• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ინფლაციისადმი მდგრადი 3 აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ

მარტი 24, 2022
in სიახლეები
ინფლაციისადმი მდგრადი 3 აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ
გაზიარება

S&P 500 ინფლაციის ტენდენციისგან ზეწოლას განიცდის. მაღალი ფასების ფონზე მოთხოვნის ვარდნასთან ერთად, ინვესტორები უფრო ნაკლებ ტოლერანტობას ავლენენ აქციების უფრო მაღალი ფასების მიმართ.

თუმცა არის რამდენიმე კომპანია, რომელსაც ინფლაციისგან სარგებლის მიღება შეუძლია. ინვესტორებმა, რომლებიც ეძებენ ასეთ პირობებში ზრდის უნარის მქონე აქციებს, უნდა განიხილონ Amazon, ExxonMobil და Roku. მოდით უფრო ახლოს განვიხილოთ ეს სამი ინფლაციისადმი მდგრადი აქცია და გავიგოთ ღირს თუ არა მათი ახლავე ყიდვა.

Inflation
  1. Amazon

ინფლაციურ გარემოშიც კი Amazon-ს შეუძლია ზურგის ქარით ისარგებლოს. ის უკვე დიდი ხანია არის განზოგადებული საცალო ვაჭრობის კომპანია, რომელიც ნებისმიერი ბიუჯეტისადმი შესაბამის ნივთებს ყიდის. ეს მოიცავს მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებსაც, რომლებსაც ნაკლებად ეხება მზარდი ფასები და დაბალ ფასიანი ნივთები.

გარდა ამისა, Amazon არის მოწინავე ქლაუდ გამოთვლების სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში. Grand View Research ამ სექტორისთვის 2030 წლამდე 16%-ის ოდენობით ნაერთ წლიურ ზრდის ტემპს (CAGR) პროგნოზირებს. ვინაიდან ეს ტექნოლოგია კომპანიებისთვის ხარჯებს ამცირებს, ფასების ზრდამ შეიძლება ასეთი შედეგი დააჩქაროს.

კომპანიამ 2021 წელს $470 მილიარდის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც 2020 წელთან შედარებით 22%-ით მეტია. ამ პერიოდში წმინდა მოგება 57%-ით გაიზარდა და $33.4 მილიარდი შეადგინა.

ამაზონმა პირველი კვარტლისთვის შემოსავლების ერთნიშნა ზრდა ივარაუდა, ზოგიერთი კი შიშობს, რომ კომპანიას ისტორიაში ყველაზე დიდი კვარტალური დანაკარგი ექნება.

მიუხედავად ამისა, ზარალი ამაზონის ძირითად ბიზნესთან არ არის დაკავშირებული და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შემოსავლების ორნიშნა ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ  50-ის ტოლი ფასი/საკუთარი კაპიტალი კოეფიციენტი მრავალწლიან მინიმუმთან არის ახლოს, ინვესტორებს შეიძლება Amazon-ის აქციების ფასდაკლებით ყიდვის უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდეთ.

  1. ExxonMobil

ნავთობის ფასების ზრდამ ExxonMobil-ს ხელი შეუწყო. ელექტრომობილების მზარდი პოპულარობის მიუხედავად, Energy Information Administration-ის თანახმად, ნავთობი და ბუნებრივი აირი 2020 წელს აშშ-ში ენერგიის მოხმარების 69%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ინვესტორები არ უნდა ელოდნენ ასეთ ენერგეტიკულ რესურსზე მოთხოვნის გაქრობას, ინფლაციის ან მის გარეშე.

უფრო მეტიც, ამერიკელების უმეტესობის საარსებო წყარო დამოკიდებულია სახლებისა და ავტომობილებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აუცილებლობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლების უმეტესობა იყიდის ენერგიას თითქმის ღირებულების გათვალისწინების გარეშე. გარდა ამისა, ვინაიდან ExxonMobil არის დივერსიფიცირებული ენერგეტიკული კომპანია, ის სარგებელს მიიღებს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქიმიკატების წარმოებით, ტრანსპორტირებითა და მარკეტინგით. ასეთი ბიზნესი ხელს უწყობს კომპანიის სტაბილურობის თითქმის ყველა ეკონომიკურ გარემოში შენარჩუნებას.

ამ სეგმენტმა 2021 წელს კომპანიისთვის $286 მილიარდის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშავა. შესაბამისად Exxon-მა ამ პერიოდში $23 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო და თითქმის $15 მილიარდი გასცა დივიდენდების სახით. დივიდენდური ანაზღაურება ახლა ერთ აქციაზე $3.52-ს შეადგენს და ზედიზედ 39 წლის განმავლობაში იზრდება.

ამასთანავე, კოვიდ-19-ის პანდემიისგან მიმდინარე აღდგენის წყალობით, ბოლო 12 თვის განმავლობაში აქციების ფასი 46%-ით გაიზარდა. კომპანიის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი, რომელიც 15-ის ტოლია, ნაკლებია Chevron იმავე მაჩვენებელზე (P/E = 20)

  1. Roku

სავარაუდოა, რომ ფასების ზრდა დაბალ ფასიან გართობაზე მოთხოვნას გაზრდის და ამ კუთხით Roku კარგად არის ბაზარზე პოზიციონირებული. ეს არის სტრიმინგ არხების აგრეგატორი, რომელთაგან ბევრს ის მომხმარებლისთვის უფასოდ ხელმისაწვდომს ხდის. კომპანიის დაბალ ფასიანი ტელევიზორებისა და სტრიმინგ ფლეერების გამო, მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას Roku-ს, კონკურენტ Alphabet-სა და Samsung-თან შედარებით.

თუმცა კომპანიის ძირითადი ნაწილი სარეკლამო პლატფორმა გახდა. როდესაც სატელევიზიო მედია სტრიმინგზე გადადის, Roku უზრუნველყოფს როგორც ეკოსისტემას, ასევე მომხმარებლების ბაზას, რომლებიც რეკლამების განმთავსებლებს სასურველ აუდიტორიამდე ხმის მიწვდენაში ეხმარება. ასეთ პლატფორმაზე მოთხოვნა უნდა გაიზარდოს, რადგან Mordor Intelligence-ის თანახმად 2026 ინდუსტრიის CAGR 14%-ის ტოლია.

Roku-მ 2021 წელს $2.8 მილიარდის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 56%-იანი ზრდაა. ამ ზრდამ კომპანია მომგებიანად აქცია, რადგან 2021 წელს წმინდა მოგება $242 მილიონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ Roku-ს პროგნოზის მიხედვით, შემოსავლების ზრდა 25%-მდე უნდა შენელდეს, ეს კომპანიას მაინც უნარჩუნებს ინფლაციაზე მაღალ ტემპს.

გარდა ამისა, ტექნოლოგიური აქციების მასიურმა გაყიდვამ, გასართობი კომპანიის აქციები დააზარალა. მათი ფასი ბოლო 12 თვის განმავლობაში თითქმის მესამედით დაეცა. Roku-ს P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი მრავალწლიან მინიმუმამდე – 6-მდე შემცირდა. ამ კომპანიის აქციების ფასმა, შეიძლება, კოლოსალური ზრდა განიცადოს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს დარჩება ინფლაცია მომხმარებლების პრობლემად.

წინა

საერთაშორისო ბირჟებზე მოვაჭრე რუსული კომპანიების დეფოლტის რისკი იზრდება

შემდეგი

ობლიგაციების რეკორდული ზარალი შემცირდა – აშშ-ის აქციების ფასი ეცემა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ობლიგაციების რეკორდული ზარალი შემცირდა – აშშ-ის აქციების ფასი ეცემა

ობლიგაციების რეკორდული ზარალი შემცირდა - აშშ-ის აქციების ფასი ეცემა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved