• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nvidia 3 ახალ, მძლავრ AI ჩიპს აანონსებს – რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?

მარტი 25, 2022
in სიახლეები
Nvidia 3 ახალ, მძლავრ AI ჩიპს აანონსებს – რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა?
გაზიარება

Nvidia-ს ინოვაციის ძრავა მაღალი სიჩქარით მუშაობს. ძნელია მოკლედ შევაჯამოთ ყველა ახალი პროდუქტი და სერვისი, რომელიც 21 მარტს დაწყებული ტექნოლოგიური კომპანიის ყოველწლიურ საგაზაფხულო GPU (გრაფიკული პროცესორი) ტექნოლოგიების კონფერენციაზე (GTC) დაანონსდა. მაგრამ Nvidia-ს მძლავრი ახალი ჩიპების დიზაინი და სისტემები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე (AI) არის მიმართული, დასაწყებად კარგი ადგილია.

Nvidia-მ გამოაქვეყნა სამი ასეთი სისტემა, რომელთაგან თითოეული გამოთვლითი სიმძლავრის საზღვრებს აჭარბებს და შექმნილია იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემის პოტენციალის გასახსნელად ერთად იმუშაოს.

აქციონერებისთვის ამაში ბევრი რამ არის გასაოცარი.

Nvidia

წარმოგიდგენთ ახალ GPU-ს – “Hopper”-ს

თითქმის ორი წლის წინ, Nvidia-მ, მათემატიკოსისა და ფიზიკოსის – ანდრე-მარი ამპერის სახელით, გამოუშვა თავისი “Ampere” არქიტექტურა მონაცემთა ცენტრისა და AI გრაფიკული პროცესორებისთვის. Ampere იყო Nvidia-ს DGX A100 სუპერკომპიუტერული სისტემის მიღმა არსებული ტექნოლოგია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აჩქარებდა მონაცემთა ცენტრებს და აძლიერებდა ყველა სახის სერვისს დაწყებული ვიდეო თამაშების სტრიმინგით, დამთავრებული ჯანდაცვის კრიტიკული პრობლემების გადაჭრით.

წელს, აღმასრულებელმა დირექტორმა – ჯენსენ ჰუანგმა დააანონსა “Hopper” (კომპიუტერული მეცნიერის – გრეის ჰოპერის სახელით) კომპანიის AI გრაფიკული პროცესორების მემკვიდრე. Hopper GPU დაფუძნებულია Taiwan Semiconductor Manufacturing-ის 4-ნანომეტრიან პროცესზე და აქვს 80 მილიარდი ტრანზისტორი (DGX A100-ში 54 მილიონი ტრანზისტორია). Hopper ამუშავებს ახალ DGX H100 სუპერკომპიუტერულ ერთეულს AI-სა და მონაცემთა ცენტრების მაღალი ხარისხის გამოთვლებისთვის.

ჰუანგმა თქვა, რომ Hopper არის მხოლოდ Ampere-ის განახლება (თუმცა Nvidia-ს ახალი ტექნოლოგია ძველი თაობის აპარატურასთან ყოველთვის თავსებადია). ჰუანგმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ 20 ცალ H100 GPU-ს მთელი მსოფლიოს ინტერნეტ ტრაფიკის ეკვივალენტის საკმარისი გამოთვლითი სიმძლავრე აქვს.

მონაცემების დამუშავება ერთია – მათი გადატანა კი სხვა საკითხია

Nvidia-ს უნარი, ხელოვნური ინტელექტის გასაძლიერებლად დაეხმაროს თავის მომხმარებლებს მონაცემთა დიდი რაოდენობით დამუშავებაში, ცნობილია. რამდენიმე წლის წინ Mellanox-ის, ხშირად შეუმჩნეველი, შეძენის წყალობით კომპანიის სპეციალობა მონაცემების გადატანაც არის.

ეს იყო ახალი NVLink-C2C ჩიპის არსი, რომელიც Nvidia-ს მონაცემთა ურთიერთდაკავშირების ცოდნას ეფუძნებოდა. Nvidia-მ NVLink-C2C ჯერ კიდევ 2014 წელს გამოუშვა, რათა უფრო სწრაფად დაეკავშირებინა მონაცემები თავის GPU-ებსა და სხვა ცენტრალური დამუშავების ერთეულებს შორის. ახალი NVLink-C2C აჩქარებს ამ პროცესს და ასევე ხსნის ახალი ტიპის ჩიპების დაკავშირების უნარს. სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელწოდებაში “C2C”, ანუ ჩიპიდან ჩიპზე. ეს ინჟინრებს საშუალებას აძლევს მორგებული კონფიგურაციები შექმნან, რადგან მათ ახლა შეუძლიათ მჭიდროდ დააკავშირონ GPU-ები, CPU-ები, DPU-ები, NIC-ები და SOC-ები მონაცემთა გადაცემის შეფერხების გარეშე ურთიერთკავშირით.

“Grace” არის ორი CPU ერთში

2021 წლის გაზაფხულის GTC-ზე ჰუანგმა დააანონსა მომავალი CPU მონაცემთა ცენტრებისთვის, რომელსაც Nvidia-მ “Grace” უწოდა და ის 2023 წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. ამ წელს გამოვიდა Grace CPU Superchip, რომელიც ორ, ზემოთ ხსენებულ NVLink-C2C ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ Grace CPU-ს აერთიანებს.

Nvidia-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Grace Superchip საკმარისად მოქნილია იმისთვის, რომ იმუშაოს დამოუკიდებლად, როგორც ცალკეულმა სერვერმა. NVLink-C2C შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ურთიერთდაკავშირება Grace CPU Superchip-სა და Hopper GPU-ებს შორის.

ტექნიკური მახასიათებლები ინვესტორების ენაზე

რას ნიშნავს მთელი ეს ტექნოლოგიური ინოვაცია თქვენთვის, როგორც აქციონერისთვის? თუ Nvidia კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ იქნება, ის მიიღებს განმეორებით შეკვეთებს, როდესაც მომხმარებლებს მოწყობილობების განახლება დასჭირდებათ. მონაცემთა ცენტრების უფრო დიდი ბაზარზე კვლავ Intel და Advanced Micro Devices დომინირებს, ასე რომ, Nvidia-ს ამ სივრცეში შეჭრა კომპანიას უამრავ შესაძლებლობას მოუტანს.

გარდა ამისა, Nvidia, თავისი მოწყობილობებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობების შექმნით, მომხმარებლებთან ურთიერთობას აძლიერებს. ვერტიკალური ინტეგრაციის ეს დონე შეუდარებელია ნახევარგამტარების ინდუსტრიაში. Nvidia ვიდეო თამაშების ნახევარგამტარული დიზაინერიდან სრულყოფილ ტექნოლოგიურ პლატფორმაზე გადავიდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციები მიმართავენ Nvidia-ს, რათა მათ ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტი დანერგონ და ეს კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისთვის ძალიან ხელსაყრელია.

წინა

ობლიგაციების რეკორდული ზარალი შემცირდა – აშშ-ის აქციების ფასი ეცემა

შემდეგი

რუსეთის საფონდო ბირჟა კვლავ გაიხსნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რუსეთის საფონდო ბირჟა კვლავ გაიხსნა

რუსეთის საფონდო ბირჟა კვლავ გაიხსნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved