• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 14 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

მარტი 13, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 14 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Uber, Kraft Heinz და Robinhood.

Amazon

Amazon-ის ფინანსური დოკუმენტის თანახმად, დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ — ჯეფ ბეზოსმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის დაახლოებით $2.08 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.

დოკუმენტი აჩვენებს, რომ გაყიდვები დაიწყო გასულ პარასკევს და გაგრძელდა ორშაბათსაც. დროის ამ მონაკვეთში მთლიანობაში, ბეზოსმა Amazon-ის 11,997,698 აქცია გაყიდა დაახლოებით $2.08 მილიარდად.

გაყიდვები განხორციელდა წინასწარ შეთანხმებული სავაჭრო გეგმის მიხედვით, რომელიც ბეზოსმა დაამტკიცა ნოემბერში. ამის შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ დოკუმენტში. გეგმის ფარგლებში ბეზოსი 2025 წლის 31 იანვრამდე Amazon-ის 50 მილიონი აქციის გაყიდვას აპირებს.

Jeff Bezos

ჯეფ ბეზოსმა, რომელმაც Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2021 წელს დატოვა, გასულ კვირას კომპანიის დამატებით თითქმის 12 მილიონი აქცია გაყიდა $2 მილიარდზე მეტი ღირებულებით. 2021 წლის მაისის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბეზოსმა Amazon-ის აქციები გაყიდა. გასულ ნოემბერში მან კომპანიის $240 მილიონის ღირებულების აქციები გააჩუქა საქველმოქმედო მიზნით.

ბეზოსის მიერ Amazon-ის აქციების გაყიდვები დაჩქარდა მას შემდეგ, რაც მან გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ დატოვებდა სიეტლს და გადავიდოდა მაიამიში, რაც მას საშუალებას მისცემდა, უფრო ახლოს ყოფილიყო საცოლე ლორენ სანჩესთან და საკუთარ მშობლებთან, ისევე როგორც თავისი ავიაკოსმოსური კომპანიის — Blue Origin-ის ოპერაციებთან.

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $169.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 39 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $207.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $175.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს.

Uber

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, Uber-ის აქციების ფასი თითქმის 15%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 149%-ით გაუმჯობესდა.

გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Uber-მა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია, ისტორიაში პირველად, თავის აქციებს გამოისყიდის. განცხადებიდან ვიგებთ, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ $7 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის უფლება გასცა.

ასევე შესაძლებელია, რომ Uber-ის აქციების ზრდაში წვლილი მისი ძირითადი კონკურენტის მიერ გამოქვეყნებულმა კვარტალურმა შედეგებმა შეიტანა.

Uber-ის მიერ საკუთარი აქციების გამოსყიდვა გვაფიქრებინებს, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოს აზრით, ამჟამად ბაზარზე აქციები დაუფასებელია. ეს ნაბიჯი ასევე გააუმჯობესებს კომპანიის მოგებას ერთ აქციაზე.

როდესაც კომპანია აქციებს გამოისყიდის, როგორც წესი მენეჯმენტი მათ ბრუნვიდან იღებს, შედეგად კი აქციების საერთო რაოდენობა მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გამომუშავებული მოგება აქციების უფრო მცირე რაოდენობაზე იყოფა, შესაბამისად EPS იზრდება.

გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ გუშინ Uber-ის აქციების ფასზე დადებითი გავლენა კონკურენტის — Lyft-ის მეოთხე კვარტლის მოსალოდნელზე უკეთესმა შედეგებმა და პროგნოზებმა იქონია. ამ უკანასკნელის აქციების ფასი გუშინ მკვეთრად — 35%-ზე მეტით გაუმჯობესდა.

გასულ კვარტალში Lyft-ის შემოსავალმა $1.22 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზებს შეესაბამებოდა. კორექტირებულმა მოგებამ კი $0.18-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.08).

რაც შეეხება მომავალს, Lyft-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში ჯავშნები $3.5-$3.6 მილიარდს მიაღწევს. ეს დიაპაზონი აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $3.46 მილიარდს. ასეთი პროგნოზები კი იმაზე მიუთითებს, რომ მგზავრობის სექტორი უფრო ჯანსაღად გამოიყურება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს კი, რა თქმა უნდა, Uber-ისთვისაც კარგია.

Uber

Lyft-ში ასევე განაცხადეს, რომ 2024 წლისთვის პოზიტიური თავისუფალი ფულადი ნაკადების გამომუშავებას მოელიან. თუ მოლოდინი გამართლდა, ეს კომპანიისთვის იქნება პირველი წელი ასეთი შედეგით. ეს სიახლე კი ვრცელდება მას შემდეგ, რაც Uber-მა მომგებიანობის პირველი წელი დააფიქსირა. მგზავრობის გაზიარებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების ეკონომიკა, როგორც ჩანს, ხელსაყრელი მიმართულებით იცვლება და ეს Uber-ისთვის კარგია.

Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $79.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $80.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $62.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 37 ანალიტიკოსიდან 35-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Lyft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $16.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $22.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lyft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 22-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა— გაყიდვის რეკომენდაცია.

Kraft Heinz

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Kraft Heinz-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების გიგანტის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 9%-ით დაიკლო.

გასულ კვარტალში Kraft Heinz-ის შემოსავალმა $6.9 მილიარდი შეადგინა, ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.98 მილიარდს. კორექტირებულმა EPS-მა $0.78 შეადგინა (პროგნოზი — $0.77). თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში EPS $0.61-ს გაუტოლდა და უოლ სტრიტის პროგნოზს $0.15-ით ჩამორჩა.

სრული 2023 წლის განმავლობაში კი Kraft Heinz-ის შემოსავალი 0.6%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს კომპანიის პროდუქტებზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული. რაც შეეხება მომგებიანობას, Kraft Heinz-ის მთელი წლის მოგებამ $2.8 მილიარდს მიაღწია და ეს მაჩვენებელი წლიურად 20%-ით გაიზარდა. თუმცა 2022 წლის შედეგები მოიცავდა აქტივების გაუფასურების დიდ ერთჯერად ხარჯებს, 2023 წლის მაჩვენებელი კი — არა. ამ ფაქტორის გამორიცხვით, გასულ წელს Kraft Heinz-ის კორექტირებული მოგება თითო აქციაზე მხოლოდ 7%-ით გაუმჯობესდა.

Kraft Heinz

რაც შეეხება მომავალს, Kraft Heinz-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს ორგანული წმინდა გაყიდვების მაქსიმუმ 2%-ით გაუმჯობესდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კორექტირებული EPS მაქსიმუმ 3%-ით გაიზრდება.

Kraft Heinz-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $34.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $43.00-ს, ხოლო მინიმალური — $36.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Kraft Heinz-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Robinhood

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Robinhood Markets-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ონლაინ საბროკერო ფირმის აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 56%-ით გაუმჯობესდა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში Robinhood-ის შემოსავალი წლიურად 24%-ით — $471 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $456.33 მილიონი). ამას ხელი შეუწყო საპროცენტო შემოსავლის 41%-იანმა ნახტომმა $236 მილიონამდე და ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავლის 8%-იანმა მატებამ $200 მილიონამდე. კომპანიის წმინდა მოგებამ $30 მილიონი შეადგინა, ანუ თითო აქციაზე მოგება $0.03 იყო (პროგნოზი — $0.01). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში Robinhood-მა $166 მილიონის ოდენობით ზარალი (თითო აქციაზე — -$0.19) დააფიქსირა.

ბიზნესში გაუმჯობესებები აღინიშნება, მაგრამ Robinhood-ის მთლიანი საოპერაციო ხარჯები 2023 წელს მაინც მთლიანი შემოსავლის 130%-ს შეადგენდა. ეს კომპანიას მოგების მიღების საშუალებას არ მისცემს მაშინაც კი, თუ ბიზნესი იზრდება.

Robinhood

გარდა ამისა, წილის განზავება ძალიან რეალური პრობლემაა — 2023 წელს Robinhood-მა $871 მილიონის ოდენობით ანაზღაურება გასცა აქციების სახით. აქციების განზავება, ასევე ცნობილი როგორც კაპიტალის განზავება, არის კომპანიის არსებული აქციონერების საკუთრების პროცენტული წილის შემცირება ახალი აქციების გამოშვების შედეგად.

Robinhood-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $13.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Robinhood-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა არის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI)?

შემდეგი

PlayStation 5-ის გაყიდვებმა რეკორდულ კვარტალურ ნიშნულს მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
PlayStation 5-ის გაყიდვებმა რეკორდულ კვარტალურ ნიშნულს მიაღწია

PlayStation 5-ის გაყიდვებმა რეკორდულ კვარტალურ ნიშნულს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved