• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

შესაძლოა, AI-ით აღჭურვილმა iPhone 16-მა Apple-ის აღორძინება გამოიწვიოს

აგვისტო 12, 2024
in სიახლეები
შესაძლოა, AI-ით აღჭურვილმა iPhone 16-მა Apple-ის აღორძინება გამოიწვიოს
გაზიარება

საინვესტიციო ფირმის — Wedbush Securities-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Apple-ის (AAPL) ხელოვნური ინტელექტით (AI) განპირობებული ზრდის ციკლი შეიძლება აღმოჩნდეს უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი. მათ iPhone 16-ის მიწოდების პროგნოზები გაზარდეს აზიაში მოთხოვნის პერსპექტივების გადახედვის საფუძველზე.

Wedbush Securities-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს: „აზიის ბოლოდროინდელი მონაცემები გვაძლევს მეტ თავდაჯერებას, რომ განახლების ციკლი Apple-ისთვის მომავალი წლის განმავლობაში დიდი ხნის ნანატრ ზრდის აღორძინებას განაპირობებს“. აქ საუბარია მომხმარებლების მიერ Apple-ის მოწყობილობების განახლების ციკლზე — აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები 2.2 მილიარდ iOS მოწყობილობას და 1.5 მილიარდ iPhone-ს ფლობენ.

ბოლო პერიოდში Apple-ს ჩინეთის ბაზარზე სირთულეებთან მოუწია შეჭიდება, რაც გაზრდილი კონკურენციითა და საფასო ზეწოლით იყო განპირობებული. მესამე კვარტალში ჩინეთში Apple-ის გაყიდვები წლიურად 6.5%-ით შემცირდა, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ კუკმა თქვა, რომ აქედან დაახლოებით 3% ვალუტის კურსის მერყეობასთან იყო დაკავშირებული. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, რეგიონში გაუმჯობესების ნიშნებია ფისკალური 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით. ეს კი მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელმა ფასდაკლებებმა შედეგი გამოიღო.

Wedbush-ის ანალიტიკოსებმა iPhone 16-ის მიწოდების პროგნოზები მინიმუმ 90 მილიონამდე გაზარდეს, რაც უფრო მაღალია, ვიდრე უოლ სტრიტის მოლოდინი — 80-84 მილიონი. საინვესტიციო ფირმაში აღნიშნეს, რომ iPhone-ის დაახლოებით 300 მილიონ მომხმარებელს მოწყობილობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ განუახლებია.

Wedbush-ში ასევე ხაზი გაუსვეს დიდ მოლოდინს iPhone 16-თან და Apple Intelligence-თან დაკავშირებით. სმარტფონის ახალი მოდელი, სავარაუდოდ, სექტემბერში გამოვა, ხოლო მისი AI განახლებები, უფრო მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი.

Wedbush-ის ანალიტიკოსების თქმით, Apple-ის მოწყობილობებში AI-ის ინტეგრაციამ და მასთან დაკავშირებულმა მონეტიზაციის შესაძლებლობებმა შეიძლება ინვესტორებისთვის თითო აქციას $30-$40 დაამატოს.

საინვესტიციო ფირმაში გასულ თვეში განაცხადეს, რომ, შესაძლოა, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $4 ტრილიონს მიაღწიოს iPhone-ის განახლების ციკლის მოახლოებასთან ერთად, რაც სწორედ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით აღჭურვილი iPhone 16-ის გამოშვებით იქნება გამოწვეული.

„უოლ სტრიტი ახლა იწყებს ნელ-ნელა იმის აღიარებას, რომ კომპანია, Apple Intelligence-ის საშუალებით, სამომხმარებლო ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის კარიბჭე იქნება“ — განაცხადეს Wedbush-ის ანალიტიკოსებმა.

საინვესტიციო ფირმაში მიიჩნევენ, რომ სამომხმარებლო ხელოვნური ინტელექტის ათვისების ტალღა შეიძლება სწორედ iPhone 16-ის საშუალებით, სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყოს.

როგორ აფასებს უოლ სტრიტი Apple-ის აქციებს?

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $218.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $248.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.

წინა

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

შემდეგი

რა ხდებოდა 12 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 12 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 12 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved