• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

შესაძლოა, ეს შოკისმომგვრელი მაჩვენებელი Walmart-ის პრობლემებზე მიანიშნებდეს

სექტემბერი 29, 2022
in სიახლეები
შესაძლოა, ეს შოკისმომგვრელი მაჩვენებელი Walmart-ის პრობლემებზე მიანიშნებდეს
გაზიარება

სადღესასწაულო სავაჭრო სეზონი საცალო ვაჭრობისთვის საკვანძოა, რადგან მას ხშირად კომპანიისთვის დიდი სარგებლის ან ზარალის მოტანა შეუძლია. 2022 წელი კი შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს მრავალი ბიზნესისთვის, რადგან ინფლაციამ და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა საცალო კომპანიებზე დამატებითი ზეწოლა იქონია.

Walmart-მა 2022 წელს ქარიშხალს დიდწილად გაუძლო. მისი აქციების ფასი წელს 9%-ით დაეცა, რაც უფრო მოკრძალებულია, ვიდრე S&P 500-ის 23%-იანი ვარდნა. თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალოს. შესაძლოა, საცალო ვაჭრობის კომპანიამ დიდი მინიშნება გააკეთა იმის შესახებ, რომ ამ არდადეგების სეზონზე მოთხოვნა ძალიან ძლიერი არ იქნება.

Walmart Stock

Walmart გაცილებით ნაკლებ სეზონურ მუშაკებს ქირაობს

სექტემბერში Walmart-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია მოახლოებული სადღესასწაულო სეზონისთვის 40,000 სეზონურ მუშაკს დაიქირავებს. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება 150,000-ზე მეტ მუშაკს, რომელიც კომპანიამ ზუსტად ერთი წლის წინ დაიმატა. მენეჯმენტმა თქვა, რომ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მუშაკებს მეტი ცვლის აღების შესაძლებლობა მიეცემათ, მაგრამ ეს მაინც საგრძნობი ვარდნაა.

შესაძლოა, ეს საცალო ვაჭრობის კომპანიისთვის დიდი პრობლემა იყოს, რადგან Walmart-ის მარაგების დონე კვლავ რეკორდულ ნიშნულზეა. იმ ფასდაკლებითაც კი, რაც, სავარაუდოდ, მთელი ამ მარაგის გადატანის მცდელობას მოჰყვება, Walmart მაინც ვერ ხედავს დროებითი სეზონური მუშაკების უფრო დიდი ჯგუფის საჭიროებას, რაც ინვესტორებისთვის დიდი წითელი დროშა (საფრთხის ნიშანი, გამაფრთხილებელი ნიშანი) უნდა იყოს.

Walmart Inventories (Quarterly)

გამაფრთხილებელ ნიშნებს სხვა კომპანიებიც გვთავაზობს

ინვესტორები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ სხვა კომპანიებს, შეამჩნევენ, რომ მსგავსი წითელი დროშები სხვაგანაც არსებობს. ლოჯისტიკურმა კომპანიამ – FedEx-მა თავისი უახლესი კვარტალური შედეგები ცოტა ხნის წინ წარადგინა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რაჯ სუბრამანიამს, ახლო მომავლის შესახებ საშინელი პერსპექტივა ჰქონდა. მან თქვა, რომ გლობალური რეცესია, სავარაუდოდ, დადგება და CNBC-ს განუცხადა: „ჩვენ ვხედავთ მოცულობების შემცირებას მსოფლიოს ყველა სეგმენტში”.

პრობლემების კიდევ ერთი შესაძლო ნიშანი მომდინარეობს Walmart-ის კონკურენტისგან – Amazon-ისგან, რომელიც ოქტომბერში მეორე Prime Day ღონისძიებას გამართავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კალენდარული წლის განმავლობაში კომპანია მეორე მსგავს ღონისძიებას ჩაატარებს. იყო ცნობები ივლისში, მისი რეგულარული Prime Day-ის შემდეგ, რომ Amazon ცდილობდა კიდევ ერთი ერთი ასეთი ღონისძიება დაემატებინა, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის Prime Day ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. ნოემბრის შავ პარასკევამდე ფასდაკლების კიდევ ერთი დიდი ღონისძიება მიგვანიშნებს, რომ Amazon-ის მენეჯმენტის აზრით, შესაძლოა, კომპანიას დასჭირდეს დახმარება, რომელსაც ბოლო კვარტალში მიიღებს.

რატომ შეიძლება Walmart-ის აქციებს პრობლემები ჰქონდეს?

Walmart-ის, Amazon-ისა და FedEx-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამომხმარებლო მოთხოვნის პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება და ეს ყველაფერი შეიძლება განსაკუთრებით ცუდი ამბავი Walmart-ის აქციებისთვის იყოს. შესაძლოა, ძლიერი მოთხოვნის ნაკლებობამ კომპანიას უფრო აგრესიული ფასდაკლებებისკენ უბიძგოს, განსაკუთრებით მარაგების მიმართულებით. ეს კი, Walmart-ის ისედაც მცირე მარჟებს კიდევ უფრო დააზარალებს.

Walmart Gross Profit Margin & Profit Margin (Quarterly)

კიდევ ერთი რამ, რაც Walmart-ს დღეს სარისკო აქციად აქცევს, არის მისი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი, რომელიც 26-ს შეადგენს. მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგარი საცალო მოვაჭრის – Target-ის, P/E კი მხოლოდ 17-ს შეადგენს. მომავალ კვარტლებში უფრო მკაცრი პერსპექტივის, ასევე, პოტენციურად უფრო დაბალი ზრდისა და მოგების მაჩვენებლების გათვალისწინებით, შესაძლოა, Walmart-ის აქციები მასიური გაყიდვის საგნად იქცეს.

წინა

2 შესანიშნავი მზარდი პოტენციალის აქცია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის

შემდეგი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved