გუშინ აშშ-ის აქციების ფასი შემცირდა, რადგან სახაზინო ობლიგაციების მდგომარეობა, უპრეცედენტო ზარალის შემდეგ, ინფლაციის შეკავების მიზნით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ამოქმედებამდე, ოდნავ გამოსწორდა.
S&P 500 1.2%-ით შემცირდა, რასაც ფინანსური ზარალი მოჰყვა. საორიენტაციო 10-წლიანი სახაზინო შემოსავალი 2.30%-მდე შემცირდა.
აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ ინფლაციის ზრდის ტემპების შესამცირებლად გატარებული მონეტარული პოლიტიკის სიმძიმე ძირითადად ობლიგაციებზე მოდის, რადგან ინვესტორები იყენებენ აქციებს, როგორც ინფლაციისგან თავდაცვის საშუალებას. რის შედეგადაც, S&P 500-მა მოახერხა იანვრის ვარდნის ნახევრის მხოლოდ ექვს სესიაში აღდგენა.
US Bank Wealth Management-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ტრადიციული ინვესტიციების ხელმძღვანელმა – ლიზა ერიქსონმა განაცხადა, რომ ეს წელი რთულად დაიწყო და ბაზრის ვარდნა ბუნებრივია, როდესაც ადამიანები ინფორმაციას იკვლევენ. მან ასევე დასძინა, რომ ასეთი სახის არასტაბილურობის გაგრძელებას მომავალშიც ელის.
ინვესტორები გაურბოდნენ ობლიგაციებს, რადგან ფედერალური სარეზერვო უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, ინფლაციის შესამცირებლად, საპროცენტო განაკვეთები აგრესიულად გაზარდონ და ამასთან, უკრაინაში მიმდინარე ომმა საქონლის ფასები 26%-ით გაზარდა.
გუშინ რუსეთში ნავთობის ფასი გაიზარდა, რადგან ამ ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანას, ახალი შეზღუდვები ემუქრება. West Texas Intermediate-მა ბარელზე $110-ს გადააჭარბა, ხოლო Brent-ის ფიუჩერსებმა – $120-ს. აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი და მისი მოკავშირეები დღეს ბრიუსელში შეხვედრისას, სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებენ.
დერივატივებით (წარმოებული ფასიანი ქაღალდები; ფინანსური კონტრაქტები, დადებული ორ ან მეტ მხარეს შორის, რომლებიც ღირებულებას ძირითადი აქტივიდან, აქტივების ჯგუფიდან ან შედარების მიზნით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების კომპლექტისგან იღებს) მოვაჭრეები მზად არიან უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის ციკლისთვის მას შემდეგ, რაც Fed-ის (ფედერალური სარეზერვო სისტემა) თავმჯდომარე – ჯერომ პაუელი, საჭიროების შემთხვევაში, მაისში საპროცენტო განაკვეთს ნახევარი პუნქტით გაზრდის.
კითხვაზე – შეუძლია თუ არა ცნობილი კომპანიების აქციებს აჯობოს ინფლაციას, Wells Fargo Securities-ს სტრატეგმა – ანა ჰანმა ბლუმბერგთან ინტერვიუში უპასუხა, რომ ის შესაძლებლობებს ღირებულებით აქციებში ხედავს. მან ასევე დასძინა, რომ თუ ფედერალური ბანკი ნამდვილად გააგრძელებს განაკვეთების ზრდის უფრო აგრესიულ გრაფიკს, ღირებულებით აქციებს ჯერ კიდევ ექნებათ შანსი, მაგრამ იმავდროულად ეს დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა Fed შეინარჩუნოს ეს აგრესიული მიდგომა და რეალურად შეამციროს ინფლაციის დონე.