• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nasdaq-ის 2 საუკეთესო აქცია ივლისში შესაძენად

ივნისი 30, 2022
in სიახლეები
Nasdaq-ის 2 საუკეთესო აქცია ივლისში შესაძენად
გაზიარება

იცოდით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ინვესტირებისთვის Nasdaq ბევრად უკეთესი ადგილი იყო, ვიდრე S&P 500? 300%-ზე მეტი ზრდით მან აჯობა უფრო ფართო ინდექსს, რომელიც ამ დროის განმავლობაში 200%-ზე ნაკლებით გაიზარდა.

Nasdaq მსოფლიოში საუკეთესო მზარდი პოტენციალის აქციებს აერთიანებს. შეფასებების ვარდნამ, შესაძლოა, ფანტასტიკური ყიდვის შესაძლებლობა შექმნას ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ იყიდონ და დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნონ აქციები. ამ სტატიაში ვისაუბრებთ 2 საუკეთესო აქციაზე, რომლის შეძენაც დღეს Nasdaq-ზე შეგიძლიათ.

  1. Align Technology

Align Technology – კომპანია, რომელიც პოპულარული კბილების გამჭვირვალე „მომწყობის” უკან დგას, წლების განმავლობაში უზარმაზარ ზრდას განიცდიდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო გარკვეული რყევები იყო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის საშუალო ზრდის ტემპმა 33%-ს გადააჭარბა.

Align Technology Inc Revenue (Quarterly YoY Growth)

Align Technology-ის ზრდის ტემპი გვიან შეჩერდა მთელ მსოფლიოში რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო. ჩინეთში კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ლოკდაუნმა კომპანიის ბიზნესზე ასევე უარყოფითად იმოქმედა. შესაძლოა, კომპანიას ჯერ კიდევ რთული გზა ელოდეს წინ, რადგან მისი პროდუქტის ფასი, შეიძლება, $2,000 ან მეტი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს საფასურის რამდენიმე წლის განმავლობაში გადახდის შესაძლებლობა აქვთ, მაღალმა ფასმა, შესაძლოა, უახლოეს პერსპექტივაში პროდუქტზე მოთხოვნა შეზღუდოს.

Align Technology

გაყიდვების ზრდის შენელებისა და ბიზნესის წინაშე მყოფი გამოწვევების შედეგად, აქციების ფასი წელს 62%-ით შემცირდა, ხოლო Nasdaq უფრო მოკრძალებული – 26%-ით არის შემცირებული. თუმცა, კომპანიამ, თავისი ბიზნესისადმი ნდობის გამოვლენით, გადაწყვიტა, რომ ეს ვარდნა შესანიშნავი დროა აქციების გამოსასყიდად. მაისში Align-მა დააანონსა აქციების შესყიდვის დაჩქარებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანია ივლისის ბოლომდე $200 მილიონის ღირებულების ჩვეულებრივ აქციებს გამოისყიდის. აღმასრულებელი დირექტორი – ჯო ჰოგანი, ასევე, $2 მილიონის ღირებულების აქციების შეძენას გეგმავს.

Grand View Research-ის ანალიტიკოსები ამ სექტორისგან უზარმაზარ ზრდას ელიან. ისინი იმედოვნებენ, რომ გლობალური ბაზარი 2030 წლამდე 29.5%-იანი წლიური ზრდის ტემპით გაფართოვდება. როგორც ინდუსტრიის ლიდერი, Align, შესაძლოა, შესანიშნავი ყიდვის შესაძლებლობა იყოს.

Netflix
  1. Netflix

სტრიმინგ გიგანტმა – Netflix-მა, წელს ასევე დიდი ვარდნა განიცადა. კომპანიის 70%-მდე დანაკარგებმა აქციის ფასი 2017 წლის დონემდე დააბრუნა. შარშან, ინვესტორების უმეტესობა დიდი სიამოვნებით შეიძენდა Netflix-ის აქციებს 2017 წლის ფასად. ახლა კი კომპანიის მდგომარეობა, გამომწერების რაოდენობის შემცირების გამო, მოულოდნელად გაუარესდა. Netflix-მა ამ წელს, ხარჯების შემცირების მიზნით, ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა, რადგან კომპანიის შემოსავლების ზრდა შენელდა.

თუმცა, შეიძლება, ეს გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის სასარგებლო იყოს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ნეტფლიქსმა პაროლების გაზიარების შესახებ იცოდა (მომხმარებლები ერთმანეთს ნეტფლიქსის ანგარიშის პაროლებს უზიარებენ, შესაბამისად კომპანიას ბევრი „უფასო“ მომხმარებელი ჰყავს) და დაგროვდა იმაზე მეტი კონტენტი, ვიდრე, სავარაუდოდ, საჭირო იყო. ამ ორი პრობლემის მოგვარება, შესაძლოა, კომპანიას შემოსავლის მნიშვნელოვნად ზრდაში დაეხმაროს.

Content Spending of Netflic Worldwide from 2016 to 2021 (in billion U.S

ხარჯების დაზოგვაზე მეტად ფოკუსირებით, ბიზნესმა, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უკეთესი წარმადობა აჩვენოს. როდესაც ბიზნეს სწრაფად ვითარდება და გაყიდვები იზრდება, ყველაფერი მშვენივრადაა და ხარჯებზე არავინ ფიქრობს, რადგან კომპანია მოლოდინებს აჭარბებს. თუმცა, როგორც კი ეს ზრდა შენელდება, მოულოდნელად მაღალი ხარჯები შეშფოთებას იწვევს.

თუმცა, Netflix-ის ბიზნესი არავითარ შემთხვევაში არ არის განადგურებული. კომპანიის აქციების მასიური გაყიდვები ექსტრემალური იყო და თუ ბიზნესი არასაჭირო ხარჯების შემცირებას შეძლებს, შესაძლოა, Netflix კარგი გრძელვადიანი ინვესტიცია იყოს. ეს ჯერ კიდევ შესანიშნავი კომპანიაა, რომელმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში $30 მილიარდის ტოლი შემოსავალი და $5 მილიარდზე მეტი მოგება დააფიქსირა. შესაბამისად, მოგების მარჟამ შთამბეჭდავი 16% შეადგინა.

შესაძლოა, ნეტფლიქსი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება იყოს – მისი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად დაახლოებით 17-ს შეადგენს.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Pinterest-ის აქციების ფასი?

შემდეგი

როგორ მოქმედებს უორენ ბაფეტი ბაზრის კრახის დროს?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
როგორ მოქმედებს უორენ ბაფეტი ბაზრის კრახის დროს?

როგორ მოქმედებს უორენ ბაფეტი ბაზრის კრახის დროს?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved