• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

თუ ამ 3 მზარდი პოტენციალის აქციას ფლობთ, დროა თქვენს პოზიციებს გადახედოთ

მარტი 10, 2022
in სიახლეები
თუ ამ 3 მზარდი პოტენციალის აქციას ფლობთ, დროა თქვენს პოზიციებს გადახედოთ
გაზიარება

მომგებიანი აქციების ადრეულად გაყიდვა ინვესტორებისთვის ჩვეული შეცდომაა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, უამრავი ადამიანი ფლობდა, მოკლე ვადით, ისეთი კომპანიების აქციებს, როგორებიც არის Amazon და Netflix, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს აღმოაჩნდა იმის ნებისყოფა, რომ ეს აქციები 10 წელზე მეტი ვადით შენარჩუნებინა და საკუთარი ცხოვრება შეეცვალა. თუმცა ხანდახან, როდესაც შეფასება კონტროლს აღარ ექვემდებარება ან ძირეული ბიზნესის მდგომარეობა უარესდება, პოზიციების გაყიდვა აუცილებელია.

თუ Tesla-ს, Skillz-ის ან Lucid Group-ის აქციებს ფლობთ, ახლა, შეიძლება, შესაფერისი დრო იყოს ამ პოზიციების გადასახედად. აი რატომ.

Rethinking Positions
  1. Tesla

Tesla მსოფლიოში ელექტრომობილების (EV) წამყვანი მწარმოებელია. 2021 წელს კომპანიამ ძლიერი შედეგები დააფიქსირა, შემოსავალი წელიწადში 71%-ით – $53.8 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა შემოსავლის ზრდამ 665% შეადგინა და $5.5 მილიარდამდე მოიმატა. მხოლოდ ამ რიცხვების ნახვამ შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ Tesla-ს აქციები აუცილებლად უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს სრული სურათი არ არის.

პირველ რიგში, ტესლას აქციების საბაზრო კაპიტალი დაახლოებით $850 მილიარდს შეადგენს, რაც მას 154-ის ტოლ ფასი/მოგება (P/E) კოეფიციენტს აძლევს. ეს ტიპურ საავტომობილო ბიზნესთან შედარებით, ბევრად მაღალია. მაგალითად, Toyota შემოსავლების თვალსაზრისით მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა, მისი P/E კოეფიცინტი კი 8-ის ტოლია.

რატომ აქვს საავტომობილო კომპანიებს ასეთი დაბალი P/E კოეფიციენტი? იმიტომ რომ წარმოება ინტენსიურ კაპიტალს საჭიროებს. ეს ართულებს აქციონერებისთვის ჭარბი ფულადი სახსრების გამომუშავებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აქციების ფასის ანაზრაურებას განაპირობებს. მაშინაც კი, თუ ტესლა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში წმინდა მოგების არსებულ დონეს 10-ჯერ გაზრდის, ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალის პირობებში, მის აქციებს მაინც ტოიოტას აქციებზე მაღალი P/E კოეფიციენტი ექნება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, ისეთი ავტომწარმოებლისთვის, როგორიც არის Tesla, რამდენი საქონელი ქმნის პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო ხარჯების ერთობლიობას. ელექტრომობილის წარმოებისთვის საჭიროა სპილენძი, ნიკელი, კობალტი, ლითიუმი, ალუმინი და სხვა ნედლეული. ამ საქონლის ფასები იზრდება, ეს კი Tesla-სთვის ამჟამინდელი მოგების მარჟის შენარჩუნებას ძალიან გაართულებს.

ტესლას აქცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და ეს კომპანია ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორს აძლიერებს, თუმცა სხვა საკითხია ის, თუ საით მიემართება ტესლა მომავალი 10 წლის განმავლობაში.

  1. Skillz

Skillz არის მობილური თამაშების პლატფორმა, რომელსაც კონკურენტული და სოციალური სათამაშო გამოცდილების შექმნა სურს. კომპანიის მიერ გამოშვებული თამაშები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ტურნირებში მონაწილეობა ნამდვილი ფულის საშუალებით მიიღონ.

Skillz-ის ბიზნესში არის რამდენიმე დიდი პრობლემა. პირველ რიგში, თამაშების სოციალურ და e-sport (მრავალმოთამაშიანი შეჯიბრზე დაფუძნებული ვიდეო თამაში, რომელსაც მაყურებლისთვის, როგორც წესი, პროფესიონალები თამაშობენ) მხარეს უკვე ყავს უამრავი პოპულარული, კარგად კაპიტალიზებული კონკურენტი. ეს მოიცავს ფრანჩაიზებს, როგორებიც არის FIFA Soccer და Madden NFL სპორტში, ხოლო სასროლო ჟანრში – Fortnite.

უკვე ჩამოყალიბებული ფრანჩაიზები სწორედ ამას აკეთებს. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ Skillz კონკურენტულ ბრძოლაშია ჩაბმული ისეთი ჩვეულებრივი მობილური თამაშების კატეგორიაში, რომელშიც უამრავი უფასო თამაშია.

ეს ორი პრომლება (არადიფერენცირებული თამაშები და ჰიპერკონკურენტული ინდუსტრია) Skillz-ს აიძულებს გაყიდვებსა და მარკეტინგზე არამდგრადი თანხები დახარჯოს. 2021 წელს ამ მიმართულებების ხარჯებმა $465 მილიონი შეადგინა, რაც რეალურად აღემატება იმ $384 მილიონიან შემოსავალს, რომელიც კომპანიამ გასულ წელს გამოიმუშავა. ეს აქციონერებისთვის ღირებულების შექმნის რეცეპტი ნამდვილად არ არის.

Skillz-ის აქციების ფასი წინა წელს 92%-ით შემცირდა, რამაც შეიძლება ზოგიერთი ინვესტორი აფიქრებინოს, რომ ეს კარგი შანსია. თუმცა ასეთი გაუმართავი ბიზნეს მოდელი და გზა, რომელიც მომგებიანობისკენ არ მიდის გვიჩვენებს, რომ არანაირი ფასი არ იქნება გონივრული ამ კომპანიის აქციების შესაძენად.

  1. Lucid Group

Lucid Group ელექტრომობილების ინდუსტრიაში მოღვაწეობს და Tesla-ს კონკურენტია. ეს კომპანია ფოკუსირებულია ძვირადღირებული ავტომობილების ბაზრის მომსახურებაზე. Lucid Group-ის ფლაგმანი ელექტრომობილის – Lucid Air-ის ფასი $100,000-$200,000-ის ფარგლებში მერყეობს, ზუსტი ფასი კი თანდართულ ფუნქციებზეა დამოკიდებული.

თუმცა Lucid-მა მანქანების წარმოება ახლახან დაიწყო. 2021 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბაზარს 125 ავტომობილი მიაწოდა. თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ Tesla-ს, რომელმაც 2021 წელს 936,000 ავტომობილი აწარმოა, ვნახავთ, რომ Lucid-ს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ იმ მასშტაბებს მიაღწევს, რაც საავტომობილო ინდუსტრიაში მოგების მისაღებად არის საჭირო.

ლუციდმა 2021 წელს მხოლოდ $27 მილიონი გამოიმუშავა და $1.5 მილიონის მოცულობის საოპერაციო ხარჯი ჰქონდა. კომპანიის მენეჯმენტი ელის, რომ 2022 წელს წარმოება და მიწოდება გაიზრდება, რაც ამ ხარჯების მართვას ხელს შეუწყობს, მაგრამ კომპანიას ბევრად უფრო მეტი დასჭირდება იმისთვის, რომ აქციონერებს შემოსავალი მოუტანოს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს იმ საქონლის მზარდი ფასები, რომლებიც როგორც ლუციდის, ასევე ტესლას ელეტრომობილების წარმოებისთვის არის აუცილებელი.

Lucid-ის აქციების საბაზრო კაპიტალი $38 მილიარდს შეადგენს, რაც Ferrari-ს ამავე მაჩვენებელზე უფრო მაღალია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს BMW და Mercedes, რომლებიც ძვირადღირებულ ელექტრომობილების წარმოებაში ინვესტიციებს ახორციელებენ და შესაბამისად, Lucid-ის კონკურენტები არიან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ Lucid ძვირადღირებული ელექტრომობილების ბაზარზე გამარჯვებას შეძლებს, მომდევნო ათწლეული მისი ინვესტორებისთვის რთული იქნება.

წინა

ახალი სანქციების ფონზე, რუსული რუბლი მოსკოვში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

შემდეგი

უნდა შევიძინოთ თუ არა PayPal-ის აქციები?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
უნდა შევიძინოთ თუ არა PayPal-ის აქციები?

უნდა შევიძინოთ თუ არა PayPal-ის აქციები?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved