• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 იაფი აქცია, რომლის ყიდვაც ახლავე შეგიძლიათ

მარტი 10, 2022
in სიახლეები
3 იაფი აქცია, რომლის ყიდვაც ახლავე შეგიძლიათ
გაზიარება

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი აქციის ფასი მკვეთრად შემცირდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს აქციები იაფია. ინვესტიცია, რომელიც ახლა უფრო იაფია, ვიდრე ადრე და რეალურად მომგებიანი გარიგება, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

AT&T, Camping World და ZIM Integrated Shipping Services, შესაძლოა, აღმოჩნდეს ის კომპანიები, რომელთა იაფი აქციების შეძენაც ღირს.

Invest Your Savings

AT&T

AT&T იმყოფება WarnerMedia-ს გამოყოფის პროცესში და როდესაც ეს ამ წელს, მოგვიანებით, დასრულდება, მოსალოდნელია, რომ კომპანია ინვესტორების ანაზღაურებას დაახლოებით მესამედით შეამცირებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანია, WarnerMedia-ს გამოყოფის პროცესის დასრულების შემდეგ, თითო აქციაზე მოგების თვალსაზრისით, ოდნავ ნაკლებად მომგებიანი იქნება.

კარგი ამბავი ის არის, რომ AT&T-ის აქციები ფორვარდულ ბაზაზე ჯერ კიდევ იაფია და ბაზარზე მომავალი წლის მოგებაზე 7.1-ჯერ მეტ ფასად მიმოიქცევა, პროგნოზირებული 6%-იანი სარგებლით. ეს შეფასებები შეიძლება კონსერვატიული აღმოჩნდეს, რადგან AT&T-მა, ყოველ წინა ოთხ კვარტალში, უოლ სტრიტის სამიზნე მოგებას გადააჭარბა. ბაზარზე უკანასკნელმა ფასდაკლებით გაყიდვებმა აჩვენა, რომ ინვესტორები მიიწევენ იმ დაბალფასიანი აქციებისკენ, რომელთაც დიდი კვარტალური შემოსავლები აქვთ, მაგრამ AT&T მათ რიცხვში არ აღმოჩნდა. ამ კომპანიის აქციებს ერთი ცუდი სავაჭრო დღე აშორებს დეკემბერში მიღწეულ 12-წლიან მინიმუმამდე.

მას შემდეგ, რაც AT&T გამოეყოფა თავის თვალწარმტაცი შინაარსის იმპერიას – WarnerMedia-ს, კომპანიისგან საკულტო უკაბელო ოპერატორი დარჩება და ამ ფრონტს, ინდუსტრიის კონსოლიდაციისა და 5G კავშირზე გადასვლის შემდეგ, ნათელი მომავალი აქვს.

Camping World

შეიძლება AT&T-ს აქციები იაფია, მაგრამ Camping World კიდევ უფრო იაფი ჩანს. ქვეყნის წამყვანი რეკრეაციული მანქანების (RV) დილერი წინ მიიწევს, რადგან ხალხმა, პანდემიის დროს უფრო უსაფრთხოდ მოგზაურობისა და დასვენების მიზნით, გადაწყვიტა ბორბლებიანი სახლებით ესარგებლა.

გასულ წელს შემოსავალი 27%-ით გაიზარდა, ამან კი წმინდა მოგება 87%-ით გაზარდა. Camping World-ის აქციების P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად 4.8-ის ტოლია, თუმცა ეს მაჩვენებელი ოდნავ უფრო მაღალი იქნება, თუ იმ აქციებსაც ჩავთვლით, რომელთა მფლობელებიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს არ ფლობენ. გარდა ამისა, Camping World-მა გასულ თვეში კვარტალური დივიდენდები $0.625-მდე გაზარდა.

აქედან ბიზნესი უნდა შენელდეს. გასულ წელსაც კი მოგების უმეტესი ნაწილი გამოწვეული იყო ახალ და ნაწილობრივ მეორად RV-ებზე ფასების დროებითი ზრდით. Camping World არის ლიდერი იმ ნიშაში, რომელმაც მომდევნო რამოდენიმე წლის ტოლი ზრდა 2 წელიწადში დააფიქსირა. ამ კომპანიის მომავალი იმედისმომცემია.

ZIM Integrated Shipping Services

შეგვიძლია ვიპოვოთ Camping World-ზე უფრო იაფი აქცია უფრო მაღალი შემოსავლიანობით? წარმოგიდენთ ZIM Integrated Shipping Services-ს. ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვის სერვისების მიმწოდებელი კომპანია ახალ პირობებში ვითარდება. იმპორტზე მოთხოვნა ყველგან არის, ამიტომ ყველა ბერკეტი სატრანსპორტო სერვისების პროვაიდერთა ხელშია.

ZIM-მა საბოლოო ფინანსური მაჩვენებლები ოთხშაბათ დილით წარადგინა. ბოლო კვარტალში შემოსავალი 155%-ით – $3.47 მილიარდამდე გაიზარდა. წმინდა მოგება კიდევ უფრო სწრაფად – 366%-ით გაიზარდა $1.71 მილიარდამდე (თითო აქციაზე – $14.17). თქვენ ალბათ არ გიფიქრიათ, რომ შესაძლებელია კონტეინერების გადამზიდველებს 49%-იანი წმინდა მოგების მარჟა ჰქონდეთ, მაგრამ იქნებ დროა საკუთარი ფლოტის შექმნა დაიწყოთ.

კომპანიის ასეთი შთამბეჭდავი შედეგების მიზეზი არის ZIM-ის საშუალო საფრახტო ტარიფის არამდგრადი – 139%-იანი ზრდა. გადაზიდვების მოცულობა წელიწადში მხოლოდ 7%-ით გაიზარდა.

სიახლე ანაზღაურების შესახებ, კიდევ უფრო მომხიბვლელია. ZIM ცვალებად დივიდენდებს იხდის. კომპანია კვარტალურად წმინდა შემოსავლის დაახლოებით 20%-ს ანაწილებს და ყოველ სამ თვეში ეს $2.50 თითო აქციაზე, საბოლოოდ მიმდინარე 14.1%-იან შემოსავალს იწვევს. თუმცა ZIM ასევე თავისი წმინდა შემოსავლის 30%-50%-ს ანაწილებს წლიური დივიდენდების სახით და კომპანიამ ახლახან თითო აქციაზე სპეციალური $17-ის განაწილება დაანონსა. ეს მაღალი მოსავლიანობა, სავარაუდოდ, არ გაგრძელდება, მაგრამ ZIM-ის ორიენტირი 2022 წლისთვის გამამხნევებელია. გარდა ამისა, კომპანია ფართოვდება. ZIM-მა 36 ახალი კონტეინერმზიდი შეუკვეთა და მათგან 75% იქნება ორსათბობიანი გემი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური თხევადი ბუნებრივი აირით იმუშავებს. ახალი საკონტეინერო გემები 2023 და 2024 წლებში ჩამოვა და ისინი კომპანიის დატვირთულობის 40%-ს აითვისებს. როდესაც საქმე ციკლურ ინდუსტრიებს ეხება, ინვესტორებისთვის დიდი რისკები არსებობს. მაგალითად, კონტეინერების გადაზიდვა, რომ აღარაფერი ვთქვათ დამატებულ შფოთვაზე, რომელიც საერთაშორისო აქციების ფლობას მოაქვს. ეს რისკები უფრო ადვილი გადასალახია, როდესაც აქციები იაფია.

წინა

უნდა შევიძინოთ თუ არა PayPal-ის აქციები?

შემდეგი

რატომ გაიზარდა Apple-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა Apple-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა Apple-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved