თუმცა მისი დანერგვის თარიღი ცნობილი არ არის.

მომხმარებლებს ფასდაკლებებს სხვა ტიპის კომპანიების სთავაზობენ. ახლახან Target-ის მენეჯმენტმა კონკურენტული უპირატესობის გაუმჯობესების მეთოდი დააანონსა — ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 5,000 ყველაზე გაყიდვად საქონელზე ფასების შემცირება.

Walmart-ის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ ბევრი მომხმარებელი კვლავ განაგრძობს ხარჯების შემცირებას, ინარჩუნებს ფოკუსირებას ძირითად შესყიდვებზე და თავს არიდებს დისკრეციულ ხარჯებს. Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დაგ მაკმილონმა განაცხადა, რომ, ისტორიულად, კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლებისთვის ღირებულების მიწოდებას და გეგმავს განაგრძოს „ფასებით ხელმძღვანელობა“, რადგან საზოგადოებამ ბევრი საცალო მოვაჭრე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათი ფასები ზედმეტად მაღალი იყო.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Starbucks-ის აქციებს?

Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $80.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $88.27-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $112.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Boeing

გუშინ Boeing-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავების მწარმოებლის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მაისში მიწოდებებმა წლიურად 50%-ზე მეტით დაიკლო.

მაისში Boeing-ის შეკვეთების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. გასულ თვეში კომპანიამ მიიღო მხოლოდ ერთი ახალი შეკვეთა ოთხი თვითმფრინავისთვის (აპრილში სამი ცალკეული შეკვეთა — 7 თვითმფრინავისთვის).

რა პრობლემები აქვს Boeing-ს?

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში Boeing-ისთვის რამდენიმე ნეგატიური სიახლე გავრცელდა, დაწყებული 5 იანვარს მომხდარი ინციდენტით, როდესაც Alaska Airlines-ის რეისის დროს კარს საცობი მოძვრა. შემდგომმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ თვითმფრინავს ჭანჭიკები აკლდა.

გარდა ამისა, LATAM Airlines-ის რეისზე თვითმფრინავის დაშვებისას რამდენიმე მგზავრი დაზიანდა. პილოტმა კი განაცხადა, რომ სატერფულებს პრობლემა შეექმნა. ეს შემთხვევაც გამოძიების პროცესშია.

Boeing

თვეების განმავლობაში ინციდენტებისა და გამოძიებების შემდეგ, Boeing-ის მენეჯმენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს აღმასრულებელი დირექტორი — დეივ კალჰუნი თანამდებობას დატოვებს. ამასთან, შეიცვლება Boeing-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე და კომერციული თვითმფრინავების განყოფილების ხელმძღვანელი პენსიაზე გადის.

გარდა ამისა, New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) იძიებს პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ 787 Dreamliner-ის ფუზელაჟის ნაწილები არასწორად არის დამაგრებული და, შესაძლოა, ათასობით ფრენის შემდეგ დაიშალოს. Boeing-ის მენეჯმენტმა კი Times-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავებს საფრთხე არ ემუქრებათ.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Boeing-ის აქციებს?

Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $185.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $215.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

NextEra Energy

ფლორიდის კომუნალური გიგანტის და განახლებადი ენერგიის დეველოპერმა ­— NextEra Energy-მ წარადგინა პროგნოზები მომდევნო წლებისთვის (2027-ის ჩათვლით), რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის გაუმჯობესებული.

მხოლოდ 6%-8%-იანი ზრდა რამდენიმე წლის განმავლობაში

გუშინდელ პრეზენტაციაში NextEra-მ EPS-ის მრავალწლიანი პროგნოზი წარადგინა:

წელი EPS-ის პროგნოზი მოსალოდნელი საშუალო ზრდა
2024

$3.23-$3.43

5%
2025

$3.45-$3.70

7.4%
2026

$3.63-$4.00

6.7%
2027

$3.85-$4.32

7.1%

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო რამდენიმე წლისთვის გაჟღერებული პროგნოზები 2024 წლიდან ზრდის ტემპის დაჩქარებას გულისხმობს, როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი ინვესტორების იმედების დასაკმაყოფილებლად. ბოლო 10 წლის განმავლობაში NextEra-ს კორექტირებული EPS-ის ზრდა საშუალოდ 9.8%-ს შეადგენდა. ასე რომ, მენეჯმენტის აზრით, მომავალ წლებში ეს მაჩვენებელი შემცირდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლის დასაწყისიდან NextEra-ს აქციების ფასი დაახლოებით 18%-ით გაიზარდა, ძირითად იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრები, აშშ-ში წარმოების გაძლიერება და ტრანსპორტის ელექტროფიკაცია ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან მატებას მოითხოვს.

NextEra-მ ფაქტობრივად დაადასტურა მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდა, პროგნოზირებდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 38%-იან მატებას აშშ-ში 2020-დან 2040 წლამდე. შეიძლება ასეთი ზრდა 20-წლიან ვადაში არც ისე დიდი ჩანდეს, თუმცა ეს უზარმაზარი ნაბიჯია მოთხოვნის მხოლოდ 9%-იანი აღმასვლიდან, რომელიც კომპანიამ 2000-დან 2020 წლამდე პერიოდში დააფიქსირა.

NextEra Energy

თუმცა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო სიმძლავრის გამომუშავება ძვირი ჯდება, განსაკუთრებით მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო. NextEra-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში წმინდა კაპიტალური ხარჯები $53-$59 მილიარდს მიაღწევს. ეს წელიწადში საშუალოდ დაახლოებით $14 მილიარდს შეადგენს. შედარებისთვის, შარშან ეს მაჩვენებელი $9.3 მილიარდს გაუტოლდა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები NextEra-ს აქციებს?

NextEra Energy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $73.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $75.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $46.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი NextEra Energy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Yext

ორშაბათს, ბაზრის გახსნამდე, Yext-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი მცირედით — 0.2%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის დაკლებული.

კვარტალური შედეგები

მიმდინარე ფისკალური წლის პირველ კვარტალში Yext-ის შემოსავალი წლიურად 3.5%-ით — $96 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $96.33 მილიონი). წლიურმა განმეორებითმა შემოსავალმა (ARR — annual recurring revenue) 4%-ით დაიკლო და $382.6 მილიონი შეადგინა. კორექტირებული მოგება თითო აქციაზე კი წლიურად 37.5%-ით — $0.05-მდე შემცირდა, რაც ასევე ჩამორჩა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.06-ს.

Yext

მნიშვნელოვანი სიახლე

Yext-ს უზრუნველყოფს პლატფორმას, რომელიც ბიზნესებს ეხმარება, მართონ თავიანთი ბრენდები და ონლაინ წარმომადგენლობა. მისმა მენეჯმენტმა, კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, მნიშვნელოვანი სიახლის შესახებაც განაცხადა. კომპანია აპირებს, შეიძინოს Hearsay Systems, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული კლიენტების ჩართულობის ინსტრუმენტებს ფინანსური სერვისებისთვის. გარიგების ფასი მინიმუმ $125 მილიონი იქნება. თუ წარმადობის გარკვეული კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, Hearsay დამატებით $95 მილიონამდე თანხის მიღებას შეძლებს.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Yext-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე ფისკალური წლის მეორე კვარტალში შემოსავალი $98-$98.4 მილიონს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიურად 4.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.02-$0.03-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $0.07-ს.

გარდა ამისა, Yext-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი ფისკალური წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $394-$396 მილიონს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება შარშანდელ შედეგს — $400.9 მილიონს.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike S&P 500 ინდექსს შეუერთდება

შემდეგი

გუშინ Apple-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ Apple-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გუშინ Apple-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved