• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის ლურჯი ჩიპის აქციები?

მარტი 25, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რა არის ლურჯი ჩიპის აქციები?
გაზიარება

ლურჯი ჩიპი არის კომპანია შესანიშნავი რეპუტაციით. როგორც წესი, ეს არის, დიდი, კარგად ჩამოყალიბებული და ფინანსურად მდგრადი კომპანიები, რომლებიც მრავალი წლის  განმავლობაში მუშაობს, აქვს საიმედო შემოსავალი და ინვესტორებს დივიდენდებს ხშირად უხდის. ლურჯი ჩიპის აქციების საბაზრო კაპიტალიზაცია, ჩვეულებრივ, მილიარდობით დოლარს შეადგენს. ასეთი აქციების გამომშვები კომპანიების უმეტესობა ბაზრის ლიდერია და სექტორის ტოპ 3 კომპანიაში შედის. ყველა ამ მიზეზის გამო, ლურჯი ჩიპის აქციები ინვესტორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასეთი კომპანიების მაგალითებია: IBM Corp., Coca-Cola Co. და Boeing Co.

ლურჯი ჩიპის აქციების გააზრება

მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ჩიპის აქციისთვის დივიდენდების გადახდა აუცილებელ კრიტერიუმს არ წარმოადგენს, მათ უმრავლესობას სტაბილური და ზრდადი დივიდენდების გადახდის დიდი ისტორია აქვს. ითვლება, რომ ტერმინი „ლურჯი ჩიპი“, პოკერიდან წამოვიდა – ამ საკარტო თამაშში ლურჯი ჩიპი ყველაზე ძვირადღირებული ჩიპია.

ლურჯი ჩიპის აქციები, როგორც წესი, არის ყველაზე ცნობილი ბაზრის ინდექსების კომპონენტი, როგორებიც არის: Dow Jones Industrial Average, S&P 500 და Nasdaq-100 აშშ-ში, TSX-60 კანადაში ან FTSE ინდექსი გაერთიანებულ სამეფოში.

ის საკითხი, თუ რამდენად დიდი უნდა იყოს კომპანია, რათა ლურჯი ჩიპის სტატუსისთვის კვალიფიცირდეს, დებატებისთვის ღიაა. ზოგადად, მიღებული ნიშნული არის $5 მილიარდის ოდენობით საბაზრო კაპიტალიზაცია, თუმცა ბაზრის ან სექტორის ლიდერი კომპანია შეიძლება ნებისმიერი ზომის იყოს. The T. Rowe Price Blue Chip Growth Fund ძირითადად დიდი და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებზე არის ფოკუსირებული და ამ კვალიფიკაციის გარეთ კონკრეტული გაიდლაინები არ არსებობს. თუმცა საბაზრო კაპიტალის საშუალო მაჩვენებელი ისტორიულად 100 მილიარდ დოლარს აღწევს.

 

ლურჯი ჩიპის აქციების უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ჩიპის კომპანიებმა მრავალი წინაღობა და ბაზრის ციკლი გადალახა, რამაც ამ ტიპის კომპანიებში ინვესტირების უსაფრთხოდ აღქმა გამოიწვია, ეს შეიძლება ყოველთვის სწორი აღქმა არ იყოს. General Motors-ისა და Lehman Brothers-ის, ისევე როგორც 2008 წლის რეცესიის დროს სხვა მრავალი წამყვანი ევროპული ბანკის გაკოტრება დასტურია იმისა, რომ საუკეთესო კომპანიებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ უკიდურესი ზეწოლის გამკლავება.

 

ლურჯი ჩიპის აქციები, როგორც უფრო ფართო პორტფელის ნაწილი

მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ჩიპის აქციები შეიძლება, წარმოადგენდეს ფართო პორტფელის ბირთვს, პორტფელი მხოლოდ მათგან არ უნდა შედგებოდეს. ჩვეულებრივ, დივერსიფიცირებული პორტფელი შეიცავს ობლიგაციებსა და ნაღდ ფულს. პორტფელის აქციების განაწილების ფარგლებში ინვესტორმა უნდა განიხილოს საშუალო და მცირე კაპიტალის მფლობელობაც. ახალგაზრდა ინვესტორები, ზოგადად, ხასიათდებიან უფრო მაღალი ტოლერანტობით რისკისადმი, რომელიც მათი პორტფელის დიდი ნაწილის აქციებზე გადანაწილებას მოაქვს. უფრო ხანდაზმულმა აქციებმა კი შეიძლება ობლიგაციებსა და ნაღდ ფულში ინვესტირება ამჯობინონ.

რა აქცევს კომპანიას ლურჯ ჩიპად?

ლურჯი ჩიპი კომპანიების უმრავლესობა თავისი სექტორის ტიტანია – ინდუსტრიის განმსაზღვრელი კომპანიები, რომლებიც კარგადაა ცნობილი და კაპიტალიზებული, გრძელვადიანად სტაბილურები და სოლიდური ფინანსური პერსპექტივის მქონეებად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.

რომელი კომპანიები მიიჩნევა ლურჯ ჩიპებად?

ბევრი მსხვილი კომპანია, რომელიც შედის S&P 500-სა ან Dow 30-ში მიიჩნევა ლურჯი ჩიპის კომპანიად. ასეთები არიან: IBM, JPMorgan, Chase ან Walmart.

საიდან მოდის ტერმინი “ლურჯი ჩიპი”?

ტერმინი „ლურჯი ჩიპის აქცია“ მოდის პოკერის სამყაროდან, რომელშიც სხვადასხვა ფერის ჩიპებს განსხვავებული ღირებულება აქვს. ლურჯი ჩიპი, როგორც წესი, ყველაზე მაღალი ღირებულების მქონეა. იგი ჯაბნის წითელი და თეთრი ფერის ჩიპებს.

არის ლურჯი ჩიპის აქციები კარგი ინვესტიცია?

დივერსიფიცირებული პორტფელი შეიძლება მთელი რიგი ლურჯი ჩიპის აქციებისგან შედგებოდეს, რაც მსხვილი, კარგად კაპიტალიზებული, კარგად გააზრებული კომპანიების აქციებს გულისხმობს. ცალკეული აქციების ფლობის გარდა, ინვესტორებს შეუძლიათ მოითხოვონ ლურჯი ჩიპის ექსპოზიცია ურთიერთდახმარების ფონდების ან გაცვლითი სავაჭრო ფონდების (ETF) შეძენის გზით.

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ლურჯი ჩიპის აქციებში?

ბაზრის მონაწილეს შეუძლია ლურჯი ჩიპის აქციებში ინვესტიცია ჩადოს მათი ინდივიდუალურად შეძენის გზით, ასევე, ისეთი ერთობლივი ფონდების ან ETF-ს შეძენის გზით, რომლებიც ლურჯ ჩიპებში ინვესტირებას ახდენენ. ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთდახმარების ფონდები და გაცვლითი სავაჭრო ფონდები სხვადასხვა აქციებსა და აქტივების კლასებს ფლობს, მათ შორის ლურჯი ჩიპის აქციებს. სხვა შემთხვევაში ურთიერთდახმარების ფონდები ან ETF-ები შეიძლება ექსკლუზიურად ლურჯი ჩიპის აქციებზე იყოს ორიენტირებული. ასეთია, მაგალითად, ETF, რომელიც  Dow Jones Industrial Average-ს (DJIA) მიჰყვება. DJIA 30 უმსხვილეს ლურჯი ჩიპის აქციას მოიცავს.

წინა

Virgin Galactic-ის აქციები 32%-ით გაიზარდა, როდესაც კოსმოსური ფრენის ბილეთების გაყიდვა დაიწყო $150,000 დეპოზიტით

შემდეგი

Coke, Walmart და კომპანიები, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი აქციების დივიდენდები ამ კვირაში

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
Coke, Walmart და კომპანიები, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი აქციების დივიდენდები ამ კვირაში

Coke, Walmart და კომპანიები, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი აქციების დივიდენდები ამ კვირაში

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
00:00 - შესავალი
00:20 - Alibaba
01:28 - Netflix
2:53 - Lululemon
4:16 - კვირის ETF
5:08 - კომენტარის განხილვა

მოუსმინე საფონდო ბირჟის განახლებულ ვიდეო მიმოხილვას და გაიგეთ მნიშვნელოვანი ფინანსური ამბები 

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
რატომ გაიზარდა Netflix-ის აქციების ფასი - საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_fno3TO3PWIk
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • „ნოეს წესი“ — უორენ ბაფეტის მეთოდი სირთულეების გადასალახად
  • რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
  • საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved