• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ლეგენდარული ქალი ინვესტორები

სექტემბერი 20, 2024
in ადამიანები
ლეგენდარული ქალი ინვესტორები
გაზიარება

ფინანსების სამყაროში კვლავ მამაკაცები დომინირებენ, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში. თუმცა ამ სფეროში ახლა უფრო მეტი შესაძლებლობაა ქალებისთვის, დიდწილად იმ ქალების წყალობით, რომლებიც ამ სფეროში პიონერებად მოგვევლინნენ.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით რამდენიმე ლეგენდარული ქალი ინვესტორის შესახებ, რომელმაც საინვესტიციო სამყაროში დიდ წარმატებას მიაღწია.

ჯერალდინ ვაისი

ჯერალდინ ვაისი, რომელსაც „დივიდენდების დიდებულ ქალბატონს“ ეძახდნენ, იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც ფინანსების სფეროში სახელი გაითქვა და დაამტკიცა, რომ ქალები შეიძლება წარმატებული ინვესტორები იყვნენ. ინვესტირების შესახებ მან შეიტყო წიგნების კითხვით, მშობლების საუბრების მოსმენით, კოლეჯში ბიზნესისა და ფინანსების შესწავლით.

1962 წელს ჯერალდინმა ინვესტირება დაიწყო და სცადა მუშაობა ბირჟის ბროკერად ან ანალიტიკოსად დაეწყო. თუმცა მას უარი უთხრეს, რადგან არ სჯეროდათ, რომ ქალი ამ სფეროში წარმატების მიღწევას შეძლებდა. 1966 წელს მან პარტნიორთან — ფრედ უიტმორთან ერთად საინფორმაციო ბიულეტენი — Investment Quality Trends დააარსა. ამით იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც საზოგადოებისთვის საინვესტიციო საკონსულტაციო სერვისის შეთავაზება დაიწყო. დარწმუნებულმა, რომ ამ სფეროში წარმატების მიღწევა შეეძლო, ჯერალდინმა უიტმორის წილიც შეიძინა და თავად გახდა ფირმის ერთპიროვნული მმართველი. იმ დროისათვის გავრცელებული შეხედულებების გამო, იგი საინფორმაციო ბიულეტენს ხელს ასე ასწერდა — „ჯ. ვაისი“, რათა მკითხველს ჯერალდინის სქესი ვერ გაეგო.

Geraldine Weiss

Investment Quality Trends-მა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მოიპოვა ერთგული მკითხველები, რომლებიც, ჯერალდინის რჩევების წყალობით, ფულს გამოიმუშავებდნენ. 1977 წელს ვაისი გამოჩნდა პოპულარულ თოქ-შოუში — „უოლ სტრიტის კვირა ლუი რუკეიზერთან ერთად“ და გამოავლინა, რომ ქალი იყო. მართალია, Investment Quality Trends-ის მკითხველებისთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ისინი იმდენ ფულს გამოიმუშავებდნენ, რომ ამ რჩევების ავტორის სქესი საერთოდ არ აინტერესებდათ. ჯერალდინმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა და მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა ცნობილ ფინანსურ გამოცემებში, როგორებიც არის Los Angeles Times, Fortune, Barron’s და The Wall Street Journall.

ჯერალდინ ვაისი Investment Quality Trends-ს 36 წლის განმავლობაში აქვეყნებდა (სანამ 2002 წელს პენსიაზე გავიდოდა) და რთულ საბაზრო პირობებშიც კი საშუალოზე მაღალ ანაზღაურებას აღწევდა. ეს საინფორმაციო ბიულეტენი დღესაც გამოდის და ჯერალდინის სტრატეგიას მიჰყვება.

მურიელ ზიბერტი

მურიელ ზიბერტმა კოლეჯის დამთავრების გარეშე მოიპოვა საწყისი დონის კვლევითი პოზიციები ფინანსებში, 1967 წელს კი დააარსა საბროკერო ფირმა — Muriel Siebert & Co. კომპანიის დარეგისტრირების პროცესი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) მოიცავდა უამრავ უარყოფას მამაკაცებისგან, რომლებიც უარს ამბობდნენ მისი განაცხადის სპონსორობაზე. გარდა ამისა, ბირჟაზე შესვლისთვის მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო საჭირო, რაც დიდ ფულად სახსრებთან იყო დაკავშირებული. თუმცა მურიელმა ამ წინაღობების გადალახვა მოახერხა და მისი ფირმა გახდა პირველი NYSE-ზე, რომელიც ქალის მფლობელობაში იყო.

1975 წელს, მას შემდეგ რაც ფედერალურმა მთავრობამ გააუქმა ბროკერებისთვის ფიქსირებული საკომისიოები, მურიელი გადავიდა ინვესტორებისთვის ფასდაკლებული საბროკერო სერვისის შეთავაზებაზე, რაც იმ დროისთვის ახალი კონცეფცია იყო.

Muriel Siebert

მურიელ ზიბერტმა მოღვაწეობა განაგრძო პოლიტიკაში, კიდევ ერთ სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებენ. როგორც ნიუ-იორკის შტატის საბანკო დეპარტამენტის ზედამხედველმა 1977-დან 1982 წლამდე (პირველი ქალი ამ თანამდებობაზე), მან ხელი შეუწყო ბანკების წარუმატებლობის თავიდან აცილებას მღელვარე ბაზარზე.

აბბი ჯოზეფ კოენი

აბი ჯოზეფ კოენი ათწლეულების განმავლობაში იყო პატივსაცემი და დამსახურებული პორტფელის სტრატეგი. ფედერალური სარეზერვო საბჭოს (FRB) ეკონომისტად მუშაობის შემდეგ, კოენმა კარიერა განაგრძო რაოდენობრივ სტრატეგად და ეკონომისტად მუშაობა მსხვილ ფინანსურ ფირმებში, მათ შორის T. Rowe Price-ში. 1990 წელს კოენი Goldman Sachs-ს შეუერთდა, 1998 წელს კი ფირმის პარტნიორი გახდა. 1990-იანი წლების bull market-ის შესახებ პოზიტიურმა და ზუსტმა პროგნოზებმა ის ფინანსებისა და მედიის ვარსკვლავად აქცია.

Abby Joseph Cohen

კოენი პენსიაზე გავიდა 2021 წლის ბოლოს, როგორც მთავარი სტრატეგი და Goldman’s Global Market Institute-ის პრეზიდენტი. ამის შემდეგ ის კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნესის პროფესორი გახდა. კოენი იქ კვლავ ასწავლის, კოლუმბიის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის განყოფილებაში.

მელოდი ჰობსონი

მელოდი ჰობსონი არის ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ფინანსური განმანათლებელი, რომელიც სიღარიბეში დაიბადა. მისი მისია ამ მოცემულობიდან გაქცევა, წარმატების მიღწევა და ფულის უკეთ მართვაში სხვების დახმარება გახდა. ინვესტორმა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დედამისი ცუდ ფინანსურ გადაწყვეტილებებს იღებდა, რაც იწვევდა ოჯახის გამოსახლებას, უკეთეს შემთხვევაში კი მათ ელექტროენერგიის ან სატელეფონო მომსახურების გარეშე ტოვებდა. მელოდის თქმით, სწორედ ამ გამოცდილებამ აიძულა იგი, ფულის სწორად მართვით შეპყრობილი გამხდარიყო. საბოლოოდ კი ამან ინვესტორი ფინანსურ კარიერამდე მიიყვანა.

Mellody Hobson

1991 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის შესწავლის დასრულების შემდეგ, მელოდიმ მუშაობა დაიწყო Ariel Investments-ში, რომელსაც მისი მეგობარი, ასევე პრინსტონის კურსდამთავრებული — ჯონ როჯერს უმცროსი მართავდა. მან ამ ფირმაში კარიერული საფეხურები სწრაფად გაიარა, 2000 წელს Ariel Investments-ის პრეზიდენტი, ხოლო 2019 წელს თანა-აღმასრულებელი დირექტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ მან თავისი 30-წლიანი კარიერა საზაფხულო სტაჟიორად მუშაობით დაიწყო.

Ariel Investments არის ჩიკაგოში დაფუძნებული კომპანია, რომელიც მართავს ინდივიდუალური და ინსტიტუციური ინვესტორების აქტივებს საკუთარი ურთიერთდახმარების ფონდებისა და ცალკე მართული ანგარიშების მეშვეობით.

აბიგაილ ჯონსონი

მილიარდერი აბიგაილ ჯონსონი Fidelity Investments-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი 2014 წელს, კომპანიაში თითქმის 25-წლიანი მუშაობის შემდეგ, გახდა . ის არის Fidelity-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის — ედვარდ ჯონსონ III-ის ქალიშვილი და კომპანიის დამფუძნებლის შვილიშვილი. აბიგაილი ფლობს კომპანიის თითქმის 28.5%-ს და ამჟამად მისი ქონება დაახლოებით $31.3 მილიარდად არის შეფასებული.

Abigail Johnson

ეჭვგარეშეა, რომ წარმატებულ ოჯახში დაბადება დაეხმარა ჯონსონს მისულიყო იქამდე, სადაც დღეს არის. თუმცა Fidelity-ს ზედმეტად დიდი პასუხისმგებელი აკისრია იმისთვის, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი ვინმე მხოლოდ კარგი წარმომავლობის გამო გახდეს. აბიგაილმა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ჰარვარდში მიიღო, შემდეგ ის მუშაობდა მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლად, ანალიტიკოსად და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იკავებდა Fidelity-ში კაპიტალის პორტფელის მენეჯერის თანამდებობას, სანამ აქ აღმასრულებელი დირექტორი გახდებოდა.

დებორა ფარინგტონი

დებორა ფარინგტონი არის ნიუ-იორკში დაფუძნებული ვენჩურული კაპიტლის ფირმის — StarVest Partners-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ის არის ერთ-ერთი პიონერი SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) ინვესტიციების განხორციელებაში. StarVest, რომელიც დაარსდა 1998 წელს, ერთ-ერთი უმსხვილესი ვენჩურული კაპიტალის ფირმაა ამერიკაში, რომლის მმართველთა უმეტესობაც ქალია.

StarVest იყო ადრეული და ძირითადი ინვესტორი NetSuite-ში (ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია). ფარინგტონი ამ უკანასკნელის მთავარი დირექტორი და კომპენსაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო მანამ, სანამ კომპანიას 2016 წელს Oracle $9.4 მილიარდად შეიძენდა.

დებორა რამდენჯერმე იქნა შეყვანილი Forbes-ის Midas-ის სიაში — საუკეთესო ვენჩურული კაპიტალისტების რეიტინგში. 2018 წელს ფარინგტონს მიენიჭა საგარეო პოლიტიკის ასოციაციის ასწლეულის მედალი თავისი მიღწევებისთვის ფინანსურ მომსახურებაში. ჯონსონის მსგავსად, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში მოიპოვა.

Hetty Green

ჰეტი გრინი

კიდევ ერთი ლეგენდარული ქალი ინვესტორი იყო ჰეტი გრინი, რომელიც 1916 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა, პრესამ მას „მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი“ უწოდა — მისი ქონება $100 მილიონზე მეტად იყო შეფასებული. მას კიდევ ერთი საინტერესო ტიტული ჰქონდა — „უოლ სტრიტის ჯადოქარი“. ჰეტიმ მამისა და დეიდის მიერ 1865 წელს დატოვებული ქონება, რომელიც $5-$10 მილიონს შეადგენდა (ცნობები განსხვავებულია), 51 წლის განმავლობაში დღევანდელი ეკვივალენტით დაახლოებით $2.8 მილიარდამდე გაზარდა.

ჰეტი გრინის ბიოგრაფიას შეგიძლიათ, ვრცლად ამ ბმულზე გაეცნოთ.

წინა

Microsoft და BlackRock $30-მილიარდიანი AI ინფრასტრუქტურის ფონდის შექმნას აანონსებენ

შემდეგი

გუშინ S&P 500 და DJIA ინდექსებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ S&P 500 და DJIA ინდექსებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია

გუშინ S&P 500 და DJIA ინდექსებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved