• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

აგვისტო 12, 2024
in სიახლეები
რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
გაზიარება

მიმდინარე კვირა შემოგვთავაზებს ახალ მონაცემებს აშშ-ში ინფლაციის, საბინაო ბაზრისა და საცალო გაყიდვების შესახებ. ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) რამდენიმე სპიკერი ასევე გააკეთებს განცხადებას კვირის განმავლობაში, რაც პოტენციურად მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის აშშ-ის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ.

მიმდინარე კვირაში ინვესტორები მიიღებენ მეტ სიახლეს სამომხმარებლო ხარჯების სიჯანსაღის შესახებ, როდესაც საცალო ვაჭრობის ცნობილი კომპანიები — Walmart (WMT) და Home Depot (HD) კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებენ.

ახალი მონაცემები ინფლაციის, საბინაო ბაზრისა და საცალო გაყიდვების შესახებ

ხვალ გამოქვეყნდება მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) მონაცემები, რომლებიც მოგვაწვდის განახლებულ ინფორმაციას საბითუმო ინფლაციის შესახებ, ხოლო ოთხშაბათს გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) გვიჩვენებს, განაგრძობს თუ არა სამომხმარებლო ინფლაცია კლების ტენდენციას წინა თვეში წლიურად 3%-ით ვარდნის შემდეგ.

ინფლაციის უახლესმა მონაცემებმა შეიძლება გავლენა იქონიოს Fed-ის პოზიციებზე საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. ფასების ზეწოლის შემსუბუქებამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინები გაზარდოს, ხოლო უფრო მაღალი მაჩვენებლების გამოქვეყნება გაზრდის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ Fed განაკვეთებს უცვლელად შეინარჩუნებს.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოსაზრებას გამოთქვამენ ატლანტას, სენტ-ლუისის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს Fed-ის პრეზიდენტები, შესაბამისად, რაფაელ ბოსტიჩი, ალბერტო მუსალემი, პატრიკ ჰარკერი და ოსტან გოლსბი. სავარაუდოდ, მათი კომენტარები დაგვეხმარება, არსებულ სიტუაციაში უკეთ გავერკვეთ.

ბაზრის დამკვირვებლები ასევე გაეცნობიან სახლის მშენებლებისა და მომხმარებლების განწყობების გამოკითხვებს მონაცემებს, შესაბამისად, ოთხშაბათს და პარასკევს. ხუთშაბათს კი გამოქვეყნდება საცალო გაყიდვების მონაცემები. შედარებისთვის, ივლისის ანგარიში საოცრად ძლიერი იყო, რომელმაც აჩვენა, რომ მომხმარებლებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ხარჯვის მადა.

ინვესტორები, სავარაუდოდ, დიდი ყურადღებით დააკვირდებიან ყოველკვირეულ უმუშევრობის პირველადი განაცხადების მონაცემებს, რომლებიც ხუთშაბათს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნის ყოველკვირეული მაჩვენებელი 3 აგვისტოს დასრულებული კვირისთვის, მოსალოდნელზე დაბალი — 233,000 აღმოჩნდა (ეკონომისტების პროგნოზი — 240,000). ამან ხელი შეუწყო გასულ პარასკევს გამოქვეყნებული უმუშევრობის მონაცემებით გამოწვეული მღელვარების შემსუბუქებას.

საცალო მოვაჭრეების კვარტალური ანგარიშები

საცალო გაყიდვების მონაცემებთან ერთად, ხუთშაბათს კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს აშშ-ის უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანია — Walmart. აღსანიშნავია, რომ მისი პირველი მეოთხედის მონაცემებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა.

მაჩვენებელი ფისკალური 2025 წლის I კვარტალი მენეჯმენტის მოლოდინები ფისკალური 2024 წლის I კვარტალი წლიური ცვლილება (%)
კონსოლიდირებული შემოსავალი $161.5 მილიარდი 4%-5%-იანი ზრდა $152.3 მილიარდი 6%
საოპერაციო შემოსავალი $6.84 მილიარდი 3%-4.5%-იანი ზრდა $6.24 მილიარდი 9.6%
კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი $7.1 მილიარდი არ არის ცნობილი $6.24 მილიარდი 13.7%
კორექტირებული EPS $0.60 $0.49-$0.52 $0.49 22.4%

ამავდროულად, ხვალ Home Depot წარადგენს კვარტალურ შედეგებს და მოსალოდნელია, რომ გაყიდვები და მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოდნავ შემცირდება, რადგან ინფლაციისგან დაღლილმა მომხმარებლებმა სახლის გაუმჯობესების პროექტებისთვის დიდი ხარჯების გაწევაზე უარი თქვეს.

მიმდინარე კვირაში ინვესტორები ასევე შეძლებენ საცალო ვაჭრობის საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღებას, როდესაც ელექტრონული კომერციის ჩინური გიგანტები — Alibaba და JD.com კვარტალურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ.

სტატიაში ნახსენები კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 9 აგვისტოს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

შესაძლოა, AI-ით აღჭურვილმა iPhone 16-მა Apple-ის აღორძინება გამოიწვიოს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, AI-ით აღჭურვილმა iPhone 16-მა Apple-ის აღორძინება გამოიწვიოს

შესაძლოა, AI-ით აღჭურვილმა iPhone 16-მა Apple-ის აღორძინება გამოიწვიოს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved