• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 2 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 3, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 2 ივლისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ, საფონდო ბირჟაზე ცვალებადი დილის შემდეგ, ამერიკული კომპანიების აქციები აღდგა და უფრო მაღალ ნიშნულებზე დაიხურა მას შემდეგ, რაც სამუშაო ადგილების მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა და ფედერალური ბანკის (Fed) თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა ხაზი გაუსვა ცენტრალური ბანკის მნიშვნელოვან პროგრესს ინფლაციის კონტროლის მიმართულებით.

გუშინ Nasdaq Composite 0.8%-ით გაიზარდა და ინდექსმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 18,000-იან ნიშნულს. S&P 500 0.6%-ით გაუმჯობესდა და მანაც რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. Dow Jones Industrial Average (DJIA) კი 0.4%-ით გაიზარდა.

ინვესტორებმა შრომის ბაზრის პირველადი განახლებები მიიღეს, როდესაც Job Openings and Labor Turnover Survey-მ (JOLTS) აჩვენა, რომ მაისში ვაკანსიების რაოდენობამ 8.1 მილიონი შეადგინა. ანგარიში მოსალოდნელზე ძლიერი აღმოჩნდა და გვაფიქრებინებს, რომ შრომის ბაზარი ინარჩუნებს სტაბილურობას მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად.

ბაიდენის ადმინისტრაცია 12 „ტექნოლოგიური ჰაბისთვის“ $504 მილიონს გამოყოფს

გუშინ ბაიდენის ადმინისტრაციამ $504 მილიონის მოცულობის დაფინანსება დააანონსა 12 რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბისთვის. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ეს ნაბიჯი გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას აშშ-ის ნაკლებად ინვესტირებულ ნაწილებში.

დაფინანსება, რომელიც ავტორიზებულია 2022 წლის CHIPS and Science Act-ით, სარგებელს მოუტანს ინდუსტრიებს, მათ შორის ნახევარგამტარების, ხელოვნური ინტელექტის, სუფთა ენერგიისა და კვანტური გამოთვლების კომპანიებს. 12 გამარჯვებული შეირჩა 31 ტექნიკური ჰაბიდან.

დაფინანსება მოიცავს დაახლოებით $40 მილიონის გამოყოფას ნახევარგამტარების წარმოებისთვის ნიუ-იორკში, $19 მილიონის — ფლორიდაში კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისთვის და $41 მილიონის — კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიებისთვის კოლორადოსა და ნიუ-მექსიკოში.

Joe Biden

აღსანიშნავია, რომ CHIPS and Science Act მიღებულ იქნა 2022 წელს, ჩინეთთან მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე და მიზნად ისახავს წარმოების გაზრდას აშშ-ის ისეთ ძირითად ინდუსტრიაში, როგორიც არის, მაგალითად, ჩიპების წარმოება.


გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Novo Nordisk, Eli Lilly, Paramount Global, General Motors და Rivian Automotive.

Novo Nordisk & Eli Lilly

გუშინ ფარმაცევტული კომპანიების — Novo Nordisk-ისა და Eli Lilly-ის აქციების ფასები, შესაბამისად, თითქმის 2%-ით და 1%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და სენატორმა, ბერნი სანდერსმა კომპანიებს თავიანთი მედიკამენტების ღირებულების შემცირებისკენ მოუწოდეს.

სანდერსისა და ბაიდენის აზრით, ფარმაცევტული ინდუსტრია აწესებს აღმაშფოთებელ ფასებს რეცეპტით გაცემული მედიკამენტებისთვის. მათ მაგალითად მოიყვანეს წონაში კლების პოპულარული პრეპარატები, მათ შორის Novo Nordisk-ის Wegovy და Eli Lilly-ის Mounjaro. სანდერსმა და ბაიდენმა კომპანიების მიერ დაწესებულ ფასებს არაკეთილსინდისიერად მაღალი უწოდეს.

გაფრთხილება ფარმაცევტულ კომპანიებს

ბაიდენმა და სანდერსმა განაცხადეს: „თუ Novo Nordisk და სხვა ფარმაცევტული კომპანიები ჩვენს ქვეყანაში არსებითად არ შეამცირებენ რეცეპტით გაცემული მედიკამენტების ფასებს და თავიანთ სიხარბეს წერტილს არ დაუსვამენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ჩვენ დავასრულოთ“.

მათ ასევე თქვეს: „Novo Nordisk-მა არსებითად უნდა შეამციროს Ozempic-ისა და Wegovy-ის ფასები. კომპანია ამ მედიკამენტებისთვის ადამიანებს თვეში $1,000-ზე მეტს ახდევინებს, როდესაც მათი დამზადება $5-ზე ნაკლებად არის შესაძლებელი“.

Novo Nordisk-ის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ძალიან კომპლექსური საკითხი პოლიტიკური მიზნების გამო ზედმეტად გამარტივებულად არის წარმოჩენილი. მათი თქმით, დაზღვევის მქონე ამერიკელების 80% Ozempic-სა და Wegovy-ისთვის თვეში $25-ს ან ნაკლებს იხდის.

რაც შეეხება Eli Lilly-ის, ამ საკითხთან დაკავშირებით მის წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Eli Lilly

აღსანიშნავია, რომ გასული თვის ბოლოსთვის გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან Wegovy-ის საშუალებით მკურნალობა ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაამტკიცა.

Novo Nordisk-ის Ozempic-მა და Wegovy-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. შედეგად, გაიზარდა დანიური ფირმის მოგება და აქციების ფასი — Novo Nordisk ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. მისმა ამერიკულმა კონკურენტმა — Eli Lilly-მ კი მსგავს ზრდას მიაღწია წონაში კლების მედიკამენტების — Mounjaro-სა და Zepbound-ის წყალობით.

Novo Nordisk-ის წარმომადგენლებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეღირება Wegovy ჩინეთში ან რა რაოდენობის მედიკამენტის გაყიდვა იგეგმება ქვეყანაში იმის ფონზე, რომ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში Ozempic-სა და Wegovy-ზე მოთხოვნა იზრდება.

გარდა ამისა, Novo Nordisk-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ $4 მილიარდზე მეტის დახარჯვას აშშ-ში წარმოების გაფართოებისთვის ჩრდილოეთ კაროლინაში ახალი ქარხნის აშენების საშუალებით. ეს წარმოადგენს უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილს, რომელიც წელს საწარმოო სიმძლავრის გასაზრდელად $6.8 მილიარდის დახარჯვას გულისხმობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში კომპანიამ განახორციელა არაერთი შესყიდვა, რომლის მიზანიც ასევე წარმოების გაზრდა იყო.

Novo Nordisk

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Novo Nordisk-ისა და Eli Lilly-ის აქციებს?

Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $143.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $142.36-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $166.00-ს, ხოლო მინიმალური — $82.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $907.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $$896.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,023.00-ს, ხოლო მინიმალური — $725.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Paramount Global

გუშინ Paramount Global S&P 500 ინდექსში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია იყო. მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, გასართობი ინდუსტრიის კონგლომერატის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა. The New York Times-ის ინფორმაციის თანახმად, მილიარდერი ამერიკელი ბიზნესმენი — ბარი დილერი კომპანიაზე კონტროლის მოპოვების შესაძლებლობას იკვლევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დილერის მედია კონგლომერატის — IAC-ის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს არასაჯარო ხელშეკრულებებს National Amusements-თან, Paramount-ის მაკონტროლებელ აქციონერთან.

Paramount Global

ხელშეკრულებას ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში Paramount-ის გარიგება Skydance Media-სთან ჩაიშალა, როდესაც National Amusements-ის მფლობელმა — შარი რედსტონმა, გავრცელებული ინფორმაციით, შერწყმის მოლაპარაკებები შეწყვიტა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Paramount Global-ის აქციებს?

Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $11.68-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

General Motors

General Motors-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-ში გაყიდვების საუკეთესო კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ეს სრული ზომის პიკაპებსა და ელექტრომობილებზე (EV) მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

ქვეყნის უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებლის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მეორე კვარტალში კომპანიამ ბაზარს 696,086 მანქანა მიაწოდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე მეოთხედის მაჩვენებელს 0.6%-ით აღემატება და ყველაზე მაღალი ნიშნულია 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგს.

General Motors

კომპანიამ დაამყარა რეკორდი ელექტრომობილების გაყიდვებში — ეს მაჩვენებელი წლიურად 40%-ით — 21,930-მდე გაიზარდა. სრული ზომის პიკაპების მიწოდებამ კი 2021 წლის შემდეგ უმაღლეს დონემდე მოიმატა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები General Motors-ის აქციებს?

General Motors-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $47.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $56.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $96.00-ს, ხოლო მინიმალური — $32.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი General Motors-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Rivian Automotive

გუშინ Rivian Automotive-ის აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა მეორე კვარტლის წარმოებისა და მიწოდების მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები გამოაქვეყნა.

Rivian-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში კომპანიამ 9,612 ავტომობილი აწარმოა, ხოლო ბაზარს 13,790 მიაწოდა. ანალიტიკოსების პროგნოზები კი, შესაბამისად, 8,700-ს და 11,510-ს შეადგენდა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე პერიოდში წარმოებამ 13,992-ს მიაღწია, ხოლო მიწოდებამ — 12,640-ს.

EV სტარტაპის წარმომადგენლებმა ასევე გაიმეორეს მთელი ფისკალური წლის განმავლობაში 57,000 ელექტრომობილის წარმოების მიზანი. ეს მაჩვენებელი ოდნავ აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინს.

გარდა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგებისა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Volkswagen გეგმავს $5 მილიარდის დაბანდებას Rivian Automotive-ში. მიზანი არის ერთობლივი საწარმოს საშუალებით ინდუსტრიაში წამყვანი ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიის შექმნა.

Rivian Automotive

Volkswagen-ის საწყისი ინვესტიცია Rivian Automotive-ში $1 მილიარდს შეადგენს. ავტომწარმოებლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ $4 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია 2026 წლისთვის განხორციელდება.

„მოსალოდნელია, რომ ეს პარტნიორობა ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფას და მასთან დაკავშირებულ ზონალურ არქიტექტურას, Volkswagen Group-ის საშუალებით, უფრო დიდ, გლობალურ ბაზარზე წვდომის საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, ეს თანამშრომლობა Rivian-ს არსებითი ზრდისთვის საჭირო კაპიტალით უზრუნველყოფს“ — განაცხადა ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — არჯეი სკერინგმა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Rivian-ის აქციებს?

Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.85-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 22 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რამდენიმე ანალიტიკოსმა Nike-ის აქციების სამიზნე ფასები შეამცირა

შემდეგი

გუშინ, Tesla-ს აქციების ფასმა, იანვრის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ, Tesla-ს აქციების ფასმა, იანვრის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

გუშინ, Tesla-ს აქციების ფასმა, იანვრის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved