• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ მოქმედებს უორენ ბაფეტი ბაზრის კრახის დროს?

ივნისი 30, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ მოქმედებს უორენ ბაფეტი ბაზრის კრახის დროს?
გაზიარება

2008 წლის ოქტომბერში ბაფეტმა The New York Times-ში გამოაქვეყნა მართლაც ინსპირაციული ნაშრომი სათაურით: “Buy American. I Am”. სტატიაში მისმა კომენტარებმა და რჩევებმა წარმოაჩინა ლეგენდარული ინვესტორის მიერ დიდი რეცესიის პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. ამ ყველაფრის გააზრება, შესაძლოა, ბაზრების კიდევ ერთი არასტაბილური პერიოდის დროს დაგვეხმაროს.

Economic Uncertainty Ahead

ბაფეტი ყიდვის შესაძლებლობებს ეძებს

ყიდვის სტრატეგიასთან დაკავშირებით უორენ ბაფეტი ნარკვევს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატით იწყებს:

„ყიდვის გადაწყვეტილებას მარტივი წესი მკარნახობს: იყავი ფრთხილად, როდესაც სხვები ხარბები არიან და იყავი ხარბი მაშინ, როდესაც სხვებს ეშინიათ.“

გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი მაშინ, როდესაც ბაზრის დანარჩენი ნაწილი პანიკაშია, ერთ-ერთი მთავარი ნიშანია რაც გამარჯვებულებს დამარცხებულებისგან განასხვავებს. ბაფეტს ეს უმეტესობაზე უკეთ ესმის. ახალბედა ინვესტორებისთვის ბაზრის ამჟამინდელი არეულობა, ალბათ, პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ბაზრის ნამდვილი „პანიკა“ განიცადეს. 2020 წლის მარტში დაფიქსირებული კრახისა და შემდგომი სწრაფი აღდგენისგან განსხვავებით, ამჟამინდელმა ბაზარმა უარყოფითი განწყობა უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნა.

აქციების შესაძენად ეკონომიკის გამოსწორებას ნუ დაელოდებით

ბაფეტი წერს, რომ, ხშირად, აქციების ფასები მანამდე იწყებს ზრდას, სანამ ეკონომიკა გამოსწორდება: „1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ინფლაცია მძვინვარებდა და ეკონომიკა რეცესიას განიცდიდა, აქციების შესაძენად შესაფერისი დრო იყო… მოკლედ, ცუდი ამბავი ინვესტორის საუკეთესო მეგობარია, ის საშუალებას გაძლევთ, რომ ამერიკის მომავლის ნაწილი დაბალ ფასად შეიძინოთ.“

ეს აშკარაა 1980-იანი წლების სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაჩვენებლებში. CPI-მ 1980 წელს პიკს – თითქმის 15%-ს მიაღწია, თუმცა S&P 500 იმავე წელს 30%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტის თქმის, ის ბაზართან სინქრონიზებას არ ცდილობს, ცუდი ეკონომიკური პერიოდის განმავლობაში ინვესტორებისთვის შეთავაზებული ფასდაკლებები, ჩვეულებრივ, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი დიდი ფსონებია.

ბაფეტი ყიდულობდა

რას აკეთებს უორენ ბაფეტი ამ ბოლო bear market-ის დროს? მოკლე პასუხი გასაკვირი არ უნდა იყოს. ის ყიდულობდა.

ბაფეტის Berkshire Hathaway Inc.-ის მიერ შესრულებული ზოგიერთი შესამჩნევი შესყიდვა იყო:

  • სადაზღვევო კომპანია Allegany-ის შეძენა.
  • HP Inc.-ის 121 მილიონი აქციის შეძენა – $4 მილიარდზე მეტად.
  • დიდი ფსონები ნავთობმწარმოებელი კომპანიების აქციებზე, როგორიც არის Chevron და Occidental Petroleum.
  • Apple-ის 7 მილიონი აქციის შეძენა.

ძნელია იმის ცოდნა, თუ როგორ იმოქმედებს მომავალში აქციები, მაგრამ აშკარაა, რომ ბაფეტი ბაზარზე უამრავ ყიდვის შესაძლებლობას ხედავს.

დასკვნა: ნეგატიური განწყობა ყიდვის შესაძლებლობაა

საიდუმლო არ არის, რომ მოკლევადიან პერიოდში ბაზარს სენტიმენტები მართავს. ინვესტიციის განხორციელება მაღალი ხარისხის ბიზნესში მაშინ, როდესაც ყველა სათაური განწირულობასა და სიბნელის სურათს ასახავს, ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია. თუმცა, უორენ ბაფეტმა ათწლეულების განმავლობაში გვაჩვენა, რომ ეს შეტევაზე გადასვლისთვის შესაფერისი დროა.

წინა

Nasdaq-ის 2 საუკეთესო აქცია ივლისში შესაძენად

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Amazon-ის, Apple-ისა და Nvidia-ს აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Amazon-ის, Apple-ისა და Nvidia-ს აქციების ფასები?

რატომ შემცირდა გუშინ Amazon-ის, Apple-ისა და Nvidia-ს აქციების ფასები?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved