• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა პარასკევს Carvana-ს აქციების ფასი?

მაისი 8, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა პარასკევს Carvana-ს აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

პარასკევს Carvana-ს აქციების ფასი 24%-ზე მეტით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ მეორადი მანქანების ონლაინ დილერის კვარტალური შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა. გასულ წელს Carvana-ს აქციები გაკოტრების შიშმა გაანადგურა, მაგრამ პირველი კვარტლის ანგარიშმა აჩვენა, რომ მენეჯმენტი ბიზნესის სტაბილიზაციისკენ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს.

და რა?

Carvana-ს კვარტალური შემოსავალმა წლიდან წლამდე 25%-ით — $2.61 მილიარდამდე დაიკლო, მაგრამ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანიამ, ხარჯების შემცირების მიზნით, მარაგები შეამცირა. ეს შედეგი არსებითად დაემთხვა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.6 მილიარდს.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, კომპანიამ მაინც მოახერხა მთლიანი მოგების გაზრდა, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 14%-ით — $341 მილიონამდე გაიზარდა.

მთლიანმა მოგებამ ერთეულზე (GPU) 52%-ით — $4,303-მდე მოიმატა, რაც პროგრესის კიდევ ერთი ნიშანია. კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $24 მილიონი შეადგინა (გასული წლის იმავე კვარტალში $348 მილიონის ოდენობის ზარალი).

Carvana Stock

რაც შეეხება თავისუფალ ფულად ნაკადებს, Carvana-მ ამ მხრივ $98 მილიონი დაკარგა, რაც 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ $813 მილიონის ტოლ ზარალთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა ზარალმა თითო აქციაზე $1.51 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე — $-2.00-ზე უკეთესი შედეგია.

აქციონერებისთვის განკუთვნილ წერილში მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პირველმა კვარტალმა გამოაჩინა გზა, რომლითაც Carvana მომგებიანობის გასაზრდელად და ზრდისკენ დასაბრუნებლად მიემართება.

ახლა რა?

გარდა ამისა, მენეჯმენტის პროგნოზით, მეორე კვარტალში კომპანია დადებით კორექტირებულ EBITDA-ს დააფიქსირებს და პოზიტიური თავისუფალი ფულადი ნაკადების წარმოებისთვის მუშაობას განაგრძობს.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ AMD-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Trex-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Trex-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Trex-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved