რა მოხდა?
Rivian Automotive-ის IPO (პირველადი საჯარო შეთავაზება) 2021 წლის 10 ნოემბერს შედგა, თითო აქციის ფასი კი მაშინ $78 იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის აქციებმა ღირებულების 81%-ზე მეტი დაკარგა. პარასკევს კი ფასის ნიშნულმა ყველა დროის მინიმუმს — $18.55-ს მიაღწია.
და რა?
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, მეორადი მანქანების საცალო ვაჭრობის კომპანიის — CarMax-ის სუსტმა კვარტალურმა ანგარიშმა როგორც Rivian-ზე, ასევე სხვა საავტომობილო კომპანიებზე იმოქმედა.
რაც შეეხება თავად Rivian-ს, მესამე კვარტალში რეზერვაციებმა ზრდა განაგრძო. მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ მიაღწევს თავის შედარებით კონსერვატიულ მიზანს, 2022 წელს 25,000 ავტომობილის წარმოებას.
Rivian-ის ბოლო კვარტალურმა ანგარიშმა ასევე აჩვენა, რომ მესამე კვარტალში თითო მიწოდებული ავტომობილის საშუალო ფასი $81,400 დოლარზე მეტი იყო.
ახლა რა?
CarMax-ის წარმომადგენლების განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ გვჯერა, რომ ავტომობილების ხელმისაწვდომობის გამოწვევები მესამე კვარტალში კომპანიაზე კვლავ ზემოქმედებდა.“ მენეჯმენტმა კონკრეტულად გაუსვა ხაზი მომხმარებელთა ნაკლებ თავდაჯერებულობას, საპროცენტო განაკვეთების ზრდასა და ინფლაციის მაღალ დონეს.
ეს შეიძლება Rivian-ისთვის და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სხვა EV (ელექტრომობილი) მწარმოებლებისთვის მომავალში პრობლემების გამომწვევი იყოს. კომპანია გამომუშავებულ ფულს წარმოების გაზრდას ახმარს. თუ მომხმარებლებს არ ექნებათ თავდაჯერებულობა — ან სახსრები, რომ შეიძინონ Rivian-ის მაღალი კლასის მანქანები, შეიძლება კომპანიის ჯავშნების რაოდენობა მალე შემცირდეს.