• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Dick’s Sporting Goods-ის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მაისი 30, 2024
in სიახლეები
Dick’s Sporting Goods-ის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Dick’s Sporting Goods-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სპორტული საქონლის საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასმა თითქმის 16%-ით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 55%-ით არის გაუმჯობესებული.

გაყიდვები და მოგება საოცრად ძლიერია

Dick’s Sporting Goods-ისთვის ბოლო რამდენიმე წელიწადი შესანიშნავი იყო და ინვესტორები მაჩვენებლების შემცირებას მოელოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მომხმარებლები კვლავ ყიდულობენ სპორტულ საქონელს — გასულ კვარტალში, რომელიც 4 მაისს დასრულდა, კომპანიის ტრანზაქციები და „average ticket” გაუმჯობესდა. შედეგად, Dick’s Sporting Goods-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 5%-ით გაიზარდა.

ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში სპორტული საქონლის კომპანიის შემოსავალი წლიურად 6%-ით — $3.02 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.94 მილიარდი). წმინდა მოგებამ კი სამთვიან პერიოდში $275 მილიონს მიაღწია, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $3.3 იყო, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $2.98-ს.

მომავლის პროგნოზები

StreetInsider-ის თანახმად, Bank of America-ს ანალიტიკოსი — რობერტ ოჰმესი აღფრთოვანებული დარჩა კვარტალური შედეგებით და Dick’s-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა. ასევე სასიამოვნოდ გაკვირვებული ჩანდა მენეჯმენტი — კომპანიის წარმომადგენლებმა მთელი წლისთვის comps-ის საპროგნოზო დიაპაზონი 1%-2%-დან 2%-3%-მდე გაზარდეს.

გარდა ამისა, Dick’s-ში ახლა მოელიან, რომ მიმდინარე წელს EPS $13.35-$13.75-ს მიაღწევს, რაც ასევე აღემატება ძველ დიაპაზონს, რომლის ზედა ზღვარიც $13.25-ს შეადგენდა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Dick’s-ის აქციებს?

Dick’s Sporting Goods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $226.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $232.99-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $280.00-ს, ხოლო მინიმალური — $197.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dick’s Sporting Goods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 23 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Dick’s Sporting Goods-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

რა ხდებოდა 29 მაისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

2006 წლის შემდეგ პირველად, Salesforce-ის კვარტალური შემოსავალი უოლ სტრიტის მოლოდინს ჩამორჩა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
2006 წლის შემდეგ პირველად, Salesforce-ის კვარტალური შემოსავალი უოლ სტრიტის მოლოდინს ჩამორჩა

2006 წლის შემდეგ პირველად, Salesforce-ის კვარტალური შემოსავალი უოლ სტრიტის მოლოდინს ჩამორჩა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved