• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც ბაზარს თავდაყირა აყენებს

აპრილი 20, 2022
in სიახლეები
კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც ბაზარს თავდაყირა აყენებს
გაზიარება

რაც უფრო მეტად გადადის ეკონომიკა ონლაინ სივრცეში, მით უფრო იცვლება საფრთხეების ლანდშაფტი. კომპანიების ლიდერებს ახლა ევალებათ კიბერსივრცეში უაღრესად ღირებული აქტივები დაიცვან, რაც შეიძლება რთული იყოს, რადგან ციფრულ სფეროში რისკები, შესაძლოა, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან მომდინარეობდეს.

მავნე თავდასხმა, რომელიც მონაცემთა გარღვევას იწვევს, შეიძლება კორპორაციების უმეტესობისთვის ყველაზე საშინელი კოშმარი იყოს, რადგან ის არა მხოლოდ ზიანს აყენებს შემოსავალს, არამედ მნიშვნელოვნად აზარალებს რეპუტაციას.

ევროპასა და აზიაში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდასთან ერთად, კიბერუსაფრთხოების რისკები, სავარაუდოდ, არასდროს ყოფილა უფრო მაღალი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წამყვანი კიბერუსაფრთხოების კომპანიის – Tenable-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 13%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq 100 ტექნოლოგიური ინდექსი 15%-ით დაეცა. აი, რატომ შეიძლება ეს წარმატებები გაგრძელდეს.

Cybersecurity

კიბერუსაფრთხოება აუცილებელი საჭიროებაა და არა ფუფუნება

2021 წლის განმავლობაში საკონსულტაციო ფირმა – KPMG-მა ჩაატარა გამოკითხვა 500 აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც მსოფლიოს ზოგიერთ უდიდეს კომპანიას მართავს. გამოკითხვის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რას აღიქვამდნენ ეს აღმასრულებელი დირექტორები თავიანთი ორგანიზაციებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ და სიის სათავეში კიბერუსაფრთხოების რისკი იყო.

ფაქტობრივად, მიმდინარე ათწლეულის ბოლოს, ზოგიერთი შეფასებით, კომპანიებმა მთელ მსოფლიოში, შეიძლება, კიბერუსაფრთხოებაზე ყოველწლიურად $478 მილიარდზე მეტი დახარჯონ. ყველაზე დიდ ინსტრუმენტებს შორის, რომლებში ინვესტირებაც მათ შეუძლიათ, არის საფრთხის გამოვლენა და დაუცველობის მენეჯმენტი, რომლებიც, თავდასხმების ასაცილებლად, პროაქტიულად ეძებს რისკებს, სანამ ისინი შეუქცევადი ზიანის მომტანად არ იქცევა.

Tenable ამ სფეროში ინდუსტრიის ლიდერია. მისი Nessus პლატფორმა არის დაუცველობის მართვის ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი ბაზარზე, რომელსაც იყენებს 30,000 ორგანიზაცია, 2 მილიონზე მეტი ინდივიდუალური ჩამოტვირთვით. მისი კონფიგურირებადი ბუნება შესანიშნავად ერგება ნებისმიერი ზომის ბიზნესს, ხოლო მისი უმაღლესი რანგის დაცვა ანეიტრალებს უფრო მეტ მოწყვლადობასა და ექსპოზიციას, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლატფორმა.

Tenable-მა Nessus-ის შესაძლებლობები გააფართოვა უაღრესად სპეციალიზებული კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტებით, რომლებიც იცავს ისეთ სექტორებს, როგორებიც არის ავტომობილების წარმოება, ფინანსები და აშშ-ის ფედერალური მთავრობაც კი. დაუცველობის მართვის გარდა, Tenable ამ მომხმარებლებს ინსტრუმენტების მრავალფეროვანი კომპლექტით ემსახურება.

ზრდა, რომელსაც მსხვილი მომხმარებლები განაპირობებენ

Tenable-ის წლიურმა შემოსავალმა ნახევარი მილიარდი დოლარის ზღვარი 2021 წელს გადალახა, რამაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდის წარმოუდგენელი ტემპი დააგვირგვინა. ეს გამოწვეულია კომპანიის ყველაზე მაღალხარჯიანი მომხმარებლებით, რომელთა წლიური კონტრაქტის ღირებულება წელიწადში $100,000-ს აღემატება.

მეტრიკა 2016 წელი 2021 წელი CAGR (ნაერთი წლიური ზრდის ტემპი)
შემოსავალი $124 მილიონი $541 მილიონი 34%
კლიენტები ექვსნიშნა ხარჯებით 124 1,095 54%

ეს ხაზს უსვამს კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტებზე სწრაფად მზარდ მოთხოვნას დიდ და უფრო კომპლექსურ ორგანიზაციებს შორის. დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია უნდა დაჩქარდეს, რადგან საფრთხის ლანდშაფტი ფართოვდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წელს გაყიდვების ზრდა გაგრძელდება და მთელი წლის განმავლობაში $667 მილიონს მიაღწევს.

Tenable-ის არა-GAAP-ით (GAAP – საყოველთაოდ აღიარებული საბუღალტრო პრინციპები) გამოთვლილი მოგება თითო აქციაზე (EPS) 78%-ით – $0.19-დან (2020 წელი) $0.34-მდე (2021 წელი) გაიზარდა.

შესაძლოა, Tenable-ის აქციების ფასის ზრდა გაგრძელდეს

უოლ სტრიტის ანალიტიკოსების ვარაუდები ყოველთვის არ ამართლებს, მაგრამ მათი Tenable-ზე დამყარებული იმედები ნამდვილად გამართლდა.

თვრამეტი ანალიტიკოსი შეეხება Tenable-ის საკითხს და მათგან არცერთი არ გვირჩევს ამ კომპანიის აქციების გაყიდვას. ამჟამად Tenable-ის თითო აქციის ფასი $61.69-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდა არის მოსალოდნელი.

მზარდი პოტენციური ბაზრისა და მსხვილი ორგანიზაციების დამსახურებით, რომლებიც კომპანიის უსაფრთხოების ინსტრუმენტებისკენ მიემართება, სანამ ბაზარი მერყევია, Tenable-ის აქციების შესყიდვას დიდი ფიქრი არ სჭირდება. მაგრამ რაც უფრო მთავარია, მოსალოდნელია, რომ ეს კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდას გააგრძელებს.

წინა

5 რამ, რაც Tesla-ს აქციის შესახებ უნდა იცოდეთ

შემდეგი

3 დივიდენდური აქცია, რომელიც სამუდამო შემოსავლით უზრუნველგყოფთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 დივიდენდური აქცია, რომელიც სამუდამო შემოსავლით უზრუნველგყოფთ

3 დივიდენდური აქცია, რომელიც სამუდამო შემოსავლით უზრუნველგყოფთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved