• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

მხოლოდ 1 აქციის შეძენა რომ შეგეძლოთ, რომელ კომპანიას აირჩევდით?

აპრილი 11, 2022
in სიახლეები
მხოლოდ 1 აქციის შეძენა რომ შეგეძლოთ, რომელ კომპანიას აირჩევდით?
გაზიარება

რა თქმა უნდა, პორტფელის დივერსიფიცირება და რისკების შემცირება აუცილებელია, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი აქციის შეძენა შეგიძლიათ, Walmart შესანიშნავი არჩევანია. ეს არის ძლიერი კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ არ გამხდარა მოსაწყენი და ზრდას განაგრძობს. დროა გავიგოთ, თუ როგორ ახერხებს ის, ამდენი წლის შემდეგ, განსაკუთრებულობის შენარჩუნებას.

Investors

ხალხის მოზიდვა

ძალიან რთულია სხვა საცალო ვაჭრობის ბიზნესებისთვის Walmart-ის დაბალ ფასებთან კონკურენცია. ეს იმიტომ ხდება, რომ კომპანია ყველაფერს აკეთებს დაბალი ხარჯების შესანარჩუნებლად და ამ დანაზოგის მომხმარებლისთვის გადასაცემად. ეს არის ბიზნესი, რომელიც Walmart-მა სრულყოფილი გახადა მას შემდეგ, რაც 60 წლის წინ პირველი მაღაზია გახსნა.

მენეჯმენტმა ასევე ჩადო ინვესტიცია ტექნოლოგიაში, რათა მის მომხმარებლებს საშუალება მისცეს იყიდონ და მიიღონ საქონელი ისე, როგორც მოესურვებათ. ეს მოიცავს ონლაინ შეკვეთას და იმავე დღეს მიწოდებას. კომპანიის აქვს გამომწერებზე დაფუძნებული სერვისი – Walmart+, რომელიც მან 2020 წლის სექტემბრიდან მოქმედებს. ეს სერვისი მოიცავს მიწოდებას დამატებითი გადასახადის გარეშე და სწრაფ გადახდას. გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს ფასდაკლებებს ბენზინზე, რომელსაც ბევრი მყიდველი უდავოდ დააფასებს ამ დროს, როდესაც ნავთობის ფასი იზრდება.

ბიზნესი კარგად მუშაობს სხვადასხვა გარემოში. ინფლაციის მაღალი დონის და მიწოდების ქსელებთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე, როდესაც მრავალი საცალო მოვაჭრე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, Walmart წარმატებულად მოღვაწეობას აგრძელებს. მეოთხე ფისკალურ კვარტალში, რომელიც 31 იანვარს დასრულდა, გაყიდვები თითქმის 8%-ით – $152.9 მილიარდამდე გაიზარდა. წელს მენეჯმენტი ელის გაყიდვების 4%-ით და საოპერაციო შემოსავლის კიდევ უფრო გაზრდას.

 

სულ უფრო მაღალი დივიდენდები

Walmart-ის ბიზნესს, მას შემდეგ რაც გასწევს ხარჯებს მიწოდების ჯაჭვზე, ავტომატიზაციასა და მომხმარებლებზე მიმართულ ინიციატივებზე, გააჩნია თავისუფალი ფულადი ნაკადებიც (FCF). გასულ წელს, $13.1 მილიარდის ოდენობით კაპიტალური ხარჯების შემდეგ, Walmart-ის FCF $11.1 მილიარდს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას ადვილად შეეძლო $6.2 მილიარდის მოცულობით დივიდენდების გაცემა.

ფაქტობრივად, დირექტორთა საბჭო ყოველწლიურად ზრდის დივიდენდებს, 1974 წელს პირველი გადახდის შემდეგ. Walmart დიდი ხანია არის დივიდენდ არისტოკრატი, რომელიც S&P 500-ის 500 კომპანიიდან ერთ-ერთია. ამ ტემპით, კომპანია შეძლებს იქცეს დივიდენდ მეფედ.

სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ფულს აბანდებ ისეთ კომპანიაში, რომელსაც შეუძლია ინვესტიციები ჩადოს ზრდის ინიციატივებში, რათა არ ჩამორჩეს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის Amazon და გააგრძელოს დივიდენდების ზრდა. უფრო მეტიც, Walmart-ის აქციები ბაზარზე 23-ის ტოლი ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტით მიმოიქცევა.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი საცალო მოვაჭრეები, როგორიც არის Sears Holdings და Toys R Us, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაკოტრდა, Walmart-ის აქციების ფლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ კომპანია წინსვლას აგრძელებს და თავის ძირითად მომხმარებლებს მათთვის შესაფერის პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს. პანდემიის ბნელ დღეებშიც კი კომპანიის მაღაზიებსა და ვებგვერდს მომხმარებლები არ აკლდა. ეს იმის გამო ხდება, რომ ფასდაკლებით შოპინგი აქტუალობას არასოდეს კარგავს და შესაბამისად, ეს საშიშროება არც Walmart-ის აქციებს ემუქრება.

წინა

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

კრეატიული პროგრამული უზრუნველყოფის 3 კომპანიის აქცია ახლავე შესაძენად

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
კრეატიული პროგრამული უზრუნველყოფის 3 კომპანიის აქცია ახლავე შესაძენად

კრეატიული პროგრამული უზრუნველყოფის 3 კომპანიის აქცია ახლავე შესაძენად

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved