• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რომელია ინვესტიციების ძირითადი ტიპები?

ოქტომბერი 25, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რომელია ინვესტიციების ძირითადი ტიპები?
გაზიარება

ინვესტიცია არის აქტივი ან ნივთი, რომელიც შეძენილია შემოსავლის გამომუშავების ან მომავალში უფრო ძვირად გაყიდვის მიზნით. როდესაც ინდივიდი ყიდულობს საქონელს ინვესტიციის სახით, მიზანი არა მისი მოხმარება, არამედ მომავალში სიმდიდრის დასაგროვებლად მისი გამოყენებაა.

ინვესტიცია ყოველთვის დაკავშირებულია დღეს გარკვეული რესურსის დახარჯვასთან — დრო, ძალისხმევა, ფული ან აქტივი — რათა მომავალში გამომუშავებულ იქნას შემოსავალი ან მოგება.

როგორ მუშაობს ინვესტიცია?

ინვესტირების აქტის მიზანია, დროთა განმავლობაში შემოსავლის გამომუშავებას და აქტივის ღირებულების გაზრდას. ინვესტიცია შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერ მექანიზმს, რომელიც მომავალი შემოსავლის შესაქმნელად გამოიყენება. სხვა მაგალითებთან ერთად, ეს მოიცავს ობლიგაციების, აქციების ან უძრავი ქონების შეძენას. გარდა ამისა, იმ ქონების შეძენა, რომელიც შეიძლება საქონლის წარმოებისთვის იქნას გამოყენებული, ასევე შეიძლება ინვესტიციად ჩაითვალოს.

ზოგადად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მომავალი შემოსავლის გაზრდის იმედით არის განხორციელებული, შეიძლება ინვესტიციად მივიჩნიოთ. მაგალითად, დამატებითი ცოდნის მიღებაზე ორიენტირების მიზანი ხშირად უნარების გაუმჯობესებაა. გაკვეთილებზე დასწრების დროისა და ფულის წინასწარი ინვესტირებისას ადამიანი იმედოვნებს, რომ შედეგად კარიერულ კიბეზე აღმასვლას და შემოსავლის გაზრდას მოახერხებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტირება მომავალში აქტივის ღირებულების ზრდის ან შემოსავლის გამომუშავების პოტენციალზეა ორიენტირებული, ყოველთვის არსებობს მასთან დაკავშირებული რისკის გარკვეული დონე. შესაძლოა, ინდივიდის მიერ შერჩეულმა ინვესტიციამ მოლოდინების გამართლება ვერ შეძლოს. მაგალითად, კომპანია, რომელშიც ინვესტირებას აპირებთ, შეიძლება გაკოტრდეს.

ინვესტიციების ძირითადი ტიპები

შესაძლოა, ინვესტირების უსასრულო ვარიანტები არსებობდეს. ავტომობილის საბურავების განახლებაც კი შეიძლება ინვესტიციად ჩაითვალოს, რადგან ეს აქტივის სარგებლიანობას აძლიერებს და მის მომავალ ღირებულებას ზრდის. ქვემოთ განვიხილავთ ინვესტიციების რამდენიმე ძირითად ტიპს, რომელშიც ადამიანები თავიანთ ფულს აბანდებენ.

აქციები

აქცია საჯარო ან კერძო კომპანიის წილობრივ საკუთრებას წარმოადგენს. აქციების ფლობით, ინვესტორს შეიძლება მიენიჭოს დივიდენდების მიღების უფლებაც, რომელიც კომპანიის წმინდა მოგებიდან წარმოიქმნება. როდესაც კომპანია უფრო წარმატებული ხდება და სხვა ინვესტორები მისი აქციების შეძენას ცდილობენ, აქციების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს, რაც მათი მოგებით გაყიდვის შესაძლებლობას ქმნის.

აქციების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. პირველი მათგანის მფლობელები ხმის მიცემის პრინციპით ირჩევენ დირექტორთა საბჭოს და განსაზღვრავენ კომპანიის კორპორატიულ პოლიტიკას. კომპანიის ლიკვიდაციის შემთხვევაში ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს აქვთ კომპანიის აქტივებზე წვდომის უფლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრივილეგირებული აქციის მფლობელებისა და სხვა კრედიტორების წინაშე ვალდებულები იქნება დაკმაყოფილებული. კომპანიის დამფუძნებლები და დასაქმებულები, როგორც წესი, ჩვეულებრივ აქციებს ფლობენ.

რაც შეეხება პრივილეგირებულ აქციებს, ასეთი აქციების მფლობელები იღებენ ფიქსირებულ დივიდენდებს, ჩვეულებრივი აქციების მფლობელების მიერ დივიდენდების მიღებამდე. პრივილეგირებული აქციები არ იძლევა ხმის უფლებას და შეესაბამება ისეთ ინვესტორებს, რომლებიც საიმედო პასიურ შემოსავალს ეძებენ.

Investor

ობლიგაციები

ობლიგაცია სავალო ფასიანი ქაღალდია. ემიტენტი ობლიგაციას გამოსცემს იმისთვის, რომ თანხა მიიღოს ინვესტორებისგან, რომლებსაც გარკვეული პერიოდით ფულის გასესხების სურვილი ამოძრავებთ.

ობლიგაცია არის ინვესტიცია, რომელიც ინვესტორს უზრუნველყოფს განმეორებადი გადახდებით (კუპონები) ობლიგაციის სასიცოცხლო ციკლის დასრულებამდე. ხოლო როდესაც ობლიგაცია სიმწიფეს მიაღწევს, ინვესტორი მასში ჩადებულ ძირ თანხასაც უკან იბრუნებს. ვალის მსგავსად, ობლიგაციების გამოშვება გარკვეული სუბიექტებისთვის ფულის მოზიდვის მექანიზმს წარმოადგენს.

საინდექსო ფონდები და ურთიერთდახმარების ფონდები

საინდექსო, ურთიერთდახმარების და სხვა ფონდები ინვესტორებს ერთდროულად სხვადასხვა ინვესტიციაზე წვდომით უზრუნველყოფს. მაგალითად, ინვესტორს შეუძლია შეიძინოს ერთი საინდექსო ფონდის აქციები, რომელიც სხვადასხვა ტიპის კომპანიებს აერთიანებს, ნაცვლად იმისა, რომ თითოეული კომპანია დამოუკიდებლად გამოიკვლიოს და შეარჩიოს.

ურთიერთდახმარების ფონდები აქტიურად იმართება ფირმის მიერ, ხოლო საინდექსო ფონდები ხშირად პასიურად არის მართული. ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო პროფესიონალები, რომლებიც ურთიერთდახმარების ფონდს მართავენ, ცდილობენ გადააჭარბონ გარკვეულ შესადარებელ სტანდარტებს მაშინ, როდესაც საინდექსო ფონდების მიზანი ხშირად უბრალოდ საორიენტაციო მაჩვენებლების (მაგალითად, S&P 500 ინდექსის) წარმადობის გამეორებაა. ამ მიზეზით, ურთიერთდახმარების ფონდებში ინვესტირება შეიძლება უფრო მეტ საკომისიო ხარჯებთან იყოს დაკავშირებული.

უძრავი ქონება

უძრავი ქონების ინვესტიციები ხშირად ფართოდ განისაზღვრება, როგორც ინვესტირება ფიზიკურ, ხელშესახებ სივრცეებში, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია. მიწის ნაკვეთზე შეიძლება აშენდეს შენობა, საოფისე ფართი შეიძლება კომპანიამ გამოიყენოს, საწყობებში შესაძლებელია ინვენტარის შენახვა, ხოლო საცხოვრებელ საკუთრებაში შეიძლება ოჯახმა იცხოვროს.

ფართო მოხმარების საგნები

ფართო მოხმარების საგნები ხშირად წარმოადგენს ნედლეულს, როგორიცაა ენერგია ან ლითონები. ინვესტორებს შეუძლიათ, ინვესტიცია ჩადონ რეალურ მატერიალურ საქონელში (მაგ. ოქროს ზოდის ფლობა) ან არჩევანი გააკეთონ ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებზე, რომლებიც ციფრულ საკუთრებას წარმოადგენს (მაგ. ოქროს გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF)).

ფართო მოხმარების საგნები შეიძლება იყოს ინვესტიცია, რადგან ისინი ხშირად გამოიყენება საზოგადოების მიერ. განვიხილოთ ნავთობი, ბუნებრივი აირი ან ენერგიის სხვა ფორმები. ეკონომიკური ზრდის პერიოდში, კომპანიებს ხშირად ახასიათებთ მეტი ენერგეტიკული მოთხოვნილება მეტი პროდუქტის გადასაზიდად ან დამატებითი საქონლის წარმოებისთვის. გარდა ამისა, მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს მეტი მოთხოვნა ენერგიაზე მოგზაურობის გამო.

კოლექციონერობა

ინვესტირების ეს ნაკლებად ტრადიციული ფორმა გულისხმობს იშვიათი ნივთების შეძენას იმ იმედით, რომ მომავალში ისინი უფრო მოთხოვნადი გახდება. საკოლექციო ნივთების კონცეფცია არ განსხვავდება ინვესტიციის სხვა ფორმებისგან, როგორიცაა აქციები. ორივეში ინვესტირება ეყრდნობა პროგნოზს, რომ მომავალში რაღაცის პოპულარობა გაიზრდება. მაგალითად, შეიძლება კონკრეტული მხატვარი ამჟამად არ გამოირჩეოდეს პოპულარობით, მაგრამ გლობალური ტენდენციები, სტილი და ბაზრის ინტერესი იცვლება. შეიძლება მისი ხელოვნება დროთა განმავლობაში უფრო ღირებული გახდეს, თუ საზოგადოება ამ მხატვრის ნამუშევრებით უფრო მეტად დაინტერესდება.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

შემდეგი

რა არის დივესტირება?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის დივესტირება?

რა არის დივესტირება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved