• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ილონ მასკს Twitter-ის ყიდვა $43.4 მილიარდად სურს

აპრილი 14, 2022
in სიახლეები
ილონ მასკს Twitter-ის ყიდვა $43.4 მილიარდად სურს
გაზიარება

Twitter-ისა და ილონ მასკის ისტორია სოციალური ქსელის წილის ყიდვით არ დასრულებულა. Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ახლა Twitter-ის ასივე პროცენტის შეძენას გეგმავს — თითო აქციისთვის $54.20-ს გადაიხდის, რაც ჯამურად $43.4 მილიარდს შეადგენს.

„Twitter-ში ინვესტიცია ჩავდე, რადგან მჯერა, რომ მას სიტყვის თავისუფლების პლატფორმად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს, რაც, თავის მხრივ, მოქმედი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ვხვდები, რომ ამჟამინდელი ფორმით ეს ვერ მოხდება და იგი კერძო კომპანიად უნდა გადაიქცეს“, — აცხადებს ილონ მასკი.

მისივე განცხადებით, ეს შეთავაზება საუკეთესო და საბოლოოა, ხოლო თუ Twitter ამას არ დათანხმდება, იგი კომპანიის აქციონერის სტატუსის გადახედვას დაიწყებს. მანამდე კი კომპანიის 9.2%-იანი წილის შეძენით ილონ მასკი Twitter-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა. მას Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრობაც შესთავაზეს, თუმცა რადგან ეს სტატუსი მასკს კომპანიის 14.6%-ზე მეტის ფლობის უფლებას აღარ მისცემდა, მან უარი განაცხადა.

საინტერესოა ისიც, რომ Twitter-ის ერთი აქცია 2021 წლის ოქტომბერში $60 ღირდა, 4 ნოემბრიდან ეს მაჩვენებელი $54.20-ზე დაბალი იყო, ამჟამად კი თითო აქციის ფასი $50.97-ს შეადგენს.

ხოლო Forbes-ის მიხედვით, მასკი უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში და მისი ქონება $273.6 მილიარდს შეადგენს. Twitter-ის ყიდვა კი მისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს. ამ სიახლის შესახებ მან საკუთარ გვერდზეც კი დაწერა, თუმცა Twitter-ის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

წინა

ოქროს ETF-ს ფლობის 2 დადებითი და 1 უარყოფითი მხარე

შემდეგი

6 მნიშვნელოვანი წესი მსოფლიოს 6 საუკეთესო ინვესტორისგან

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
6 მნიშვნელოვანი წესი მსოფლიოს 6 საუკეთესო ინვესტორისგან

6 მნიშვნელოვანი წესი მსოფლიოს 6 საუკეთესო ინვესტორისგან

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved