• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Meta Platforms კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

აგვისტო 1, 2024
in სიახლეები
დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Meta Platforms კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს
გაზიარება

დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, სოციალური მედიის გიგანტი — Meta Platforms (META) კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. ინვესტორები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან სარეკლამო შემოსავლის ტენდენციებს და განახლებებს კომპანიის AI (ხელოვნური ინტელექტი) გეგმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ Meta Platforms-მა წარადგინა Llama 3.1 — თავისი ყველაზე ეფექტიანი AI (ხელოვნური ინტელექტი) მოდელი, რომელიც ღია კოდის სისტემაზე მუშაობს.

Facebook-ის მშობელი კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Llama-ს ახალი მოდელი კონკურენციას გაუწევს ან აჯობებს Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ (MSFT) OpenAI-ს, Alphabet-ისა (GOOGL) და Amazon-ის (AMZN) პარტნიორ Anthropic-ს. როგორც ვხედავთ, AI მოდელების შემქმნელებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო იზრდება.

უოლ სტრიტის მოლოდინები

უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში Meta Platforms-ის შემოსავალი წლიურად დაახლოებით 20%-იან ზრდას დააფიქსირებს და $38.37 მილიარდს მიაღწევს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წმინდა მოგება $12.32 მილიარდს შეადგენს, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $4.71 იქნება. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $7.79 მილიარდი და $2.98 შეადგინა.

მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზები 2024 წლის I კვ. 2023 წლის II კვ.
შემოსავალი  $38.37 მილიარდი $36.46 მილიარდი $32 მილიარდი
განზავებული EPS  $4.71  $4.71  $2.98
წმინდა მოგება  $12.32 მილიარდი  $12.37 მილიარდი  $7.79 მილიარდი

საკვანძო მაჩვენებლები: რეკლამირების შემოსავლის ზრდა

საინვესტიციო ბანკის — Citigroup-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში Meta Platforms-ის სარეკლამო შემოსავალი წლიურად 20.5%-ით გაიზრდება და $37.95 მილიარდს მიაღწევს. Citigroup-ში ხაზს უსვამენ სარეკლამო გარემოს გაძლიერებას, მომხმარებლების მიერ Instagram Reels-ის ათვისებას და Meta-ს მიერ რეკლამის განმთავსებლებისთვის შექმნილ ახალ პროდუქტებს.

კიდევ ერთი საინვესტიციო ბანკის — Wedbush-ის ანალიტიკოსების მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ რეკლამის განმთავსებლების უმეტესობა გეგმავს მეტის დახარჯვას ან ხარჯების არსებული დონის შენარჩუნებას Meta-ს პლატფორმებზე. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მეორე კვარტლის ძლიერ შედეგებს და კომპანია დააყენოს ხელსაყრელ ტრაექტორიაზე წლის მეორე ნახევრისთვის. მიმდინარე წელს სოციალური მედიის გიგანტმა გააფართოვა AI ინსტრუმენტები, რომლებსაც რეკლამის განმთავსებლებს სთავაზობს.

AI პოტენციალი Llama 3.1-ის გამოშვების შემდეგ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე თვეში Meta Platforms-მა გამოუშვა თავისი Llama 3.1 ღია კოდის AI მოდელი. J.P. Morgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა, ამან Meta AI გახადოს „ყველაზე გამოყენებადი AI ასისტენტი წლის ბოლომდე, თუ უფრო ადრე არა“.

ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Meta Platforms, Microsoft, Alphabet და Amazon ზრდიან კაპიტალურ ხარჯებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ზოგიერთი ინვესტორი და ექსპერტი კი გამოთქვამს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოიტანს ეს ინვესტიციები სასურველ ანაზღაურებას.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები AI-ზე ერთობლივად $1 ტრილიონზე მეტს დახარჯავენ.

Capital Group-ის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ ტექნოლოგიური გიგანტების — Microsoft, Alphabet, Meta და Amazon — კაპიტალური ხარჯები 2024 წელს $189 მილიარდს მიაღწევს, რაც S&P 500 ინდექსის კომპანიების მთლიანი კაპიტალური დანახარჯების მეხუთედზე მეტს (21%) შეადგენს.

დღევანდელი კვარტალური ანგარიში კი Meta Platforms-ის მენეჯმენტს მისცემს შესაძლებლობას, დაარწმუნოს ინვესტორები, რომ კომპანიის გაზრდილი დანახარჯები AI-ის მიმართულებით, Meta-ს ეხმარება, ზრდის შესაძლებლობა გამოიყენოს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta-ს აქციებს?

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $474.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $549.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $630.00-ს, ხოლო მინიმალური — $360.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

გასულ კვარტალში AMD-ის მონაცემთა ცენტრების შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

შემდეგი

რა ხდებოდა 31 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 31 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 31 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved