• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ყველაფერი, რაც Tesla-ს აქციების დაყოფის შესახებ უნდა იცოდეთ

აგვისტო 25, 2022
in სიახლეები
ყველაფერი, რაც Tesla-ს აქციების დაყოფის შესახებ უნდა იცოდეთ
გაზიარება

უოლ სტრიტის პროფესიონალებისა და ინვესტორებისთვის რთული წელი იყო. როგორც S&P 500, ასევე, Nasdaq Composite bear market-ის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ზედიზედ რამდენიმე კვარტლის განმავლობაში აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შემცირდა და ქვეყანაში არსებულმა ინფლაციის დონემ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. გარდა ამისა, ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed), ინფლაციის დამარცხების მიზნით, საპროცენტო განაკვეთებს აგრესიულად ზრდის.

მიუხედავად ამ არეულობისა, ინვესტორები ნათელი წერტილებისკენ ისწრაფვიან. 2022 წელს ასეთი ნათელი წერტილი არის აქციების დაყოფა. წლის დასაწყისიდან აქციების დაყოფა ათობით კომპანიამ დააანონსა ან/და აამოქმედა.

ამ სტატიაში კი განვიხილავთ ყველაფერს, რაც Tesla-ს ამჟამინდელმა და პოტენციურმა აქციონერებმა კომპანიის აქციების დაყოფის შესახებ უნდა იცოდნენ.

როდის შევა გადაწყვეტილება ოფიციალურად ძალაში?

გადაწყვეტილება ძალაში დღეს ბაზრის გახსნის ზარამდე შევა და ტესლას აქციების ფასი ოფიციალურად შეიცვლება.

ამჟამინდელი და პოტენციური ინვესტორებისთვის გასათვალისწინებელია ის, რომ აქციების შეთავაზების პროვაიდერებს და ზოგიერთ ონლაინ ბროკერს შეიძლება რამდენიმე საათი ან თუნდაც მთელი დღე დასჭირდეს ამ შედეგის ასახვისთვის. შესაძლებელია გაიღვიძოთ და ნახოთ, რომ ტესლას აქციების ფასი 65%-70%-ით არის შემცირებული. ასევე, შეიძლება, თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება მკვეთრად დაეცეს, თუ თქვენი ონლაინ ბროკერი ამ პროცესისადმი სათანადოდ არ არის მორგებული და ტესლა თქვენს პორტფელში მნიშვნელოვან პოზიციას წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა მონაცემთა შეცდომები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში უნდა გამოსწორდეს. ამიტომ, პანიკას ნუ აჰყვებით.

რამდენ დამატებით აქციას მიიღებთ?

აქციების 1/3 შეფარდებით დაყოფა ნიშნავს, რომ თქვენს საინვესტიციო პორტფელში არსებული Tesla-ს აქციების რაოდენობა 3-ჯერ გაიზრდება, თუმცა მათი ფასი ამის პროპორციულად – 3-ჯერ შემცირდება.

მაგალითად, თუ გასული შაბათ-კვირის მდგომარეობით ტესლას 20 აქციას ფლობდით, რომელთა ფასიც $890 იყო, დაყოფის შემდეგ თქვენს მფლობელობაში კომპანიის 60 აქცია იქნება – თითოეულის ღირებულება კი $296,67-მდე შემცირდება. როგორც ხედავთ, ტესლას საბაზრო კაპიტალიზაცია არ იცვლება.

Tesla Stock

დაყოფის შემდეგ Tesla-ს აქციები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება მცირე ინვესტორებისთვის, რომლებსაც მათი ბროკერები ფრაქციული აქციების შეძენის შესაძლებლობით არ უზრუნველყოფდნენ.

რამდენად მოქმედებს ეს თავად კომპანიის ბიზნესზე?

ეს პროცესი თავად ბიზნესზე არ მოქმედებს. უბრალოდ კომპანიას საშუალება ეძლევა, რომ თავისი აქციები ინვესტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

Tesla-ს აქციების ფასი და მის მიერ გამოშვებული აქციების რაოდენობა აბსოლუტურად არანაირად არ ზემოქმედებს კომპანიის უნარზე, აწარმოოს და გაყიდოს ელექტრომობილები ან დანერგოს ინოვაციები. მიუხედავად იმისა, რომ აქციების დაყოფის ეიფორიას შეუძლია მოკლევადიან პერსპექტივაში მათი ფასის მატება გამოიწვიოს, მთავარი ფაქტორები, რომლებიც აქციების ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს არის Tesla-ს უნარი გაზარდოს გაყიდვები და მოგება, შეინარჩუნოს კონკურენტული უპირატესობები და დანერგოს ინოვაციები.

Tesla

არის კიდევ რამე, რაც ინვესტორებმა აქციების დაყოფის შესახებ უნდა იცოდნენ?

და ბოლოს, ტესლას აქციონერებმა და პოტენციურმა ინვესტორებმა უნდა გაიაზრონ, რომ დაყოფის მანია მოკლევადიანი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები ამ მომენტში აღელვებულები არიან, აქციების დაყოფა ვერ დამალავს იმ ფაქტს, რომ კომპანია წინაღობების წინაშე დგას.

ავტომწარმოებლების უმეტესობის მსგავსად, Tesla ნახევარგამტარული ჩიპების და სხვა ნაწილების დეფიციტს ებრძვის, რომელიც ძირითადად კოვიდ-19-ის პანდემიით არის გამოწვეული. კერძოდ, ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში ლოკდაუნმა Tesla-ს შანხაის ქარხანაში წარმოება შეაჩერა. აქციების დაყოფა ამ პრობლემებს ვერ გამოასწორებს.

ეს ასევე ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ აქციების საკმაოდ ძვირია. მაშინ, როდესაც ავტომწარმოებლების უმრავლესობის ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ერთნიშნაა, ტესლას ეს მაჩვენებელი 56-ს შეადგენს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს – ილონ მასკს ისტორიის მანძილზე მრავალი სამართლებრივი პრობლემა და საეჭვო გადაწყვეტილება დაუგროვდა. მას, როგორც აღმასრულებელ დირექტორს, ზედმეტი დაპირებების გაცემის და მათი არასაკმარისად შესრულების ჩვევა აქვს. აქციების დაყოფა კი ამ თვალსაზრისით ვერაფერს შეცვლის.

წინა

2 უდიდესი შეცდომა, რომელსაც ინვესტორები ბაზრის ვარდნის დროს უშვებენ

შემდეგი

შესაძლოა, საინდექსო ფონდში ინვესტირება დივერსიფიკაციისთვის საკმარისი არ იყოს

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, საინდექსო ფონდში ინვესტირება დივერსიფიკაციისთვის საკმარისი არ იყოს

შესაძლოა, საინდექსო ფონდში ინვესტირება დივერსიფიკაციისთვის საკმარისი არ იყოს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved