• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ, Tesla-ს აქციების ფასმა, იანვრის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ივლისი 3, 2024
in სიახლეები
გუშინ, Tesla-ს აქციების ფასმა, იანვრის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
გაზიარება

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ელექტრომობილების (EV) მწარმოებელი ამერიკული კომპანიის — Tesla-ს აქციების ფასმა 10%-ზე მეტით მოიმატა და იანვრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის შემცირებული.

Tesla-მ გუშინ გამოაქვეყნა მეორე კვარტლის წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლები, რომლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.

მეორე კვარტლის შედეგები

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა 410,831 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 443,956 მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიწოდების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, მან გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 439,000-ს შეადგენდა.

გუშინ იყო ზედიზედ მეორე დღე, როდესაც Tesla S&P 500 ინდექსში საუკეთესო წარმადობით გამოირჩეოდა. ბოლო ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 17%-ით გაუმჯობესდა.

კვარტალური ანგარიში და რობოტაქსის ღონისძიება ახლოვდება

2024 წლის რთული პირველი ნახევრის შემდეგ, გასულ კვირაში Tesla-ს აქციებმა აღდგენა დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანიის კვარტალური მაჩვენებლების მიმართ ოპტიმიზმი გაჩნდა. ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი ორშაბათს კვლავ გაიზარდა მისი რამდენიმე ჩინური კონკურენტის მიწოდების დადებითი მაჩვენებლების ფონზე.

Wedbush-ის ანალიტიკოსებმა Tesla-ს მიწოდების ანგარიში გამოქვეყნებისთანავე განაცხადეს, რომ, მათი აზრით, EV კომპანიისთვის ყველაზე ცუდი უკვე უკანა ხედვის სარკეშია.

მათ ასევე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ Tesla-ს მომავალ თვეში დაგეგმილი აქვს რობოტაქსის ღონისძიება, სადაც მისი სრულად ავტონომიური ტაქსის დებიუტი შედგება. კომპანია ამ პროდუქტით კონკურენციას გაუწევს ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებს, როგორიც არის, მაგალითად, Alphabet-ის Waymo.

Wedbush-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს: „ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ Tesla უფრო მეტად არის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის კომპანია, ვიდრე ტრადიციული ავტომობილების ფირმა. ახლა კი უოლ სტრიტი მოუთმენლად მოელის 8 აგვისტოს, როგორც საკვანძო დღეს Tesla-ს ისტორიისთვის“.

გუშინ Tesla-ს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ კომპანია ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს 23 ივლისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $231.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.82-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 2 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

ივნისში Adobe-ის აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ივნისში Adobe-ის აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა

ივნისში Adobe-ის აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved