Tesla ბოლო დროის ახალ ამბებში ხშირად ხვდება, მაგრამ არა იმ მიზეზების გამო, რაც შეიძლება ვიფიქროთ. აღმასრულებელი დირექტორი – ილონ მასკი დიდ ყურადღებას აქცევს Twitter-ის მიმართ ინტერესს, რამაც Tesla, სწორედ ამ მიზეზების გამო ყურადღების ცენტრში მოაქცია.
ამჟამინდელი ან პერსპექტიული ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სიგნალის ხმაურისგან გამიჯვნა და ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებისას, უშუალოდ ტესლას ბიზნესზე ფოკუსირება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ქმედებები, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, არსებობს სხვა ფაქტორები ტესლას შესახებ, რომლებიც, ყიდვა-გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენს ყურადღებას იმსახურებს.
- Tesla-ს აქციები დაყოფა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს
მას შემდეგ, რაც 2020 წელს Tesla-მ აქციების დაყოფის შესახებ გამოაცხადა, კომპანიის აქციების ფასი 80%-ით გაიზარდა, მაგრამ ამან არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ აქციების დაყოფა მათ ღირებულებას ცვლის. უბრალოდ, ეს მოვლენა დაემთხვა პოსტ-პანდემიური ვარდნის აღდგენის შუა პერიოდის Bull ბაზარს (საფონდო ბირჟის აღმავალი პერიოდი) და, შესაბამისად, ეს ვერ იქნება გარანტია, რომ შემდგომ დაყოფასაც ფასების ზრდა დაემთხვევა.
- Tesla-ს წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლები ყურადსაღებია
ცოტა ხნის წინ, ტესლას მენეჯმენტმა 2022 წლის პირველი კვარტლის ავტომობილების წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლები გამოავლინა. კომპანიამ ამ კვარტალში გამოუშვა 305,407 და ბაზარს მიაწოდა 310,048 ავტომობილი, რაც ამ მაჩვენებლების, შესაბამისად, წლიურ 69%-იან და 68%-იან ზრდას ნიშნავს. მეორეს მხრივ, ავტომობილების წარმოება თანმიმდევრულად (2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით) 14%-ით შემცირდა და მიწოდება მხოლოდ ოდნავ – 0.5%-ით გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ზრდა შთამბეჭდავია, მაგრამ თანმიმდევრული ზრდის სუსტი მაჩვენებელი, შესაძლოა, რთული 2022 წლის მაუწყებელი იყოს.
- ჩინეთში დაბრკოლებებია
ჩინეთში Tesla-ს პრობლემები უშუალოდ ზემოხსენებულ წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლებს უკავშირდება. ქვეყანაში კოვიდ-19-ის კვლავ გააქტიურების გამო, ჩინეთის მთავრობამ, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მკაცრი ლოკდაუნის პოლიტიკა დააწესა. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს Tesla-ს შანხაიში მდებარე ქარხანაზე, რომელიც თითქმის სამი კვირაა დახურულია. ეს ქარხანა დღეში დაახლოებით 2,100 ავტომობილს აწარმოებს, ამიტომ წარმოების შეფერხებები სწრაფად მატულობს.
მიუხედავად იმისა, რომ შანხაის ქარხანა ტესლას მანქანების მხოლოდ უმცირეს ნაწილს აწარმოებს, ხანგრძლივმა პაუზამ შეიძლება ბიზნესზე მატერიალურად იმოქმედოს, განსაკუთრებით ელექტრომობილების (EV) სექტორში მზარდი კონკურენციის გათვალისწინებით. თუ ტესლას წარმოების პრობლემები EV-ს მიწოდების ხანგრძლივ შეფერხებას გამოიწვევს, მომხმარებლებმა, შესაძლოა, კონკურენტებს მიმართონ.
- ილონ მასკმა ახალი ამბები მოიცვა, მაგრამ არა Tesla-ს გამო
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Tesla, ბოლო დროს, ახალ ამბებში ხშირად ხვდება, მაგრამ არა ამ ბიზნესთან დაკავშირებული მიზეზებით. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შემდეგი მოვლენები განვითარდა: ილონ მასკი გახდა Twitter-ის უმსხვილესი აქციონერი, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სოციალური ქსელის დირექტორთა საბჭოს უერთდებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა და საბოლოოდ გავრცელდა, რომ მასკმა Twitter-ის ყიდვა $43 მილიარდის სანაცვლოდ სცადა.
იმის გათვალისწინებით, რომ ტესლას საწარმოო სიმძლავრესთან დაკავშირებით ლეგიტიმური ღელვა არსებობს, მიზანშეწონილი იქნება დავინტერესდეთ, საკმარისად ფოკუსირებულია თუ არა მასკი ტესლას ბიზნესზე. მენეჯმენტი, ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია და ტესლას, როგორც ინვესტიციის შეფასებისას, ილონ მასკი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
- Tesla-ს ღირებულების შეფასება დამოკიდებულია მყარ წარმადობაზე
Tesla-ს აქციის P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი ამჟამად 21-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მის ბოლოდროინდელ მაღალ მაჩვენებელთან შედარებით, ეს მეტრიკა 30%-ით დაბალია, კომპანია, სხვა ავტომწარმოებლებთან შედარებით, მაინც საუცხოოდ ფასდება. იმ სამი კომპანიის აქციები, რომელსაც EV სივრცეში მნიშვნელოვანი ინვესტიციები გააჩნია – Ford Motor Company, General Motors და Volkswagen – ბაზარზე 1-ზე ნაკლები P/S კოეფიციენტით მიმოიქცევა.
ტესლა EV სივრცეში კვლავ ლიდერია, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მისი ასეთი შეფასება გამართლებულია. თუმცა, თუ კომპანიის ლიდერობა, საკუთარი პრობლემების ან კონკურენტების წარმატების გამო, შესუსტება, ეს მდგომარეობა სწრაფად შეიცვლება.