• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

აპრილი 11, 2022
in სიახლეები
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

გასულ კვირას აქციების ფასები შემცირდა, რის შედეგადაც 2022 წელს Dow Jones Indistrial Average და S&P 500 დაახლოებით 5%-ით არის შემცირებული.

კვარტალური ანგარიშების სეზონი გრძელდება და ამ სტატიაში განვიხილავთ სამ კომპანიას, რომელიც მოგების ანგარიშებს ამ კვირაში წარადგენს: CarMax, Bed Bath & Beyond და Delta Air lines.

 
  1. CarMax

მეორეული მანქანების ფასები ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ ინვესტორები მაინც ღელავენ CarMax-ის მიერ ოთხშაბათს (13 აპრილი) წარსადგენი კვარტალური ანგარიშის შესახებ. ავტომობილების საცალო ვაჭრობის ბიზნესმა ეს პერიოდი ძლიერი იმპულსით დაიწყო, რადგან გაყიდვებმა, მესამე კვარტალში, ნოემბრის ბოლოს, რეკორდი ადვილად დაამყარა.

თუმცა, CarMax მთელი ძალებით ცდილობდა მარაგების შევსებას და მიწოდების ზეწოლამ, შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში ზრდა შეზღუდოს. თუმცა ინვესტორების უმეტესობა, რომლებიც ამ კომპანიას თვალყურს ადევნებს, მოელის, რომ გაყიდვები $7.6 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიდან წლამდე თითქმის 50%-იანი ზრდაა.

CarMax

CarMax-ის აღმასრულებელი დირექტორი – ბილ ნეში და მისი გუნდი, სავარაუდოდ, მიწოდების მთავარი პრობლემის გარდა რამდენიმე გამოწვევას განიხილავენ. შრომის დეფიციტმა და დეკემბრის ბოლოს კოვიდ-19-ის შემთხვევების ტალღამ, შესაძლოა, გაყიდვების მოცულობაზე უარყოფითად იმოქმედოს. CarMax-ის მოგებაც არ გაიზრდება, რადგან კომპანია, ბაზრის წილის გასაზრდელად, დაბალი ფასების შენარჩუნებას ცდილობს.

 
  1. Bed Bath & Beyond

Bed Bath & Beyond-ის აქციები, მიმი აქციის სტატუსის გამო, უკიდურესად არასტაბილური იყო. ამ ოთხშაბათს, კომპანიის აქციების ფასის რყევები პირდაპირ იქნება დაკავშირებული მის ოპერაციულ შესრულებასთან.

Bed Bath & Beyond, სავარაუდოდ, ამ კუთხით ინვესტორებს არ გააოცებს. მაღაზიის გაყიდვების გასულ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 7%-ით დაეცა და პანდემიამდელ დონეზე დაბლაც კი შემცირდა. კომპანიამ დაადანაშაულა მიწოდების ჯაჭვის გამოწვევები და ინფლაცია. მოსალოდნელია, რომ გაყიდვები დაახლოებით 20%-ით – $2.1 მილიარდამდე შემცირდება.

Bed Bath & Beyond Profitability

ზრდის შესაძლებლობა ემყარება მენეჯმენტის უნარს, შეაჩეროს მომხმარებელთა ტრაფიკის შემცირება და იმავდროულად წარმატებას მიაღწიოს ონლაინ პლატფორმაზე. ინვესტორი ასევე იმედოვნებენ, რომ კომპანიას შეუძლია მიიღოს დამატებითი მოგება პოპულარული ბრენდის – buybuyBaby-ის გაყიდვებით. ჩვენ, ალბათ, ამ ოთხშაბათს გავიგებთ, თუ როგორ ვითარდება ეს სტრატეგიები.

 
  1. Delta Air Lines

ინვესტორებს, Delta Air Lines-ის ოთხშაბათის (13 აპრილი) კვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებით, დიდი მოლოდინები აქვთ. კომპანიამ, სავარაუდოდ, თავისი შემოსავალი გააორმაგა წინა წელთან შედარებით, როდესაც პანდემია ნეგატიურად მოქმედებდა ტურისტულ ინდუსტრიაზე. ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად, კომპანიის განახლებული პერსპექტივის მიხედვით, ფულადი სახსრების მოძრაობა და მოგება ძლიერად უნდა გამოიყურებოდეს.

აღმასრულებელმა დირექტორმა – ედ ბასტიანმა და მისმა გუნდმა, იანვარში ივარაუდეს, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში ძლიერი სამოგზაურო სეზონი იქნება, სამომხმარებლო და საქმიანი მოგზაურობის მნიშვნელოვანი მოთხოვნით.

თუ Delta-ს წარმომადგენლები დღეს ამ სცენარის განვითარების პერსპექტივას ხედავენ, მოკლევადიანი მოგების სურათი ნათელი იქნება. ამ კომპანიის აქციების მფლობელი ინვესტორების შემოსავალი კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამის შესაბამისად გაიზრდება.

წინა

ფინტექ კომპანია, რომლის აქციებიც შეგიძლიათ დღესვე შეიძინოთ

შემდეგი

მხოლოდ 1 აქციის შეძენა რომ შეგეძლოთ, რომელ კომპანიას აირჩევდით?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
მხოლოდ 1 აქციის შეძენა რომ შეგეძლოთ, რომელ კომპანიას აირჩევდით?

მხოლოდ 1 აქციის შეძენა რომ შეგეძლოთ, რომელ კომპანიას აირჩევდით?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved