• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის დივესტირება?

ოქტომბერი 25, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რა არის დივესტირება?
გაზიარება

ინვესტირება გულისხმობს ფულის ისეთ აქტივებში დაბანდებას, რომლებიც, თქვენი აზრით, დროთა განმავლობაში მეტ ფულს მოგიტანთ. მაგრამ ინვესტირებას აქვს მეორე მხარე. ხანდახან არ გსურთ კონკრეტული ინვესტიციის სამუდამოდ შენარჩუნება, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, დივესტირებას მიმართოთ.

რას ნიშნავს დივესტირება?

ინდივიდებისთვის დივესტირება შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, მაგალითად, საინვესტიციო პოზიციის დახურვა. ბიზნესისთვის, შესაძლოა, ეს პროცესი უფრო რთულად წარიმართოს. დივესტირებას ხანდახან სამართლებრივი ან მარეგულირებელი ქმედებები იწვევს. მაგალითად, შეიძლება კომპანია დაიშალოს, ან მას, კრედიტორებისთვის ფულის გადასახდელად, აქტივების გაყიდვა დასჭირდეს. თუმცა, ზოგჯერ მმართველი გუნდები დივესტირებას კომპანიის საერთო ღირებულების გასაზრდელად მიმართავენ. შესაძლოა, მენეჯმენტმა დივესტირება გადაწყვიტოს მიზნების შეცვლისას ან უბრალოდ წამგებიანი განყოფილების გასაუქმებლად.

რატომ შეიძლება ინვესტორმა დივესტირებას მიმართოს?

შეიძლება კონკრეტული აქტივების დივესტირება გადაწყვიტოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საინვესტიციო თეზისი შეიცვლება. ან, შესაძლოა, საკუთარი საინვესტიციო მიდგომები ან მორალი გადააფასოთ. მაგალითად, შეიძლება გაყიდოთ იმ კომპანიების აქციები, რომლებიც ყიდიან ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს ან რაიმე ფორმით ხელს უწყობენ მათ გავრცელებას.

რატომ მიმართავენ კომპანიები დივესტირებას?

კორპორაციებისთვის დივესტირება უფრო რთული პროცესია, ვიდრე ინდივიდუალური ინვესტორებისთვის. კომპანიის მენეჯმენტმა შეიძლება დივესტირების გადაწყვეტილება მიიღოს მაშინ, როდესაც ნაღდი ფულის გათავისუფლება და მისი სხვა მიზნით გამოყენება სურს. კომპანიების შემთხვევაში დივესტირებას ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი ბიზნეს ფუნქციებს აერთიანებს. დივესტირების ძირითადი ტიპებია:

სპინოფი: ამ შემთხვევაში ფირმის დეპარტამენტი ან განყოფილება არსებითად ცალკეული კომპანია ხდება.

კაპიტალის „ამოკვეთა“: სპინოფის მსგავსად, კაპიტალის „ამოკვეთის“ დროსაც შვილობილი კომპანია მშობელს გამოეყოფა. თუმცა ამ შემთხვევაში პროცესი მოიცავს აქციების საჯაროდ გაყიდვას, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, შვილობილი კომპანიის აქციები შეიძინონ. მშობელი კომპანია ინარჩუნებს საკონტროლო პაკეტს. შემდეგ ის ამას იყენებს, როგორც შესაძლებლობას შემდგომი ზრდის დასაფინანსებლად.

აქტივების პირდაპირი გაყიდვები: ამ შემთხვევაში ფირმა პირდაპირ ყიდის აქტივებს გარე კომპანიებზე. ეს აქტივები შეიძლება შეიცავდეს უძრავ ქონებას, აღჭურვილობას, თუნდაც მთელ შვილობილ კომპანიებს ან განყოფილებებს.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რომელია ინვესტიციების ძირითადი ტიპები?

შემდეგი

რა არის საბაზრო კაპიტალიზაცია?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის საბაზრო კაპიტალიზაცია?

რა არის საბაზრო კაპიტალიზაცია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved