• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რამდენად გაიზარდა Amazon-ის შემოსავალი ბოლო 20 წლის განმავლობაში?

თებერვალი 29, 2024
in სიახლეები
რამდენად გაიზარდა Amazon-ის შემოსავალი ბოლო 20 წლის განმავლობაში?
გაზიარება

Amazon 1994 წლის 5 ივლისს ჯეფ ბეზოს მიერ დაარსდა. თავდაპირველად ეს იყო წიგნების ონლაინ მაღაზია, დღეს კი Amazon მსოფლიოში უდიდესი ელექტრონული კომერციის კომპანიაა, რომლის ფლაგმან ვებგვერდზე დაახლოებით 350 მილიონ პროდუქტს შეხვდებით. Amazon.com ყოველთვიურად 2.5 მილიარდ ვიზიტორს იზიდავს.

თუმცა Amazon ონლაინ საცალო ვაჭრობის საზღვრებს გასცდა. ახლა კომპანია მართავს მსოფლიოს უდიდეს ქლაუდ გამოთვლით პლატფორმას — Amazon Web Services-ს (AWS), რომლის საშუალებითაც ის ბიზნეს კლიენტებს ასობით ციფრულ გადაწყვეტას სთავაზობს, რათა მათ ონლაინ ოპერირებაში დაეხმაროს. AWS Amazon-ის ხელოვნური ინტელექტის ინიციატივების ერთგვარი „საცავია“, დაწყებული ნახევარგამტარების დაპროექტებით, დასრულებული ენობრივი მოდელების შემუშავებით.

Amazon ასევე მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ვიდეო სტრიმინგის პლატფორმას და ციფრულ სარეკლამო ბიზნესს, რომელიც მთელ ორგანიზაციაში ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია.

Amazon-ის შემოსავალი ბოლო 20 წლის განმავლობაში საოცრად გაიზარდა

20 წლის წინ, ანუ 2004 წელს, Amazon-ის ბიზნესს ქლაუდ გამოთვლის, სტრიმინგის და ციფრული რეკლამირების მიმართულება არ ჰქონდა. იმ წელს კომპანიის ელექტრონული კომერციის ბიზნესმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა შემოსავალში, რომელმაც $6.9 მილიარდი შეადგინა.

20 წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი უზარმაზარი 8230%-ით გაუმჯობესდა და გასულ წელს $574.8 მილიარდს მიაღწია. ამ მაჩვენებლით Amazon აშშ-ის კომპანიებს შორის მეორე ადგილს იკავებს — მას წინ უსწრებს Walmart, რომლის შემოსავალმაც გასული 12 თვის განმავლობაში $638.78 მილიარდს მიაღწია.

Amazon Revenue Growth Over the Last 20 Years

2023 წელს ონლაინ გაყიდვებმა ამაზონის მთლიანი შემოსავლის 40.3% შეადგინა, ამიტომ ელექტრონული კომერცია კომპანიის უდიდესი სეგმენტის სტატუსს ინარჩუნებს. მეორე მხრივ, კომპანიის საოპერაციო მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი AWS-ს შეაქვს, ამიტომ ის ინვესტორების ყურადღების ცენტრში მოექცა.

რაც შეეხება სეგმენტების მიხედვით განაწილებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში Amazon-ის შემოსავალი ასე გამოიყურებოდა:

*ცხრილში მონაცემები მოცემულია მილიარდებში.

წყარო: Amazon

ანალიტიკოსების შეფასებები

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $173.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $208.23-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $175.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.3%-იან ზრდას გულისხმობს.

Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 28 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Salesforce-მა პირველი კვარტალური დივიდენდი დააანონსა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Salesforce-მა პირველი კვარტალური დივიდენდი დააანონსა

Salesforce-მა პირველი კვარტალური დივიდენდი დააანონსა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved