ინდექსებისა და აქციების რეკორდული მაქსიმალური და მინიმალური მაჩვენებლები ზომავს ვაჭრობის დროს მიღწეულ უმაღლეს ან ყველაზე დაბალ ისტორიულ ფასს. ახალმა რეკორდულმა მაჩვენებლებმა, შეიძლება, ინვესტორებს თავიანთი სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგოს.
აქციები და ინდექსები, როგორც წესი, რეკორდულ მინიმალურ მაჩვენებლებს მათი სავაჭრო კარიერის დასაწყისში აფიქსირებენ. შედეგად, ბევრი რეკორდული მინიმუმი შედარებითია. შესაძლებელია, რომ ცუდი წარმადობის მქონე აქციებმა ან ინდექსებმა ყველა დროის ახალ რეკორდულ მინიმუმებს მიაღწიოს.
რეკორდული მაქსიმუმების გამოკვლევა
თითოეულმა ძირითადმა საფონდო ინდექსმა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ახალი რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. (ფაქტობრივად, S&P 500-მა მხოლოდ 2021 წელს 68 ახალი რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა).
- 2022 წლის 3 იანვარს S&P 500-მა ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელს – $4,796.56-ს მიაღწია.
- 2022 წლის 4 იანვარს Dow Jones Industrial Average-მა (DJIA) მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს – $36,799.65-ს.
- 2021 წლის 19 ნოემბერს Nasdaq Composite-მა ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელი – $16,057.44 დააფიქსირა.
ყველა დროის რეკორდული მაქსიმუმები ხშირად მნიშვნელოვანი დადებითი სიახლეების შედეგად ფიქსირდება. ისინი ასევე, შეიძლება, bull market-ის დროს წარმოიშვას.
როგორც კი აქციების ფასი ახალ რეკორდულ სიმაღლეებს მიაღწევს, ისინი ზოგიერთი ინვესტორისთვის მიმზიდველი ხდება. მაგრამ სხვები უყურებენ ამ ფაქტს, როგორც აქციების ფასების მომავალი ვარდნის ინდიკატორს. ასეთმა ინვესტორებმა, შესაძლოა, პოზიციები გაყიდონ ან მოკლე პოზიცია დაიკავონ.
რეკორდული მინიმუმების გამოკვლევა
- 1896 წლის 8 აგვისტოს DJIA რეკორდულ მინიმალურ მაჩვენებელზე – $28.48-ზე დაიხურა.
- 1974 წლის 3 ოქტომბერს Nasdaq Composite-მა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს – 54.87-ს მიაღწია.
აქციების მიერ ახალი მინიმალური დონეების მიღწევა შეიძლება ნეგატიურმა ახალმა ამბებმა გამოიწვიოს, როგორიც არის ინდუსტრიის რეგულაციების განახლება ან რეცესია. ასევე, კომპანიის დონეზე, ცუდმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა ან სკანდალმა, შესაძლოა, აქციების ფასების კლება განაპირობოს.
კომპანიის ახალმა რეკორდულმა მინიმალურმა მაჩვენებლებმა, შესაძლოა, პანიკური გაყიდვები გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, აქციების ფასს კიდევ უფრო ამცირებს. თუ კომპანია ზოგადად რეპუტაციისა და მყარი საფუძვლის მქონეა, აქციების ახალი რეკორდულად დაბალი შეფასება ყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
როდესაც აქციები ახალ რეკორდულ მაქსიმუმებს ან მინიმუმებს აფიქსირებს, მოგების განაღდების ან მეტი ზარალის თავიდან აცილების სურვილი მაცდურია. მაგრამ ბაზართან სინქრონიზაციის და მწვერვალების „დაჭერის“ მცდელობა, როგორც წესი, უფრო მეტ ზარალს იწვევს, ვიდრე – მოგებას.
ბაზრის მოკლევადიანი მოძრაობის გამოცნობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნება მნიშვნელოვანი, ეს საშუალებას გაძლევთ, რომ ბაზრის მაღალი და დაბალი ნიშნულები უგულებელყოთ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.