• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

2 უდიდესი შეცდომა, რომელსაც ინვესტორები ბაზრის ვარდნის დროს უშვებენ

აგვისტო 24, 2022
in ინვესტიციის ანბანი
2 უდიდესი შეცდომა, რომელსაც ინვესტორები ბაზრის ვარდნის დროს უშვებენ
გაზიარება

ბაზრის ვარდნა სახალისო მოვლენა არ არის. ცვალებადობა, ბაზრის რყევები და საინვესტიციო პორტფელის მნიშვნელოვანი ზარალი შეიძლება ინვესტორებისთვის ძალიან რთული ასატანი იყოს. ისეთმა მდგომარეობამ, როგორშიც ამჟამად საფონდო ბირჟა იმყოფება, შესაძლოა მრავალ ინვესტორს დიდი შეცდომების დაშვებისკენ უბიძგოს.

ისწავლეთ, როგორ აარიდოთ თავი ამ ორ გავრცელებულ შეცდომას და ამის ნაცვლად, ბაზრის ვარდნა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.

  1. პანიკური გაყიდვა

როდესაც ხედავთ, რომ ბაზარი ეცემა, იქნება ეს საფონდო ბირჟა, თუ უძრავი ქონების ბაზარი, პანიკაში ჩავარდნა და ინვესტიციების გაყიდვა ადვილია. იმის შიში, რომ, შესაძლოა, ზარალი კიდევ უფრო გაიზარდოს, მეტ გაყიდვას იწვევს, რაც კიდევ უფრო მეტი პანიკის და მეტი გაყიდვის მიზეზი ხდება. ამ მანკიერ ციკლს ძირითადად ახალი, გამოუცდელი ინვესტორები ხელმძღვანელობენ, რომლებიც გადაწყვეტილებებს ემოციებზე დაყრდნობით იღებენ და ინვესტიციების გრძელვადიან პერსპექტივას ივიწყებენ.

პოზიციების  გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნება თქვენს ინვესტიციებს საშუალებას აძლევს, რომ ბაზრის ცვალებადობა გადალახოს. მრავალი აქცია, რომლის ფასიც დღეს საგრძნობლად არის შემცირებული, ხარისხიანია და ფასების კლების მიზეზი მხოლოდ ინვესტორების შეშფოთებაა. ამისგან არც უძრავი ქონების ბაზარია დაცული.

თვალი ადევნეთ თქვენს პორტფელში არსებულ აქციებს, რომელთა ფასებიც მცირდება, დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული კომპანიების ბიზნეს საფუძველი კვლავ მყარია და ეცადეთ არ გაყიდოთ პოზიციები. ეს გამოიწვევს ზარალს მაშინ, როდესაც შანსი გაქვთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სარგებელი მიიღოთ.

Mistake
  1. უმოქმედობა

გახსოვდეთ, რომ ინფლაციის ზემოქმედებით თქვენი ფულის ღირებულება მცირდება. გარდა ამისა, ის ფული, რომელსაც ინახავთ, შეგეძლოთ ინვესტიციებში ჩაგედოთ და სარგებელი მიგეღოთ (თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ყოველი შემთხვევისთვის საგანგებო ფონდი იქონიოთ). რეალურად, ბაზრის ვარდნის პერიოდი ხარისხიანი აქციების შესაძენად და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი მოგების მისაღებად შესანიშნავი დროა.

ვერავინ განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საფონდო ბირჟაზე. ლოდინის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თუ მოძებნით ისეთ ძლიერ კომპანიებს, რომლებსაც რთული პერიოდების გადალახვა შეუძლია. ამ კუთხით დღეს ბაზარზე დიდი შესაძლებლობები არსებობს.

წინა

რატომ არის Tesla-ს აქციების დაყოფა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე Amazon-ის?

შემდეგი

ყველაფერი, რაც Tesla-ს აქციების დაყოფის შესახებ უნდა იცოდეთ

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
ყველაფერი, რაც Tesla-ს აქციების დაყოფის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც Tesla-ს აქციების დაყოფის შესახებ უნდა იცოდეთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved