• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 შესანიშნავი მზარდი პოტენციალის აქცია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის

სექტემბერი 28, 2022
in სიახლეები
2 შესანიშნავი მზარდი პოტენციალის აქცია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის
გაზიარება

წელს Russell 3000-ის ინდექსი დაახლოებით 22%-ით შემცირდა. ვერავინ უარყოფს, რომ საფონდო ბირჟას რთული პერიოდი უდგას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მზარდი პოტენციალის აქციები აღმოჩნდა, Russell 3000 Growth ინდექსი 28%-ით დაეცა.

მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა, შეიძლება, ეს მდგომარეობა ყიდვის შესანიშნავ შანსად მიიჩნიონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიაში განხილული ორი აქციის ფასი მკვეთრად დაეცა, ორივეს გააჩნია ძლიერი პერსპექტივები, რომლებიც სერიოზულ განხილვას მოითხოვს.

  1. Amazon

მას შემდეგ, რაც 1994 წელს დაარსდა Amazon, როგორც წიგნების ონლაინ გამყიდველი, კომპანიამ ფენომენალური ზრდა განიცადა. აქციებმა საკმაოდ დიდი სარგებელი მოუტანა აქციონერებს მას შემდეგ, რაც კომპანია 1997 წელს საჯარო გახდა. თუმცა ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციების ფასი წელს დაახლოებით 32%-ით შემცირდა.

Amazon Stock

ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ბოლო დროს დაფიქსირებული დუნე მომგებიანობით. მეორე კვარტალში საოპერაციო შემოსავალი $7,7 მილიარდიდან $3,3 მილიარდამდე შემცირდა, რადგან კომპანიას გაზრდილ ხარჯებთან უწევდა გამკლავება. მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ მესამე კვარტალში საოპერაციო შემოსავალი ერთი წლის წინ დაფიქსირებულ $4,9 მილიარდთან შედარებით $3,5 მილიარდს მიაღწევს.

თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ გაყიდვები მუდმივად იზრდება. ამაზონის ეს მაჩვენებელი ბოლო კვარტალში 10%-ით – $121.2 მილიარდამდე გაიზარდა (სავალუტო ტრანზაქციის გავლენის გამოკლების შემდეგ). ამის საფუძველზე, კომპანია მესამე კვარტალში დაახლოებით 17%-21%-იან ზრდას მოელის. მენეჯმენტის მიერ დადებულ პირობას, ფოკუსირდეს პროდუქტიულობაზე, უფრო მაღალი მომგებიანობა უნდა მოჰყვეს.

კომპანიის მომავალი ზრდის მთავარ გასაღებს Amazon Web Services (AWS) სეგმენტი წარმოადგენს. ქლაუდ გამოთვლების ბიზნესი ამ სფეროში 33%-იანი ბაზრის წილით ლიდერობს, რომელსაც Microsoft-ის Azure და Alphabet-ის Google Cloud პლატფორმა მოსდევს. ვინაიდან მონაცემთა ცენტრების შექმნა და შენარჩუნება ძვირია, ბაზრის ახალი მონაწილეებისთვის რთული კონკურენტული გარემოა შექმნილი.

Amazon-ის სწრაფად მზარდი AWS ბიზნესი ნამდვილი ლიდერი იყო, მეორე კვარტალში გაყიდვები 33%-ზე მეტით – $19.7 მილიარდამდე  გაიზარდა. ჩრდილოეთ ამერიკის სეგმენტში ამ მაჩვენებელმა 10%-ით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით – შემცირდა.

გარდა ამისა, AWS-ს გააჩნია გაცილებით მაღალი მარჟა, ვიდრე კომპანიის დანარჩენ ორ სეგმენტს. გასულ კვარტალში საოპერაციო მარჟა 28.3%-დან 29%-მდე გაიზარდა. AWS-ის პერსპექტივების გათვალისწინებით, Amazon-ის ზრდის ისტორია კვლავ აქტუალურია.

  1. Chewy

Chewy ასევე სწრაფად მზარდი იყო, განსაკუთრებით პანდემიის დროს, როდესაც შინაური ცხოველების აყვანის შემთხვევები გაიზარდა. 2020 წელს კომპანიის აქციების ფასმა 210%-ით მოიმატა. თუმცა, 2022 წელი აქციონერების მიმართ კეთილი არ ყოფილა – აქციების ფასი 46%-ზე მეტით შემცირდა.

Chewy Stock

მიუხედავად ამისა, კომპანიის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივები კვლავ გამართლებულია. მეორე ფისკალურ კვარტალში (დასრულდა 31 ივლისს), გაყიდვები 12,8%-ით – $2,4 მილიარდამდე გაიზარდა. მართალია, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, როდესაც შემოსავალი 27%-ით გაიზარდა, ეს შენელებაა, მაგრამ უახლოესი წარსულის შედეგები მაინც გამოწვეული იყო პანდემიასთან დაკავშირებული ფაქტორებით, როგორიც არის შინაური ცხოველების აყვანისა და ონლაინ შესყიდვების ზრდა.

Chewy-მ თავისი მთლიანი მარჟა 27.5%-დან 28.1%-მდე გაზარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მენეჯმენტს, გაყიდვების გასაზრდელად დიდი ფასდაკლება არ გაუკეთებია. ფაქტობრივად, მან შეძლო ფასების მომატება იმაზე მეტად, ვიდრე ხარჯები გაიზარდა. ხოლო აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 2%-ზე მეტით – 20.5 მილიონამდე გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ კომპანიის ზრდა მხოლოდ პანდემიის შედეგი არ ყოფილა.

საკუთარი შინაური ცხოველების მიმართ ადამიანების სიყვარულიდან გამომდინარე, Chewy ბაზარზე შესანიშნავ პოზიციას ინარჩუნებს იმისთვის, რომ კარგად იმოქმედოს, მაშინაც კი, თუ რეცესია დადგება. მენეჯმენტმა ადრე აღნიშნა, რომ მიუხედავად 2008 წლიდან 2010 წლამდე გაგრძელებული რეცესიის დროს მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების შემცირებისა, შინაური ცხოველების მიმართულებით ხარჯვა 12%-ით გაიზარდა.

იმავდროულად, შინაური ცხოველების ინდუსტრია ზრდას განაგრძობს. გასულ წელს გაყიდვებმა $77 მილიარდიდან (2015 წელი) $117 მილიარდამდე მოიმატა და 2025 წლამდე 7.5%-იანი წლიური ტემპით ზრდაა მოსალოდნელი. ამ პერიოდის განმავლობაში, ელექტრონული კომერციის გაყიდვები კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდა, რაც 2021 წელს შინაური ცხოველების პროდუქტების გაყიდვების 35%-ს წარმოადგენდა. 2015 წლიდან ამ მაჩვენებელმა 8%-ით მოიმატა. ეს ფაქტი Chewy-ს, როგორც შინაური ცხოველების ინდუსტრიაში ონლაინ გაყიდვების ლიდერს, კაპიტალიზაციისთვის ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

Amazon და Chewy ინვესტორებს ყიდვის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. წელს მათი აქციების ფასების შემცირებიდან გამომდინარე, თითოეულის შეფასება ინვესტორებისთვის უფრო ხელსაყრელი გახდა. Amazon-ის P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი ამჟამად 2.4-ს შეადგენს, 2022 წლის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 3.2 იყო. ამ დროის განმავლობაში, Chewy-ის P/S კოეფიციენტი დაახლოებით 3-დან 1.4-მდე შემცირდა.

ძლიერი ზრდის პერსპექტივების მქონე კომპანიების აქციების ფასების შემცირება კარგი მიზეზია იმისთვის, რომ გარკვეული კვლევები ჩაატაროთ. თუ ამ შესაძლებლობით ისარგებლებთ, შესაძლოა, ხუთი წლის შემდეგ ძალიან კმაყოფილი დარჩეთ.

წინა

2022 წლის აქციების დაყოფის გამორჩეული მაგალითები

შემდეგი

შესაძლოა, ეს შოკისმომგვრელი მაჩვენებელი Walmart-ის პრობლემებზე მიანიშნებდეს

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, ეს შოკისმომგვრელი მაჩვენებელი Walmart-ის პრობლემებზე მიანიშნებდეს

შესაძლოა, ეს შოკისმომგვრელი მაჩვენებელი Walmart-ის პრობლემებზე მიანიშნებდეს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved