• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

მთავარი სიახლეები Nvidia-ს ყოველწლიური ტექნოლოგიური კონფერენციიდან

მარტი 19, 2024
in სიახლეები
მთავარი სიახლეები Nvidia-ს ყოველწლიური ტექნოლოგიური კონფერენციიდან
გაზიარება

Nvidia-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა გუშინ კომპანიის ყოველწლიური GPU ტექნოლოგიური კონფერენცია (GTC) Blackwell პლატფორმის წარდგენით, ინდუსტრიის ლიდერებთან პარტნიორობის გაღრმავების დაანონსებით და ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმოჩენით დაიწყო.

Nvidia-ს ღონისძიებას, რომელიც ხუთშაბათამდე გრძელდება, ინვესტორები მოუთმენლად ელოდნენ. მათ სურთ გაეცნონ ჩიპების მწარმოებლის ხელოვნური ინტელექტის ინიციატივებს და პარტნიორობებს. კომპანიის AI-ით გაძლიერებული ზრდის პერსპექტივების მიმართ ოპტიმიზმის ფონზე, წლის დასაწყისიდან Nvidia-ს აქციების ფასი დაახლოებით 84%-ით არის გაუმჯობესებული.

დღევანდელ სტატიაში კი ჯენსენ ჰუანგ პრეზენტაციიდან და კომპანიის მენეჯმენტის მიერ ღონისძიების პირველ დღეს გაკეთებული განცხადებებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ.

Blackwell-ის, „მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ჩიპის“, წარდგენა

გუშინ Nvidia-მ წარადგინა Blackwell-ის პლატფორმა — AI-ზე მომუშავე ტექნოლოგიის უახლესი ვერსია. კომპანიაში აცხადებენ, რომ Blackwell GPU არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ჩიპი, რომელსაც დაეყრდნობა კომპიუტერული გამოთვლების ახალი ეპოქა.

ახალი სისტემა უფრო ქმედუნარიანი და ეფექტიანია, ვიდრე მისი წინამორბედი — Hopper.

„რეალურად, Blackwell-ის მიერ ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება Hopper-ის შესაძლებლობებს“ — თქვა ჯენსენ ჰუანგმა.

Nvidia-ს მენეჯმენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ, Hopper-თან შედარებით, Blackwell-ის არქიტექტურას შეუძლია, გენერაციული AI-ის დიდი ენობრივი მოდელი (LLM) დაახლოებით 25-ჯერ ნაკლები ხარჯითა და ენერგიით ამუშაოს.

Nvidia-მ ასევე წარადგინა GB200 Grace Blackwell Superchip — „მასიური სუპერ ჩიპი“, რომელიც NVIDIA B200 Tensor Core GPU-ს NVIDIA Grace CPU-სთან აკავშირებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ GB200 ასევე ხელმისაწვდომი იქნება NVIDIA DGX™ Cloud-ზე, AI პლატფორმაზე, რომელიც ქლაუდ სერვისის წამყვან პროვაიდერებთან ერთად არის შექმნილი. ის საწარმოების დეველოპერებს უზრუნველყოფს წვდომით ინფრასტრუქტურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც საჭიროა მოწინავე გენერაციული AI მოდელების შესაქმნელად და მიმოქცევაში ჩასაშვებად.

Nvidia იტყობინება, რომ მრავალი წამყვანი AI კომპანია უკვე აპირებს გამოიყენოს Blackwell სისტემა. მათ შორის არიან: Amazon, Microsoft და Alphabet-ის Google.

ჩიპების მწარმოებლის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Blackwell-ის პროდუქტები, კომპანიის პარტნიორების მეშვეობით, მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

Nvidia-ს Omniverse ხვდება Apple-ის VisionPro-ს

Nvidia-ში განაცხადეს, რომ კომპანიის Omniverse ხელმისაწვდომი გახდება Apple-ის ახლახან გამოშვებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობისთვის — VisionPro-სთვის.

Omniverse არის Nvidia-ს გამოთვლითი პლატფორმა, რომელიც ინდივიდებს და გუნდებს საშუალებას აძლევს, განავითარონ 3D შრომითი პროცესები და აპლიკაციები. ჰუანგმა თავისი გამოსვლა სწორედ Omniverse-ის სიმულაციების დემონსტრირებით დაიწყო.

AI ჰუმანოიდი რობოტები

Nvidia-ს მენეჯმენტმა დააანონსა „პროექტი GR00T“, ფუნდამენტური მოდელი ჰუმანოიდი რობოტებისთვის, რაც, ჰუანგის თქმით, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მომდევნო ტალღას წარმოადგენს.

„ჰუმანოიდური რობოტებისთვის ფუნდამენტური მოდელების შექმნა დღეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრობლემაა“ — განაცხადა Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჩიპების მწარმოებლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ GR00T-ით აღჭურვილი რობოტები, შექმნილი იქნება ბუნებრივი ენის გასაგებად და ადამიანის ქმედებებზე დაკვირვებით მოძრაობების მისაბაძად.

გარდა ამისა, Nvidia-მ წარმოადგინა “Jetson Thor”, ახალი კომპიუტერი ჰუმანოიდური რობოტებისთვის, რომელიც მოიცავს GenAI შესაძლებლობებს.

Nvidia Stock vs S&P 500 (Year to Date Change)

გეგმა „შემდეგი თაობის“ მონაცემთა ცენტრებისთვის

Nvidia-მ წარმოადგინა 3D გეგმა AI ეპოქაში „შემდეგი თაობის“ მონაცემთა ცენტრებისთვის.

დიზაინი შეიქმნა Omniverse-ის გამოყენებით, რათა სიმულაციის საშუალებით წარმოჩენილიყო „თანამედროვე მონაცემთა ცენტრები“, რომლებიც „წარმოუდგენლად კომპლექსურია, მოიცავს მრავალ ასპექტს, როგორიც არის წარმადობა, ენერგოეფექტურობა და მასშტაბურობა“ — განაცხადა კომპანიის მენეჯმენტმა.

„როგორც ადრე აღვნიშნე, მომავალში მონაცემთა ცენტრები განხილულ იქნება ხელოვნური ინტელექტის ქარხნებად” — თქვა ჰუანგმა.

მოსალოდნელია, რომ Nvidia-ს უახლესი შეთავაზებები მონაცემთა ცენტრებს მნიშვნელოვნად დატვირთავს.

Nvidia და Oracle პარტნიორობას აფართოებენ

Nvidia-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია აფართოებს თანამშრომლობას Oracle-თან, რათა გლობალური მასშტაბით „სუვერენული AI-ის“ ხელმისაწვდომობას შეუწყოს ხელი.

Nvidia-ს განმარტებით, „სუვერენული AI“ გულისხმობს ერის შესაძლებლობებს, შექმნას ხელოვნური ინტელექტი საკუთარი ინფრასტრუქტურის, მონაცემების, სამუშაო ძალისა და ბიზნეს ქსელების გამოყენებით.

„ვინაიდან AI მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესებს, ინდუსტრიებსა და პოლიტიკას ფორმას უცვლის, ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი ციფრული სუვერენიტეტი, რათა ყველაზე ღირებული მონაცემები დაიცვან” — განაცხადა Oracle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, საფრა კაცმა.

ახალი 6G ქლაუდ პლატფორმა

Nvidia-მ დააანონსა 6G კვლევითი პლატფორმა, რომელიც მკვლევრებს სთავაზობს ყოვლისმომცველ კომპლექტს, რათა მათ განავითარონ ხელოვნური ინტელექტი რადიო წვდომის ქსელის (RAN) ტექნოლოგიისთვის.

„პლატფორმა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, დააჩქარონ 6G ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც ქლაუდ ინფრასტრუქტურასთან ტრილიონ მოწყობილობას დააკავშირებს. ის საფუძველს ჩაუყრის ჰიპერ ინტელექტუალურ სამყაროს, რომელსაც მხარს უჭერს ავტონომიური მანქანები, ჭკვიანი სივრცეები, გაფართოებული რეალობის ფართო სპექტრი, საგანმანათლებლო გამოცდილებები და ადამიანებთან ერთად მომუშავე რობოტები“ — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ანალიტიკოსების შეფასებები

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $886.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $913.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,200.00-ს, ხოლო მინიმალური — $608.40-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 18 მარტს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

შესაძლოა, Alphabet-სა და Apple-ს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგეს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, Alphabet-სა და Apple-ს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგეს

შესაძლოა, Alphabet-სა და Apple-ს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგეს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved