• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Microsoft და BlackRock $30-მილიარდიანი AI ინფრასტრუქტურის ფონდის შექმნას აანონსებენ

სექტემბერი 19, 2024
in სიახლეები
Microsoft და BlackRock $30-მილიარდიანი AI ინფრასტრუქტურის ფონდის შექმნას აანონსებენ
გაზიარება

Microsoft-ისა (MSFT) და BlackRock-ის (BLK), მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მენეჯერის, წარმომადგენლებმა $30-მილიარდიანი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის ფონდის მოზიდვის გეგმები დააანონსეს. მიზანი არის მონაცემთა ცენტრების აშენება და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, ძირითადად აშშ-ში.

ორი კომპანია, საინვესტიციო ფირმებთან — Global Infrastructure Partners-თან და MGX-თან ერთად, მოიზიდავს საწყისი კერძო კაპიტალის დაფინანსებას ინვესტორებისგან, აქტივების მფლობელებისგან და კორპორაციებისგან.

პარტნიორობა, სახელწოდებით Global AI Infrastructure Investment Partnership (GAIIP), განახორციელებს ინვესტიციას ახალ და გაფართოებულ მონაცემთა ცენტრებში, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა გამოთვლით შესაძლებლობებზე. ამასთან ის ფულს დააბანდებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, რათა ამ ობიექტებისთვის ენერგიის ახალი წყაროები შეიქმნას.

Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის — სატია ნადელას თქმით, GAIIP არის „მოწოდებული, რომ დარწმუნდეს, AI ხელს უწყობს ინოვაციების წინსვლას და ზრდას ეკონომიკის ყველა სექტორში“.

საგულისხმოა, რომ ტექნოლოგიური გიგანტი განიცდის ზეწოლას, წარმოაჩინოს თავისი AI დანახარჯების სარგებლიანობა ინვესტორებისთვის. ივლისში Microsoft-ის წარმომადგენლებმა ინვესტორებს განუცხადეს, რომ კომპანია აპირებს, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები გაზარდოს, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რომელიც, მენეჯმენტის თქმით, აღემატება Microsoft-ის ამჟამინდელ შესაძლებლობებს.

ფონდი ინვესტიციებს აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებშიც განახორციელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანხის ძირითადი ნაწილი აშშ-ში AI ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდისთვის დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი მოხმარდება ინვესტიციებს აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებში.

BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ლარი ფინკმა თქვა, რომ კერძო კაპიტალის მიღება მონაცემთა ცენტრებისა და სხვა AI ინფრასტრუქტურის ასაშენებლად „გახსნის მრავალი ტრილიონი დოლარის ოდენობის გრძელვადიანი ინვესტიციის შესაძლებლობას“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე Microsoft-თან დაკავშირებით

გუშინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავი გახდა ცნობილი: ევროკავშირის (EU) აღმასრულებელმა ორგანომ — ევროკომისიამ Microsoft-ისა და Inflection AI-ის შეთანხმებასთან დაკავშირებული ანტიმონოპოლიური გამოძიება შეწყვიტა.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ EU-ს შვიდმა წევრმა ქვეყანამ გააუქმა Microsoft-თან დაკავშირებული ანტიმონოპოლიური გამოძიების პირველადი მოთხოვნა. კომისიაში აცხადებენ, რომ ამის გამო ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ გაერთიანებული სამეფოს (UK) კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი დადგენილებით, Microsoft-ის (MSFT) მიერ Inflection AI-ის ყოფილი თანამშრომლების დაქირავება და AI სტარტაპთან დაკავშირებული შეთანხმებები კონკურენტული გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება გარიგებას, მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-მა გადაიხადა $650 მილიონი Inflection-ის ტექნოლოგიის ლიცენზირებისთვის. ტექნოლოგიურმა კომპანიამ ასევე დაიქირავა Inflection-ის გუნდის მთავარი წევრები. სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოში კი გაჩნდა ეჭვები, რომ, შესაძლოა, ამ შეთანხმებამ შერწყმისა და შესყიდვის (M&A) ანტიმონოპოლიური წესები დაარღვიოს.

მარტში ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ AI განყოფილებისთვის დაიქირავა Inflection-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი და Inflection-ის მთავარი მეცნიერი, კარენ სიმონიანი. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის AI განყოფილებას Infection-ის გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდა, მათ შორის ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული AI ინჟინერი, მკვლევარი და დეველოპერი.

გარდა ამისა, Inflection-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Inflection-2.5, კომპანიის AI მოდელი, Microsoft Azure-ზე განთავსდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ისა და BlackRock-ის აქციებს?

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $431.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $501.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.3%-იან ზრდას გულისხმობს.  კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

BlackRock-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $923.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $940.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,036.00-ს, ხოლო მინიმალური — $774.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი BlackRock-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს.  კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

ევროკავშირის სასამართლომ Google-ს $1.7 მილიარდის ოდენობის ჯარიმა გაუუქმა

შემდეგი

ლეგენდარული ქალი ინვესტორები

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ლეგენდარული ქალი ინვესტორები

ლეგენდარული ქალი ინვესტორები

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved