• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უნდა შევიძინოთ თუ არა PayPal-ის აქციები?

მარტი 10, 2022
in სიახლეები
უნდა შევიძინოთ თუ არა PayPal-ის აქციები?
გაზიარება

PayPal-ის აქციებმა, მომავალი წლის არასახარბიელო პერსპექტივის შემდეგ, წლის განმავლობაში ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ Bank Of America (BofA) 2022 წელს კომპანიის აქციების რაიმე წინსვლას ვერ ხედავს, ძნელია ინვესტორმა გაუძლოს იმ მაცდურ ღირებულებას, რომელიც ახლა PayPal-ის აქციებს აქვს. კომპანიის აქციების P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ახლა 21-ის ტოლია.

ფეიფალის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ 2022 წლის განმავლობაში კორექტირებული მოგება თითო აქციაზე არ შეიცვლება და 2021 წელთან შედარებით 3%-ით მეტი იქნება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ფეიფალის აქციები ბაზარზე კომპანიის საჯარო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ყველაზე დაბალი P/E კოეფიციენტით მიმოიქცევა, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი აქციები ჩამორჩენას ამ წელსაც განაგრძობს.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ეჭვქვეშ დააყენა საკითხი იმის შესახებ, ხომ არ იჭრება PayPal-ის ტერიტორიაზე ისეთი კონკურენტები, როგორიც არის Apple Pay, რომელიც Apple-ის მოწყობილობებშია ინტეგრირებული. წლის დასაწყისისთვის Apple Pay-ის მთელი ბაზა 1.8 მილიარდს შეადგენდა. თუმცა PayPal-ის ბოლო კვარტლის ანგარიშში არსებობს რამდენიმე მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს, რომ კომპანია 400 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის კვლავ სანდო ბრენდია.

ფეიფალი იტყობინება, რომ თითო ანგარიშზე ტრანზაქციების რაოდენობა, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა 2020 წლის მეოთხე კვარტლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მხოლოდ 1% იყო.

PayPal-ს 49 მილიონი აქტიური ანგარიში დაემატა და კომპანიამ 2021 წელს ეს მაჩვენებელი 426 მილიონამდე გაზარდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ PayPal დამკვიდრებული და სანდო ბრენდია.

PayPal

მომხმარებელთა ანგარიშების რაოდენობის ზრდა 2022 წელს შენელდა, რადგან კომპანია ახლა უფრო თითო მომხმარებლიდან მეტი შემოსავლის მიღებაზეა ორიენტირებული, ვიდრე ანგარიშების რაოდენობაზე. როგორც ჩანს, ეს არის ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელიც აქციების წარმადობაზე ახდენს გავლენას.

ფეიფალის ადრეული პროგნოზის მიხედვით, 2023 წელს შემოსავალი და კორექტირებული მოგება 20%-ზე მეტით უნდა გაიზარდოს. ბოლოდროინდელი, ინვესტორების მიერ ფეიფალის აქციების მასიური გაყიდვები, შესაძლოა, ზრდის დროებით შენელებაზე გადაჭარბებული რეაქციით იყოს გამოწვეული. შენელების მიზეზი კი ნაწილობრივ მენეჯმენტის ზრდის სტრატეგიის ცვლილებამ და eBay-ის მიერ გადახდების საკუთარ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია.

PayPal-ში ინვესტიციის ჩადებამდე, შეგვიძლია დაველოდოთ, რეალურად დააჩქარებს თუ არა კომპანია 2022 წლის ბოლოსკენ ზრდას.

წინა

თუ ამ 3 მზარდი პოტენციალის აქციას ფლობთ, დროა თქვენს პოზიციებს გადახედოთ

შემდეგი

3 იაფი აქცია, რომლის ყიდვაც ახლავე შეგიძლიათ

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
3 იაფი აქცია, რომლის ყიდვაც ახლავე შეგიძლიათ

3 იაფი აქცია, რომლის ყიდვაც ახლავე შეგიძლიათ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved