• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

აქციების ტიპები – ყველაფერი რაც უნდა იცოდე აქციების შესახებ

აქციის განსხვავებული ტიპების შესწავლა თქვენი პორტფელისთვის მომგებიანი იქნება

თებერვალი 17, 2022
in ინვესტიციის ანბანი
აქციების ტიპები – ყველაფერი რაც უნდა იცოდე აქციების შესახებ
გაზიარება

როდესაც ადამიანთა უმრავლესობა აქციების შესახებ ფიქრობს, ძირითადად გულისხმობს ისეთ აქციებს, რომლებიც ბაზარზე საჯაროდ მიმოიქცევა. თუმცა, ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქციების განსხვავებული ხელმისაწვდომი ტიპების შესახებ ინფორმაციის ფლობა, თითოეულის უნიკალური მახასიათებლის გათავისება და შესაბამისად, იმის განსაზღვრა, თუ როდის დაიწყონ ინვესტირება. ამ სტატიაში სხვადასხვა ტიპის აქციას განვიხილავთ.

 

ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები

ჩვეულებრივი აქციები კომპანიაში წილობრივ საკუთრებას წარმოადგენს. ჩვეულებრივი აქციის მფლობელები ხმის მიცემის პრინციპით ირჩევენ დირექტორთა საბჭოს და განსაზღვრავენ კომპანიის კორპორატიულ პოლიტიკას. კომპანიის ლიკვიდაციის შემთხვევაში ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს აქვთ კომპანიის აქტივებზე წვდომის უფლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრივილეგილებული აქციის მფლობელებისა და სხვა კრედიტორების წინაშე ვალდებულები იქნება დაკმაყოფილებული. კომპანიის დამფუძნებლები და დასაქმებულები, როგორც წესი, ჩვეულებრივ აქციებს ფლობენ.

რაც შეეხება პრივილეგირებულ აქციებს, ასეთი აქციების მფლობელები იღებენ ფიქსირებულ დივიდენდებს, ჩვეულებრივი აქციების მფლობელების მიერ დივიდენდების მიღებამდე. პრივილეგირებული აქციები არ იძლევა ხმის უფლებას და მიესადაგება ისეთ ინვესტორებს, რომლებიც საიმედო პასიურ შემოსავალს ეძებენ.

მრავალი კომპანია გვთავაზობს როგორც ჩვეულებრივ, ასევე პრივილეგირებულ აქციებს. მაგალითად Google-ის მშობელ კომპანიას – Alphabet Inc.-ს აქვს A კლასის ჩვეულებრივი და C კლასის პრივილეგირებული აქციები.

მზარდი პოტენციალის აქციები ღირებულებითი აქციების პირისპირ

მზარდი პოტენციალის აქციები გულისხმობს ისეთი კომპანიის აქციებს, რომლებიც მოსალოდნელია, რომ გაზრდიან გაყიდვებსა და შემოსავალს ბაზრის საშუალო მაჩვენებელზე სწრაფად. მზარდი პოტენციალის აქციები, ეკონომიკური ზრდის პერიოდში და მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთები დაბალია, საუკეთესო შედეგებს აფიქსირებს. მაგალითად, ბოლო წლებში, ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო ძლიერი ეკონომიკითა და იაფ დაფინანსებაზე წვდომით.

ღირებულებითი აქციები იყიდება იმაზე ნაკლები ფასით (დისკონტით), ვიდრე ამას კომპანიის წარმადობა მიუთითებს. ასეთ კომპანიებს ფართო ბაზართან შედარებით უფრო მიმზიდველი ღირებულება აქვთ. ღირებულებითი აქციები, მაგალითად, ფინანსური, სამედიცინო და ენერგეტიკული კომპანიისა, როგორც წესი, საუკეთესო შედეგებს აფიქსირებს ეკონომიკური აღდგენის პერიოდებში, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძირითადად საიმედო შემოსავალს წარმოქმნიან. ინვესტორებს შეუძლიათ ღირებულებითი აქციებს თვალი ადევნონ SPYV-ის (SPDR Portfolio S&P 500 Value ETF) ჩამონათვალში დამატებით.

 

შემოსავლიანი აქციები

 შემოსავლიანი აქციები არის ისეთი აქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგულარულ შემოსავალს კომპანიის მოგებისა ან ჭარბი ფულის დივიდენდების სახით განაწილებით. ამ აქციებიდან მიღებული შემოსავალი კი ბაზრის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. როგორც წესი, ზრდის აქციებთან შედარებით, შემოსავლიან აქციებს (მაგალითად, კომუნალური მომსახურების კომპანიების აქციები) ახასიათებს ნაკლები მერყეობა და კაპიტალის ნაკლები ზრდა. ეს თვისებები კი შემოსავლიან აქციებს შესაფერისად აქცევს იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც რისკი არ უყვართ და სტაბილურ შემოსავალს ეძებენ. ინვესტორებს შემოსავლიან აქციებზე წვდომა აქვთ Amplify High Income ETF-ს (YYY) საშუალებით.

 

Blue-Chip აქციები

Blue-Chip აქციები, ისეთი კომპანიის აქციებია, რომლებიც ბაზარზე მყარად არიან დამკვირდებულნი და დიდ საბაზრო კაპიტალს ფლობენ. მათ საიმედო შემოსავლის გამომუშავებისა და თავიანთ ინდუსტრიაში ლიდერობი დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვთ. კონსერვატიულმა ინვესტორებმა შესაძლოა თავიანთი პორტფელი მძიმედ დატვირთონ ასეთი აქციებით, განსაკუთრებით გაურკვევლობის პერიოდებში. Blue-Chip აქციების მაგალითებია შემდეგი კომპანიები: Microsoft Corporation (MSFT), McDonald’s (MCD) და Exxon Mobile Corporation (XOM).

ციკლური და არაციკლური აქციები

 ციკლურ აქციებზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის წარმადობა. ეს აქციები, როგორც წესი, მიყვება ეკონომიკის ზრდის, პიკის, კლებისა და აღდგენის ციკლებს. ჩვეულებრივ, ციკლურ აქციებს ახასიათებს მეტი მერყეობა და სხვა აქციებზე მაღალი ღირებულება ეკონომიკური სიმტკიცის პერიოდში. მიშინ, როდესაც მომხმარებლებს მეტი დისკრეციული შესავალი აქვთ. ასეთი აქციების მაგალითებია: Apple Inc. (AAPL), Nike. ინვესტორებს ციკლურია ქციების თავის პორტფელში დამატება შეუძლიათ Vanguard Consumer Discretionary ETF-ში (VCR) დამატებით.

მეორეს მხრივ, არაციკლური აქციები მოქმედებენ რეცესიაგამძლე ინდუსტრიებში, რომლებსაც, ეკონომიკისგან დამოუკიდებლად, კარგი წარმადობა ახასიათებს. არაციკლური აქციები ციკლურ აქციებს ძირითადად ეკონომიკის შენელების ან ვარდნის პერიოდშ ჯაბნის, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითად პროდუქტებზე მოთხოვნა შედარებით სტაბილურია. არაციკლური აქციების მაგალითებად შემდეგი კომპანიები გამოდგება: The Procter & Gamble Company (PG), PepsiCo, Inc. (PEP) და The Coca-Cola Company (KO).

Defensive – შედარებით სტაბილური აქციები

Defensive აქციები ძირითადად, უმეტეს ეკონომიკურ მდგომარეობებსა და საბაზრო გარემოში, სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს. ასეთი აქციები გვხვდება ისეტ კომპანიებში, რომლებიც ძირითი მოხმარების პროდუქტსა და მომსახურებას ყიდიან. Defensive აქციებს შეუძლია მკვეთრი დანაკარგებისგან დაიცვას პოტრფოლიო, მაშინ როდესაც აქციები სწრაფად იყიდება და მათზე ფასი იკლებს. ასეთი აქციების მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი კომპანიები: AT&T Inc. (T), Cardinal Health, Inc. (CAH).

IPO აქციები

 როდესაც კომპანია საჯარო ხდება, ის გამოსცემს აქციებს პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO). ასეთი აქციების განთავსება ხდება დისკონტით, მანამ სანამ კომპანიის აქციები საფონდო ბირჟის სიაში(listing) მოხვდება. IPO აქციებს შეიძლება ჰქონდეს „ჩაკეტვის“ პერიოდი, იმისთვის, რომ ვაჭრობის დაწყებისას ინვესტორების მიერ ყველა აქციის გაყიდვა თავიდან იქნას არიდებული. საბაზრო კომენტატორებმა შესაძლოა ტერმინი „IPO აქციები“ იმ აქციებზე მისანიშნებლად გამოიყენონ, რომლებიც ახლახანს მოხვდნენ listing-ში. ინვესტორებს შეუძლიათ IPO-ებს თვალი Nasdaq-ის ვებსაიტზე ადევნონ.

Penny აქციები – იგივე იაფი აქციები

Penny აქციები ისეთი აქციებია, რომელთა ფასიც $5-ზე ნაკლებია და ძალიან სპეკულაციურად ითვლება. ინვესტორებმა უმჯობესია გამოიყენონ ლიმიტები, იაფი აქციების ყიდვის ან გაყიდვის მოთხოვნის განთავსებისას, რადგან ეს აქციები ხშირად შეთავაზებულ და მოთხოვნილ ფასს შორის დიდი სპრედით(სხვაობით) ხასიათდება.

Penny აქციებმა ხალხში პოპულარობა ცნობილი ფილმის – „ვოლსტრიტის მგელის“ გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. ეს ფილმი ყოფილ აქციების ბროკერზეა, რომელმაც იაფი აქციების თაღლითური სქემა შეიმუშავა და განახორციელა.

ESG აქციები

 ეკოლოგიური, სოციალური და კორპორატიული მმართველობის (ESG) აქციები, ისეთი კომპანიის აქციებია, რომლებიც ყურადრებას ამახვილებენ გარემოს დაცვაზე, სოციალურ სამართლიანობაზე და ეთიკურ მმართველობით პრაქტიკებზე. ასეთი შეიძლება იყოს კომპანია, რომელიც თანახმაა შეამციროს ნახშირბადის ემისია ნაციონალურ და ინდუსტრიულ მიზანზე მეტად.

რა არის მთავარი განსხვავება ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებს შორის?

პრივილეგირებული აქციები აქციონერს კომპანიის შემოსავალზე პრიორიტეტის ქონის უფლებას აძლევს, მაგრამ ასეთ აქციონერებს, ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისგან განსხვავებით, არ გააჩნიათ ხმის მიცემის უფლება.

რა ტიპის ინვესტორებს შეესაბამება შემოსავლიანი აქციები?

შემოსავლიანი აქციები შეესაბამება ისეთ ინვესტორებს, რომლებსაც რისკი არ უყვართ და ეძებენ სტაბილურ შემოსავალს.

რა არის defensive აქციების მთავარი მახასიათებელი?

Defensive აქციები, როგორც წესი, უმეტეს ეკონომიკურ მდგომარეობებსა და საბაზრო გარემოში, სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს.

დასკვნა

აქციების ტიპების შესწავლა და მათ შორის განსხვავებების გააზრება ეხმარება ინვესტორს უფრო მომგებიანი გადაწყვეტილებები მიიღოს და მის პორტფელში რისკი სწორად მართოს.

წინა

Nvidia-ს შემოსავალების გამოქვეყნება ახლოვდება – რა უნდა გაითვალისწინოთ?

შემდეგი

რატომ გაიზარდა მზის ენერგიის კომპანიათა აქციების ფასები

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა მზის ენერგიის კომპანიათა აქციების ფასები

რატომ გაიზარდა მზის ენერგიის კომპანიათა აქციების ფასები

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved