• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ არის Tesla-ს აქციების დაყოფა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე Amazon-ის?

აგვისტო 24, 2022
in სიახლეები
რატომ არის Tesla-ს აქციების დაყოფა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე Amazon-ის?
გაზიარება

Amazon თითქმის ყველა თვალსაზრისით უფრო დიდია ვიდრე Tesla – იქნება ეს საბაზრო კაპიტალი, შემოსავალი, მოგება, თუ თანამშრომლების რაოდენობა.

თუმცა არსებობს მინიმუმ ერთი გზა, რომ ტესლამ ელექტრონული კომერციისა და ქლაუდ ჰოსტინგის გიგანტს აჯობოს. ორივე კომპანიამ წელს აქციების დაყოფა გადაწყვიტა. აი, რატომ შეიძლება ტესლას აქციების დაყოფა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ამაზონის.

სწორ დროს, სწორ ადგილას

Amazon-ის აქციები 1/20 შეფარდებით 6 ივნისს დაიყო. დრო შესაფერისი სულაც არ იყო. Nasdaq Composite Index ივნისში bear market-ზე იყო, ასევე, S&P 500 ცოტა ხნის წინ ამ ტერიტორიაზე იყო. Amazon-ის აქციების ფასი მაშინ 22%-ით დაეცა.

ვინც იმედოვნებდა, რომ აქციების დაყოფა ამაზონის აქციების ფასს გაზრდიდა, ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. დაყოფის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი, ზრდის ნაცვლად შემცირდა.

Amazon

Tesla-სთვის ეს სრულიად განსხვავებული სცენარია. ზოგიერთი დამკვირვებელი თვლის, რომ Nasdaq-ის bear market დასრულდა, თუნდაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკან დახევის შემთხვევაში. S&P 500 bear ბაზრის ზღვარს აშკარად აღემატება. ზოგიერთი ინვესტორი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ახალი bull market შეიძლება მალე დაიწყოს.

გარდა ამისა, ტესლას აქციების ფასი იზრდება, ბოლო 3 თვის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა.

Tesla

არც ამაზონის და არც ტესლას მენეჯმენტს შეეძლო აქციების დაყოფის დაანონსების მომენტში ზუსტად სცოდნოდა, თუ როგორ იმუშავებდა საფონდო ბირჟა. თუმცა, სრულიად ნათელია, რომ ტესლამ ეს უფრო შესაფერის დროს გააკეთა.

ინვესტორები უფრო მეტად ყიდულობენ აქციებს მაშინ, როდესაც მთლიანი ბაზარი იზრდება. აქედან გამომდინარე, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ Tesla-ს აქციების დაყოფა კომპანიის აქციებისთვის უფრო დიდი კატალიზატორი იქნება, ვიდრე ეს Amazon-ის შემთხვევაში იყო.

უოლ სტრიტის ოპტიმიზმი

ტესლას პერსპექტივების მიმართ ანალიტიკოსებიც უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. Canaccord Genuity-ის ჯორჯ ჯანარისკმა ცოტა ხნის წინ 12-თვიანი საფასო მიზანი აქციაზე $815-დან $881-მდე გაზარდა. უოლ სტრიტის ამ გაუმჯობესებულმა განწყობამ შეიძლება ტესლას აქციების დაყოფით ინვესტორების მეტი აღფრთოვანება გამოიწვიოს. ამაზონს ივნისში მსგავსი ენთუზიაზმით არ უსარგებლია.

ბიძგი აშშ-სგან

Tesla-ს აქციების დაყოფას ასევე წინ უძღოდა ინფლაციის შემცირების აქტის მიღება. ეს კანონმდებლობა ცდილობს მოაგვაროს საკითხების ფართო სპექტრი. Tesla-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილებაა.

კანონპროექტის ერთ-ერთი დებულება განაახლებს $7,500-იან საგადასახადო შეღავათს ამერიკელებისთვის ელექტრო მანქანების (EV) შესაძენად. ტესლას მანქანებს ამ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება არ ჰქონდა, რადგან კომპანიამ 200,000-ზე მეტი ელექტრომობილი გაყიდა.

მაგრამ ამ საგადასახადო შეღავათის ზღვარი 2023 1 იანვრიდან ძალაში არ იქნება, შესაბამისად, Tesla-ს ელექტრომობილები ამით სარგებლობას შეძლებს. ამან შესაძლოა მომავალ წელს კომპანიის გაყიდვები გაზარდოს.

ამ კატალიზატორს ბევრი ინვესტორი ელოდება. დღეს ტესლას აქციების დაყოფის შემდეგ ამ დამატებითმა ინფორმაციამ შეიძლება კომპანიის აქციების შეძენა უფრო მეტ ინვესტორს გადააწყვეტინოს.

რა არის რეალურად მნიშვნელოვანი?

რა თქმა უნდა, არც ამაზონის და არც ტესლას აქციების დაყოფას, გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აქციების დაყოფამ შეიძლება ზოგჯერ მცირე ინვესტორები მიიზიდოს, მაგრამ ეს მოვლენა კომპანიების ძირითად ბიზნეს პერსპექტივებს არ ცვლის.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია გაზრდილი კონკურენციის წინაშე დგას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ, Amazon უფრო ძლიერი კომპანიაა. რა თქმა უნდა, Tesla-ს აქციები დაყოფა შეიძლება უფრო დიდი მოვლენა იყოს, ვიდრე Amazon-ის, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი მთლიანობაში უფრო პერსპექტიული იქნება, ვიდრე Tesla ამ ათწლეულის განმავლობაში და მის შემდგომ.

წინა

3 ყველაზე უსაფრთხო საბანკო დივიდენდური აქცია

შემდეგი

2 უდიდესი შეცდომა, რომელსაც ინვესტორები ბაზრის ვარდნის დროს უშვებენ

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
2 უდიდესი შეცდომა, რომელსაც ინვესტორები ბაზრის ვარდნის დროს უშვებენ

2 უდიდესი შეცდომა, რომელსაც ინვესტორები ბაზრის ვარდნის დროს უშვებენ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved