• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 12 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

აგვისტო 13, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 12 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ S&P 500-მა და Nasdaq Composite-მა მცირე ზრდა დააფიქსირა იმის ფონზე, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟა, გასულ კვირის დაძაბული მოგზაურობის შემდეგ, დასტაბილურდა და ინვესტორები მიმდინარე კვირაში კრიტიკული ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებისთვის ემზადებიან.

Nasdaq Composite-მა სავაჭრო დღე 0.2%-იანი აღმასვლით დაასრულა, ხოლო S&P 500 მცირედით — მხოლოდ 0.004%-ით გაიზარდა. Dow Jones Industrial Average (DJIA) კი გუშინ 0.4%-ით შემცირდა.

საკვანძო კვარტალური ანგარიშების ან მნიშვნელოვანი ეკონომიკური მონაცემების არარსებობის გამო, გუშინდელი სავაჭრო დღე მშვიდი იყო აქტიური კვირის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ძირითადმა საფონდო ინდექსებმა 2022 წლის შემდეგ საუკეთესო და ყველაზე ცუდი დღეები დააფიქსირა.

ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მღელვარება მძიმედ აისახა ინვესტორების განწყობაზე, რადგან რამდენიმე ინდიკატორმა აჩვენა აქტივობის შენელება, რაც ზრდის მოლოდინს, რომ ფედერალურ სარეზერვო ბანკს (Fed) საპროცენტო განაკვეთების აგრესიულად შემცირება მოუწევს.

ინვესტორები მოუთმენლად ელიან მწარმოებელთა ფასების ინდექსისა (PPI) და სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ინდექსის მონაცემების გამოქვეყნებას, ისინი ასევე დიდ ყურადღებას მიაქცევენ Fed-ის ოფიციალური პირების კომენტარებს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოსაზრებას გამოთქვამენ ატლანტას, სენტ-ლუისის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს Fed-ის პრეზიდენტები, შესაბამისად, რაფაელ ბოსტიჩი, ალბერტო მუსალემი, პატრიკ ჰარკერი და ოსტან გოლსბი.

ტექნოლოგიური გიგანტების აქციები, რომლებიც გასული თვის განმავლობაში განსაკუთრებით მერყევი იყო, ორშაბათს შერეული შედეგებით ხასიათდებოდა. ხელოვნურ ინტელექტზე (AI) ფოკუსირებული ინვესტორების ფავორიტმა Nvidia-მ (NVDA) 4.1%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო Apple-მა (AAPL) და Microsoft-მა (MSFT), შესაბამისად, 0.7%-ით და 0.2%-ით მოიმატა. Amazon-ის (AMZN), Alphabet-ისა (GOOGL) და Meta Platforms-ის (META) აქციების ფასები კი 1%-ზე ნაკლებით შემცირდა.

NYSE

აღსანიშნავია, რომ გუშინ S&P 500 ინდექსში საუკეთესო შედეგით გამოირჩეოდა საბანკო ჰოლდინგური კომპანია KeyCorp (KEY), რომელმაც 9.1%-იანი ზრდა დააფიქსირა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Bank of Nova Scotia-მ (BNS) მისი 14.9%-იანი წილი $2.8 მილიარდად შეიძინა. Super Micro Computer (SMCI) კი იყო Nasdaq Composite-ის ლიდერი — მისი აქციების ფასმა 6.3%-ით მოიმატა.

Home Depot-ის აქციების ფასი კი 0.8%-ით დაეცა კვარტალურ ანგარიშამდე, რომელსაც სახლის კეთილმოწყობის საცალო ვაჭრობის კომპანია დღეს, ბაზრის გახსნამდე გამოაქვეყნებს.

აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი კი დაახლოებით 3.91%-მდე შემცირდა. პარასკევს ეს მაჩვენებელი 3.94%-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Starbucks, Meta Platforms და Walt Disney.

Starbucks

გუშინ Starbucks-ის (SBUX) აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰეჯ-ფონდმა — Starboard Value-მ მსოფლიოში ყველაზე დიდ ყავის ქსელში წილი შეიძინა და მისი მენეჯმენტი აქციების ფასის გასაზრდელად ძალისხმევას ითხოვს.

Wall Street Journal-მა განმარტა, რომ ინვესტიციის ზომა და ჰეჯ-ფონდის მოთხოვნები უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არც Starbucks-ის და არც Starboard-ის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

Starbucks უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს Elliott Investment Management-თან

Wall Street Journal-მა აღნიშნა, რომ ეს სიახლე ვრცელდება მას შემდეგ, რაც Starbucks აწარმოებს დისკუსიას აქტივისტ საინვესტიციო ფირმა Elliott Investment Management-თან. გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა Starbucks-ში მნიშვნელოვანი წილი შეიძინა და კომპანიისგან ისიც ცვლილებებს მოითხოვს.

ბოლო კვარტალური ანგარიში

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში, Starbucks-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $9.1 მილიარდამდე შემცირდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.22 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.93-მდე დაიკლო, თუმცა ეს მაჩვენებელი შეესაბამებოდა უოლ სტრიტის მოლოდინს.

Starbucks

გლობალური მასშტაბით ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 3%-ით შემცირდა. აშშ-ში ამ მაჩვენებელმა 2%-ით დაიკლო, ჩინეთის ბაზარზე კი — 14%-იანი ვარდნა განიცადა.

გარდა ამისა, გასულ ფისკალურ კვარტალში Starbucks-მა 526 ახალი ლოკაცია გახსნა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Starbucks-ის აქციებს?

Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $77.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $86.26-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Meta Platforms

Meta Platforms-მა (META) და მსოფლიოს წამყვანმა მუსიკალურმა კომპანიამ — Universal Music Group-მა (UMGNF) დააანონსეს მრავალწლიანი გარიგება, რომლის მიზანიც არის არტისტებისა და სიმღერების ავტორებისთვის ბიზნეს შესაძლებლობების შექმნა Facebook-ზე, Instagram-ზე და Meta-ს სხვა პლატფორმებზე, WhatsApp-ის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებს შორის გაფართოებული პარტნიორობა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული კონტენტის არაავტორიზებული გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას.

„მოხარულები ვართ, რომ Meta იზიარებს არტისტებზე ფოკუსირებულ ჩვენეულ ხედვას ადამიანის შემოქმედების პატივისცემის, შემსრულებლებისა და სიმღერების ავტორების სამართლიანი კომპენსაციის შესახებ. ჩვენ მოუთმენლად ველით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა ვორიენტირდეთ არაავტორიზებული ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტზე, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შემსრულებლებზე და სიმღერების ავტორებზე. შედეგად UMG გააგრძელებს მათი უფლებების დაცვას როგორც ახლა, ისე — მომავალში“ — განაცხადა Universal Music Group-ის ციფრული მიმართულების დირექტორმა, მაიკლ ნეშმა.

Meta Platforms

Meta-მ და UMG-მ პირველად ითანამშრომლეს 2017 წელს, როდესაც საეტაპო შეთანხმებამ ეს უკანასკნელი გახადა პირველი მსხვილი მუსიკალური კომპანია, რომელმაც Meta Platforms-ზე თავისი მუსიკალური კატალოგის ლიცენზირება განახორციელა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta Platforms-ისა და UMG-ის აქციებს?

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $516.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $549.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $630.00-ს, ხოლო მინიმალური — $360.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Universal Music Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $24.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $34.39-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.41-ს, ხოლო მინიმალური — $27.96-ს. საშუალო სამიზნე ფასი Universal Music Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Walt Disney

Walt Disney-ის (DIS) ყოველწლიურმა ღონისძიებამ — D23 Expo-მ ვერ შეძლო კომპანიის აქციების ფასზე ზემოქმედება, ამას დაემატა ისიც, რომ უოლ სტრიტის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა Disney-ის აქციების სამიზნე ფასი შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი სიახლეც არ გამოირჩეოდა კომპანიაზე მნიშვნელოვანი გავლენით, თუმცა საბოლოოდ Disney-ის აქციებმა დღე 0.3%-იანი შემცირებით დაასრულა.

D23 Expo

Disney-ის D23 Expo ღონისძიებაზე ყურადღების დიდი ნაწილი დაეთმო გასართობი პარკების ქსელის გაფართოების გეგმებს.

მმართველი გუნდი გეგმავს Walt Disney World-ის მნიშვნელოვან გაფართოებას ფლორიდაში. სხვა ახალ ატრაქციონებთან ერთად აქ იქნება პარკის ტერიტორია — Villains Land, რომელიც მთლიანად დაეთმობა ტოპ ბოროტმოქმედებს დისნეის სამყაროდან. რაც შეეხება დისნეილენდს კალიფორნიაში, კომპანია აქ გეგმავს ახალი ტერიტორიებისა და ატრაქციონების აშენებას მარველის შურისმაძიებლების სუპერგმირებზე დაყრდნობით. Disney ასევე მუშაობს ატრაქციონის შექმნაზე ავატარის ფილმების სამყაროს მიხედვით.

Walt Disney

ერთ-ერთი ანალიტიკოსის რეაქცია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Diney-ის წარმომადგენლების მიერ D23 Expo-ზე გაკეთებულმა განცხადებებმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა დამოუკიდებელი კვლევითი ფირმის — Accountability Research-ის ანალიტიკოსზე, დევიდ ჰისმანზე. გუშინ მან Disney-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა. მისი ამჟამინდელი სამიზნე ფასი $95-ს შეადგენს.

როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Disney-ის აქციებს?

Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $86.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $118.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $145.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 37.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

შესაძლოა, AI-ით აღჭურვილმა iPhone 16-მა Apple-ის აღორძინება გამოიწვიოს

შემდეგი

Monday.com-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Monday.com-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

Monday.com-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved