• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

თეთრი სახლის განცხადებით, Intel $8.5-მილიარდიან გრანტს მიიღებს

მარტი 21, 2024
in სიახლეები
გუშინ აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
გაზიარება

გუშინ, pre-market ვაჭრობაში1 Intel-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაუმჯობესდა. ზრდას მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც თეთრი სახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, CHIPS Act-ის ფარგლებში, ჩიპების მწარმოებელი $8.5-მილიარდიან გრანტს მიიღებს, რათა კომპანიამ აშშ-ში წარმოება გააფართოოს.

Intel-ს დამატებით ასევე შეუძლია მიიღოს $11 მილიარდის მოცულობის სესხი CHIPS and Science Act-ის ფარგლებში. ეს აქტი მიღებულ იქნა 2022 წელს, ჩინეთთან მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე და მიზნად ისახავს წარმოების გაზრდას აშშ-ის ისეთ ძირითად ინდუსტრიაში, როგორიც არის, მაგალითად, ჩიპების წარმოება.

„ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს Intel-ის ქარხნების მშენებლობას და გაფართოებას არიზონაში, ოჰაიოში, ნიუ-მექსიკოსა და ორეგონში, ამასთან შექმნის დაახლოებით 30,000 სამუშაო ადგილს“ — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კომერციის დეპარტამენტის განცხადებით კი, Intel-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის ინვესტიციები $100 მილიარდს გადააჭარბებს იმის ფონზე, რომ Intel ამ ოთხს შტატში შესაძლებლობებს აფართოებს. კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Intel შექმნის 10,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს წარმოების სფეროში და თითქმის 20,000 სამუშაო ადგილს მშენებლობაში.

Intel-მა, შემოსავლის თვალსაზრისით აშშ-ს ჩიპების უმსხვილესმა მწარმოებელმა, დღემდე CHIPS Act-დან ყველაზე დიდი გრანტის მიღება შეძლო.

Intel Stock vs S&P 500 (Year to Date Change)

Chipmaker GlobalFoundries-ის წარმომადგენლებმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ კომპანიამ, CHIPS Act-ის ფარგლებში, ნიუ-იორკში ახალი ობიექტის ასაშენებლად და ვერმონტში ოპერაციების გასაფართოებლად, $1.5 მილიარდის მოცულობის გრანტი მოიპოვა. Microchip Technology-ს კი, ნახევარგამტარების და მიკროკონტროლერების წარმოების გასაძლიერებლად, ამ წლის დასაწყისში $162 მილიონი გადაეცა.

თავდაცვის კონტრაქტორი — BAE Systems იყო პირველი კომპანია, რომელმაც CHIPS Act-ის გრანტი მიიღო (გასული წლის დეკემბერში). კომპანიას, ნიუ ჰემფშირის დაძველებული ქარხნის მოდერნიზებისთვის, $35 მილიონი გადაეცა. ეს თანხა BAE Systems-ს საშუალებას მისცემს, ჩიპების წარმოების შესაძლებლობები გააოთხმაგოს.

ანალიტიკოსების შეფასებები

Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $42.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $47.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 36 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Intel-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] pre-market ვაჭრობა არის სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარულ საბაზრო სესიამდე მიმდინარეობს.

წინა

გუშინ აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

შემდეგი

როგორია რეი დალიოს საინვესტიციო მიდგომა?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორია რეი დალიოს საინვესტიციო მიდგომა?

როგორია რეი დალიოს საინვესტიციო მიდგომა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved