• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს საფონდო ბირჟის ცვალებადობა?

ნოემბერი 28, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს საფონდო ბირჟის ცვალებადობა?
გაზიარება

კოვიდ-19-ის პანდემიის დასაწყისში საფონდო ბირჟა არასტაბილური იყო. ალბათ გსმენიათ საფონდო ბირჟის „შიშის სენსორის“ შესახებ, მაგრამ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში?

აი, რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა საფონდო ბირჟის არასტაბილურობის შესახებ.

რას ნიშნავს საფონდო ბირჟის ცვალებადობა?

ბაზრის ცვალებადობა არის საზომი იმისა, თუ რამდენად მერყეობს საფონდო ბირჟის საერთო ღირებულება. მთლიანი ბაზრის მიღმა, ინდივიდუალური აქციები ასევე შეიძლება არასტაბილურად ჩაითვალოს. უფრო კონკრეტულად, თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ არასტაბილურობა იმის განსაზღვრით, თუ რამდენად განსხვავდება აქტივის ფასი მისი საშუალო ფასისგან. სტანდარტული გადახრა არის სტატისტიკური საზომი, რომელიც, ჩვეულებრივ, არასტაბილურობის გამოსავლენად გამოიყენება.

საფონდო ბირჟის ცვალებადობა შეიძლება გაიზარდოს მაშინ, როდესაც გარე მოვლენები გაურკვევლობას ქმნის. მაგალითად, მაშინ, როდესაც ძირითადი საფონდო ინდექსები, როგორც წესი, დღეში 1%-ზე მეტად არ მოძრაობს, ეს ინდექსები კოვიდ-19-ის პანდემიის დასაწყისში რეგულარულად იცვლებოდა 5%-ზე მეტით. არავინ იცოდა, თუ რა მოხდებოდა და ამ გაურკვევლობამ ბაზარზე არასტაბილურობა გამოიწვია.

ზოგიერთი აქცია უფრო არასტაბილურია, ვიდრე სხვები. ლურჯი ჩიპის აქციები შეიძლება არ იყოს ისე ძალიან მერყევი, როგორც ტექნოლოგიური სექტორის კომპანიების აქციები. ინდივიდუალური აქცია ასევე შეიძლება გახდეს უფრო არასტაბილური ისეთი მოვლენებიდან გამომდინარე, როგორიც არის კვარტალური ანგარიშები.

არასტაბილურობა ხშირად ასოცირდება შიშთან, რომელიც მატულობს bear ბაზრების, საფონდო ბირჟის კრახისა და სხვა დიდი დაღმავალი სვლების დროს. თუმცა, არასტაბილურობა მიმართულებას არ ზომავს. ეს არის უბრალოდ საზომი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდია ფასების რყევები. შეგიძლიათ არასტაბილურობა წარმოიდგინოთ, როგორც მოკლევადიანი გაურკვევლობის საზომი.

ისტორიული ცვალებადობა არის საზომი იმისა, თუ რამდენად არასტაბილური იყო აქტივი წარსულში, ხოლო სავარაუდო ცვალებადობა არის მეტრიკა, რომელიც ასახავს, თუ რამდენად დიდ არასტაბილურობას ელიან ინვესტორები კონკრეტულ აქტივთან დაკავშირებით.

Investor

საფონდო ბირჟის არასტაბილურობის გაზომვა

ინდივიდუალური აქციის შემთხვევაში არასტაბილურობა იზომება მაჩვენებლით, რომელსაც ბეტა ეწოდება. ბეტა არის საზომი იმისა, თუ რამდენად არასტაბილურია კონკრეტული აქცია მთლიან საფონდო ბირჟასთან შედარებით, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი S&P 500-სთან მიმართებით იზომება. 2-ის ტოლი ბეტა ნიშნავს, რომ აქცია ორჯერ უფრო არასტაბილურია, ვიდრე მთლიანი ბაზარი, შესაბამისად, როდესაც ბეტა 0.50-ს უდრის, აქცია ბაზართან შედარებით ნახევრად არასტაბილურია.

პირველ შემთხვევაში, თუ S&P 500 ინდექსი 10%-ით მოიმატებს ან დაეცემა, მოსალოდნელია, რომ აქცია 20%-ით გადაადგილდება შესაბამისი მიმართულებით, ხოლო მეორე შემთხვევაში აქციის ფასი მხოლოდ 5%-ით გაიზრდება ან შემცირდება.

მთლიანი საფონდო ბაზრის შემთხვევაში გამოიყენება Chicago Board Options Exchange (CBOE) არასტაბილურობის ინდექსი, რომელიც ცნობილია, როგორც VIX. ეს არის მომდევნო 30 დღის განმავლობაში მოსალოდნელი ცვალებადობის საზომი. VIX ხშირად მოიხსენიება, როგორც ბაზრის „შიშის სენსორი.“

რატომ არის არასტაბილურობა მნიშვნელოვანი?

იმის გაგებით, თუ როგორ მუშაობს ცვალებადობა, შეგიძლიათ უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდეთ, რათა გაიაზროთ საფონდო ბირჟის მდგომარეობა, გააანალიზოთ რისკი, რომელიც რაიმე კონკრეტულ ფასიან ქაღალდთან არის დაკავშირებული და შექმნათ საინვესტიციო პორტფელი, რომელიც თქვენი ზრდის მიზნებსა და რისკისადმი ტოლერანტობის დონეს შესანიშნავად შეეფერება.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცვალებადობა და რისკი ერთი და იგივე არ არის. აქციებით მოვაჭრეებისთვის, რომლებიც ყოველ სავაჭრო დღეს იაფად ყიდვას და ძვირად გაყიდვას ცდილობენ, არასტაბილურობა და რისკი ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ცვალებადობა ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც შეიძლება აქციების გაყიდვა მალე დასჭირდეს, მაგალითად, თუ პენსიაზე გასვლის დრო მოახლოებულია. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, რომლებიც აქციებს მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ, ყოველდღიურ ცვალებადობას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს.

გრძელვადიანი ინვესტირება მაინც შეიცავს რისკებს, მაგრამ ეს რისკები კომპანიის ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით შეცდომის დაშვებასთან ან ამ ზრდისთვის ზედმეტად მაღალი ფასის გადახდასთან არის დაკავშირებული და არა ცვალებადობასთან. მიუხედავად ამისა, საფონდო ბირჟის არასტაბილურობა მნიშვნელოვანი კონცეფციაა, რომელსაც ყველა ინვესტორი უნდა იცნობდეს.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რა არის ჰეჯ-ფონდი?

შემდეგი

რას ნიშნავს “Stop-Loss” ბრძანება?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს “Stop-Loss” ბრძანება?

რას ნიშნავს "Stop-Loss" ბრძანება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved