ინფლაციური ზეწოლა და საპროცენტო განაკვეთების ზრდა 2022 წელს საფონდო ბირჟაზე მძიმედ აისახა. იაფი კაპიტალის პერიოდი, როგორ ჩანს, შეიძლება, მიილიოს და ბევრი მზარდი პოტენციალის აქციამ – მათ შორის ფინტექ (ფინანსური ტექნოლოგია. ტერმინი გამოიყენება იმ ახალი ტექნოლოგიების აღსაწერად, რომლებიც ცდილობს გააუმჯობესოს და ავტომატიზებული გახადოს ფინანსური სერვისების მიწოდება და გამოყენება) კომპანიებმა დარტყმა მიიღო.
Global X FinTech ETF ერთ-ერთი უმსხვილესი ფინტექ გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF), ამ წლის დასაწყისისთვის 23%-ით და გასული წლის განმავლობაში 32%-ით შემცირდა. მასიურმა გაყიდვებმა რამდენიმე მყარი ფინტექ კომპანიის აქციების შესყიდვის შესაძლებლობა შექმნა, მათ შორის არის PayPal Holdings.
PayPalპანდემიის პერიოდმა PayPal-ის ბიზნესის ბუმი გამოიწვია. ციფრული გადახდების კომპანიამ ისარგებლა ლოკდაუნით და ონლაინ შოპინგზე მოთხოვნის საოცარი ზრდით.
2021 წელს ფეიფალის მთლიანი გადახდების მოცულობამ (TPV) $1 ტრილიონს პირველად გადააჭარბა. ამ დროის განმავლობაში ციფრული გადახდების კომპანიამ მომხმარებელთა ბაზა 122 მილიონი ახალი ანგარიშით გაზარდა, ხოლო შემოსავალმა 43%-ით მოიმატა. ამ შთამბეჭდავმა ზრდამ კომპანიის აქციების ფასის ზრდა განაპირობა. გასული წლის გარკვეულ პერიოდში ფეიფალის თითო აქციის ფასი $300 იყო.

PayPal არის ერთ-ერთი იმ მზარდი პოტენციალის აქციებიდან, რომლებიც ბოლო ექვს თვეში მასიურად გაიყიდა. კომპანიის აქციის ამჟამინდელი ღირებულება 113.04-ს შეადგენს. ინვესტორებმა შეშფოთება გამოთქვეს, რადგან კომპანიის მენეჯმენტი 2022 წლის მოგების მითითებებთან დაკავშირებით უფრო ფრთხილი იყო.
ფეიფალი ადრე 2022 წლისთვის შემოსავლების 18%-იან ზრდას პროგნოზირებდა, მაგრამ მეოთხე კვარტლის მოგების ანგარიშის წარდგენისას კომპანიამ პროგნოზი 15%-17%-მდე შეამცირა. აღმასრულებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ფეიფალი ყურადღებას ახალი მომხმარებლების დამატებიდან მისი აპლიკაციის გამოყენების ზრდაზე გადაიტანს.
მასიური გაყიდვების შედეგად, PayPal-ის აქციები ბაზარზე 32-ის ტოლი P/E (ფასი მოგება) და 26-ის ტოლი ფორვარდული P/E კოეფიციენტით მიმოიქცევა. ეს მისი ყველაზე დაბალი შეფასებაა 2015 წელს eBay-დან გამოსვლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ, ციფრული გადახდების კომპანია წელს მაინც იხილავს სოლიდურ ზრდას, რამაც, შეიძლება, 2021 წლის მაქსიმუმის მესამედი შეადგინოს.