• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Trex-ის აქციების ფასი?

მაისი 10, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Trex-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

შეფიცვრისთვის საჭირო მასალისა და მოაჯირების წამყვანი მწარმოებელი კომპანიის — Trex-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა.

და რა?

Trex-ის ბიზნესი მჭიდროდ არის დაკავშირებული საბინაო და სახლის კეთილმოწყობის ბაზართან და მათმა შენელებამ, კომპანიის წარმადობაზეც უარყოფითად იმოქმედა. შედეგად, კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 30%-ით — $238.7 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $237.4 მილიონს.

Trex-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გაყიდვების შემცირება უფრო მეტად გამოწვეული იყო შერბილებული ეკონომიკის პირობებში მომხმარებლების მიერ ფრთხილი შესყიდვებით. ასევე, კომპანიამ გაყიდა თავისი Trex Commercial ბიზნესი, რომელიც გასული წლის იმავე კვარტალში დაახლოებით $12 მილიონის მოცულობის გაყიდვებზე იყო პასუხისმგებელი.

Trex Stock

შემოსავლების ამ შემცირების მიუხედავად, მთლიანი მარჟა ძირითადად სტაბილური იყო და 39.6%-ს შეადგენდა (წინა წლის იმავე კვარტალში — 39.8%). EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $105 მილიონიდან $69 მილიონამდე შემცირდა, ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.62-დან $0.38-მდე დაიკლო, მაგრამ მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.34-ს.

ახლა რა?

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში გაყიდვები $310-$320 მილიონს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $306.8 მილიონი), რაც გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით 18.5%-ით ნაკლებია. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის კორექტირებული EBITDA-ს მარჟა 26%-27%-ს შეადგენს, რაც აჩვენებს კომპანიის უნარს, ძლიერი მომგებიანობა რთულ გარემოშიც კი შეინარჩუნოს.

წინა

რატომ გაიზარდა პარასკევს Carvana-ს აქციების ფასი?

შემდეგი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved