• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

როგორია რეი დალიოს საინვესტიციო მიდგომა?

მარტი 21, 2024
in ადამიანები
როგორია რეი დალიოს საინვესტიციო მიდგომა?
გაზიარება

რეი დალიო მილიარდერი ინვესტორი და მსოფლიოში უდიდესი ჰეჯ-ფონდის — Bridgewater Associates-ის დამფუძნებელია. ადრეული ასაკიდანვე მას შემოსავლის გამომუშავების სურვილი ჰქონდა, ამიტომ რეიმ სამეზობლოში გაზეთების გამყიდველად დაიწყო მუშაობა. ეს სამუშაო მას უზრუნველყოფდა საკმარისი შემოსავლით, რათა პირველი აქციები (ავიაკომპანიის) შეეძინა. რეი დალიომ პირველი ინვესტიცია 12 წლის ასაკში განახორციელა და Northeast Airlines-ის $300-ის ღირებულების აქციები იყიდა. მისი გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა და რეის პირველმა ინვესტიციამ სარგებელი მოუტანა. სწორედ აქედან დაიწყო მისი საინვესტიციო მოგზაურობაც.

დღეს კი ამ შესანიშნავი ინვესტორის საინვესტიციო მიდგომას განვიხილავთ.

რეი დალიოს საინვესტიციო სტრატეგია

რეი დალიოს საინვესტიციო ფილოსოფიის საფუძველს ხუთი ძირითადი მიმართულება ქმნის.

ეკონომიკა ქმნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და რისკებს

დალიო არის მაკრო ინვესტორი, რომელიც სწავლობს ეკონომიკურ ტენდენციებს, რათა იპოვოს შესაძლებლობები და გამოავლინოს რისკები. იგი განსხვავდება მიკრო ინვესტორებისგან, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ ტექნიკურ კვლევას.

დალიოს მაკრო ანალიზმა Bridgewater-ს 2000-იან წლებში დიდი სარგებელი მოუტანა. როგორც ეკონომიკის დარგის სპეციალისტმა, რეიმ ბაზარზე პრობლემების ნიშნები 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე დაინახა. შესაბამისად, რეცესიისთვის მოსამზადებლად, მან Bridgewater-ის საინვესტიციო პორტფელი გადააბალანსა და ამ ნაბიჯმა შედეგიც გამოიღო. 2008 წელს Bridgewater-ის Pure Alpha ფონდმა ზრდა დააფიქსირა მაშინ, როდესაც, საშუალო სტატისტიკურმა ჰეჯ-ფონდმა 19%-იანი ვარდნა განიცადა.

ინფლაცია ინვესტორებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის

დალიო შესანიშნავად აფასებს ინფლაციის ძალას, შეამციროს ვალუტის მსყიდველობითი უნარი და დააზარალოს საინვესტიციო ანაზღაურება. უკვე დიდი ხანია, რაც იგი უპირატესობას ანიჭებს ოქროს, როგორც ფულის ალტერნატიულ წყაროს. რეიმ განსაზღვრა თავისი საინვესტიციო სტრატეგია, როგორც „ყველა ამინდის პორტფელი“, რომელშიც 7.5% ოქროსთვის არის გამოყოფილი. ამ პორტფელის აქტივთა განაწილება ასეთია:

  • 30% — აქციები.
  • 40% — გრძელვადიანი ობლიგაციები.
  • 15% — საშუალოვადიანი ობლიგაციები.
  • 5% — ოქრო.
  • 5% — ფართო მოხმარების საგნები.

ინვესტორებს რისკების მართვა არაკორელირებადი აქტივების გაერთიანებით შეუძლიათ

რეი დალიო დივერსიფიკაციის მომხრეა. ის რეკომენდაციას უწევს 15 ან მეტი არაკორელირებადი აქტივის ფლობას, რათა რისკისა და ანაზღაურების თანაფარდობა შემცირდეს.

არაკორელირებადი აქტივების ფასები ერთად არ მოძრაობს — არც ერთი მიმართულებით და არც პირიქით. მაგალითად, ოქროსა და S&P 500-ს შორის დაბალი კორელაციაა — ეს ინდექსი შეიძლება დაეცეს ოქროს ფასზე ზემოქმედების გარეშე.

Bridgewater-ის პორტფელი დივერსიფიცირებულია აქტივთა ტიპების, სექტორებისა და ვალუტების მიხედვით.

ინვესტორებმა მოგებები უნდა გაანაღდონ

დალიო წმინდად “buy-and-hold” სტრატეგიაზე ფოკუსირებული ინვესტორი არ არის. მისი სტრატეგია ძვირადღირებული აქციებისგან მოგების მიღებას და შემდეგ ამ თანხის რეინვესტირებას გულისხმობს. იგი ამ პრაქტიკას „პორტფელის როტაციას“ უწოდებს. როცა კონკრეტული აქციის ფასი საკმარისად გაიზრდება, რეი პოზიციას ყიდის, ხოლო რეინვესტირების სამიზნეებს მოცემულ მომენტში ბაზარზე დაუფასებელი აქციები წარმოადგენს.

მიკერძოებებს ინვესტორების ზარალში დიდი წვლილი მიუძღვის

ინვესტორებს ბაზრის ან კონკრეტული პოზიციის მიმართ ოპტიმიზმი ან პესიმიზმი ახასიათებთ. ეს არის მიკერძოება. ნებისმიერი სახის მიმართულების რწმენამ შეიძლება წაახალისოს ინვესტორი, დაიკავოს პოზიციები ძალიან დიდხანს და ხელიდან გაუშვას მოგების მიღების შესაძლებლობა.

მართალია, ადამიანურად შეუძლებელია მიკერძოებებისგან სრულად გათავისუფლება, თუმცა შეგიძლიათ, პერიოდულად გაანალიზოთ თქვენ მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. დაადგინეთ თქვენი მოლოდინების მიმართულება და შემდეგ საპირისპირო სცენარი განიხილეთ.

დალიოს თქმით, ამ შემთხვევაში ქმედითი ნაბიჯი დივერსიფიკაციაა.

წინა

თეთრი სახლის განცხადებით, Intel $8.5-მილიარდიან გრანტს მიიღებს

შემდეგი

რა ხდებოდა 21 მარტს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 21 მარტს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 21 მარტს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved