• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

2 გაკვეთილი უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგიის მაგალითზე

აპრილი 19, 2022
in ინვესტიციის ანბანი
2 გაკვეთილი უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგიის მაგალითზე
გაზიარება

ცნობილი ინვესტორი – უორენ ბაფეტი ან „ომაჰას ორაკული“, როგორც მას ხშირად უწოდებენ, საფონდო ბირჟის ლეგენდაა და დღესაც აქტუალურია. მისი ჰოლდინგი – Berkshire Hathaway მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა.

თუ Berkshire-ს ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ უამრავ კომპანიას, რომელთაგან ზოგიერთს, ლეგენდარული ინვესტორი ათწლეულების განმავლობაში პოზიციების გაყიდვის გარეშე მართავს. ეს მკვეთრი განსხვავებაა იმისგან, რასაც მოისმენთ ტელევიზორში მოსაუბრე პირებისგან, რომლებიც მუდამ კვირის „ცხელ ვაჭრობაზე“ საუბრობენ.

ამ სტატიაში მოცემულია უორენ ბაფეტის გრძელვადიანი მიდგომის გამოყენების 2 სარგებელი.

კომპანიის საფუძვლებზე ფოკუსირება და მოთმინება ნაკლებ სტრესს იწვევს

საფონდო ბირჟას ზოგიერთი ადამიანი „კაზინოს“ უწოდებს, ალბათ, იმ ირაციონალური არასტაბილურობის გამო, რომელიც მას ყოველდღიურად ახასიათებს. მოკლევადიან პერიოდში ბევრ რამეს შეუძლია აქციების ფასების გადაადგილება. ყოველთვის არსებობს ახალი ამბები, სამთავრობო სტატისტიკა ან გეოპოლიტიკური მოვლენა, რომელიც ბაზარზე ძლიერად ზემოქმედებს. საინტერესოა, რატომ ცდილობს ამდენი ადამიანი ამ ყველაფერთან შეჭიდებას, როდესაც ბაზარი ასეთი ქაოტურია.

იმავდროულად, კომპანიის საფუძვლები, ჩვეულებრივ, ზრდის აქციების ფასს მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში. თუ თქვენ კონკურენტული უპირატესობების მქონე მზარდ და მომგებიან ბიზნესს ფლობთ, ბაზარი, როგორც წესი, რაღაც მომენტში მას ამოიცნობს და უფრო მაღალი ფასით დააჯილდოებს.

შეიძლება ფლობდეთ მომავალი Amazon-ის მსგავსი კომპანიის აქციებს, მაგრამ ამ გიგანტის აქციების ფასიც კი 2000-იანი წლების დასაწყისში $100-დან $10-მდე ჩამოვიდა. Amazon ერთი წლით ადრე ჯანსაღი ბიზნესი იყო და შემდეგ უეცრად გაკოტრებამდე მივიდა? არა, უბრალოდ, ბაზარი ირაციონალურია და ასეთი რამ მუდამ ხდება. გაკვეთილი? ფოკუსირდით ბიზნესის საფუძვლებზე და მის პოტენციალის გამოვლენისთვის დრო მიეცით. უახლოეს პერსპექტივაში ყველაფერი უბრალოდ ვარაუდია.

ნუ ეცდებით ზედმეტის გაკეთებას

და ბოლოს, უორენ ბაფეტი არ ცდილობს იყოს იმაზე ჭკვიანი, ვიდრე საჭიროა. დიდებული აქციების პოვნა ძნელია და ბაფეტი, მათი პოვნისას საქმეს არ ართულებს, ის ასეთ აქციებს ინარჩუნებს მანამ, სანამ ისინი დიდებულებას დაკარგავს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი აქცია Berkshire Hathaway-ის ნაწილი ათწლეულების განმავლობაში იყო.

მან, შეიძლება, თავად გითხრათ, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა ზედმეტის გაკეთების მცდელობა იყო. ბაფეტმა ორჯერ გაყიდა Walt Disney-ის აქციები, რაც მისთვის $31 მილიარდის ოდენობით პოტენციური მოგების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობად იქცა.

უფრო ფართო მონაცემები ადასტურებს იმას, რაც უორენ ბაფეტმა თავად აღმოაჩინა: რაც უფრო მეტს ვაჭრობთ, მით უარესი იქნება თქვენი ინვესტიციებიდან მიღებული ანაზღაურება. ზოგჯერ გასაყიდად კარგი მიზეზი არსებობს, მაგალითად, წარუმატებელი საინვესტიციო თეზისი ან არაეთიკური მენეჯმენტი. თუმცა, ინვესტორების მცდელობა, რომ ოთახში ყველაზე ინტელექტუალური ადამიანები იყვნენ, ხშირად საპირისპიროდ მოქმედებს.

დასკვნა

უორენ ბაფეტისგან და მისი ხანგრძლივი კარიერის მაგალითზე ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მისი გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია არის მარტივი კომპასი, რომლით სარგებლობაც საცალო ინვესტორებს შეუძლიათ.

აქციების ცვალებადობასთან გამკლავება ადვილი არ არის და შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობების პოვნა თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავს, მაგრამ შეგიძლიათ ამოცანა ბაფეტის საინვესტიციო მოღვაწეობიდან სიბრძნის სესხებით გაიმარტივოთ. იპოვეთ გამარჯვებულები, შეინარჩუნეთ ისინი და მიეცით საშუალება თქვენთვის სიმდიდრის დაგროვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ.

წინა

გახდება Volkswagen ელექტრომობილების ტოპ მწარმოებელი 2025 წლისთვის?

შემდეგი

5 რამ, რაც Tesla-ს აქციის შესახებ უნდა იცოდეთ

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
5 რამ, რაც Tesla-ს აქციის შესახებ უნდა იცოდეთ

5 რამ, რაც Tesla-ს აქციის შესახებ უნდა იცოდეთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved